იაპონური

უამრავი ადამიანია, რომლებსაც სურთ შეისწავლონ იაპონური ენა. ენის უცოდინრობა მათ ბევრ რამეში ხევს უკან. ზოგისთვის სხვა დამხმარე უცხო ენის არცოდნა, ზოგისთვის კი სასწავლოდ დაწესებული მაღალი ფასებია მიზეზი, თუ რატომაც დღემდე ოცნებად რჩებათ, იცოდნენ იაპონური ენა. თუმცაღა, ასე აღარ ინება. ამ პრობლემის აღმოფხვრის დროა.

უკვე japmedia არის პლატფორმა, სადაც შესაძლებელია იაპონური ენის შესწავლა. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის წევრები არ არიან მასწავლებლები. ლოგიკურია, მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი. ამიტომაც, სასწავლო მასალას ადგენენ იაპონელები, ხოლო ქართულად და ქართველებისთვის ჩვენ ვამუშავებთ მას, რათა მარტივად გასაგები, აღსაქმელი და სასწავლი იყოს ყველაფერი.

სასწავლო პროცესი

იაპონური ენის სწავლების კურის იქნება ონლაინ ფორმატით. ამ მხრივ მთავარი დადებითი არის ის, რომ მასალები მოწოდებული იქნება PDF-ის სახით. რა არის ამაში დადებითი? პასუხი შემდეგი და ლოგიკურია: მსოფლიო აღიარებული ფაქტია, რომ ლექცია სწავლების ყველაზე პასიური მეთოდია, ხოლო ყველაზე აქტიურ მეთოდად ითვლება უშუალოდ პრაქტიკა. იაპონური ენის სწავლის პრაქტიკული მაგალითი გახლავთ, რომ წახვიდეთ იაპონიაში ან/და იყოლიოთ ვინმე იაპონელი ამხანაგი/კოლეგა, რომელთანაც ხშირი კომუნიკაცია გექნებათ. ვინაიდან აღნიშნული მეთოდი უკვე გამოირიცხა ჩვენს შემთხვევაში, დონით ოდნავ დაბლა მყოფი პრაქტიკის მაგალითია “დამოუკიდებლად მუშაობა”, სადაც საკუთარ თავთან პრაქტიკაში ხარ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დღეს-დღეობით ამ ხერხს ბევრი მიმართავს, თანაც არა მხოლოდ ენის, არამედ სხვადასხა პროფესიის სწავლის დროსაც კი. თვითმუშაობა და საკუთარ თავთან პრაქტიკა პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ ‘თუ გინდა, ვერაფერი გიშლის ხელს’.

სასწავლო მასალა

როგორც უკვე ვთქვით, სასწავლო მასალები მოწოდებული იქნება PDF-ის სახით. მასალა არ იქნება ერთჯერადი. ნაწილ-ნაწილ (ყოველ კვირა) გამოგეგზანებათ ელ.ფოსტაზე (სურვილისამებრ სხვა ფლატორმებზეც შესაძლებელია), სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება მოცემული მასალები, იქნება ახსინილი დეტალურად ყველაფერი და ასათვისებელი გიდიც თან ექნება დართული, რაც სწავლის დროსაც დაგაზოგინებთ

დახმარება

შეეჭიდო ახალ რაღაცას, არაა მარტივი. უამრავ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, კონკრეტული საკითხი ვერ გაიგოს და ა.შ. ამიტომ ნებისმიერ თქვენგანს, კურსის მსვლელობისას თავისუფლად შეუძლია ჩვენთან დაკავშირება და კომპეტენტური პირებისგან დახმარების/რჩევის მიღება.

აქტივობები

მხოლოდ ასე რუტინულად სწავლა საკმარისი არაა, დამატებითი აქტივობებიც საჭიროა ცოდნის გაღრმავება-შემოწმებისთვის. ამიტომაც ყოველი თვის ბოლოს მოსწავლეებს გაეგზავნებათ ქვიზები, რომლითაც პირველ რიგში თავად გამოცდიან საკუთარ თავს, ხოლო შესრულებული ქვიზების ჩვენთან დაბრუნებით ჩვენ ვნახავთ თქვენი სწავლის მსვლელობის დონეს და საჭიროების შემთხვევაში თქვენთან გასაურებით შესაძლოა ბროგრამის შეცვლა/თქვენზე მორგება. გარდა ქიზებისა, შუალედებში გამოგეგზავნებათ დამატებითი ტექსტები, სტატიები და ა.შ. რათა უკეთესად აითვისოთ მასალა.

სწავლის საფასური

სწავლის საფასური არის 40 ლარი. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო შესაძლებლობების მიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ შეეძლ კონკრეტული. ამჯერადაც, საქართველოს ბაზარზე არსებული უმრავლესობისთვის მეტად ძვირია, ამიტომ შევძელით და ვიპოვეთ გზა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

საფასურის გადახდის პროცესი

სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება TBC ბანკის დახმარებით (აპარატებიდან ან მობაილ ბანკიდან). საფასური ყოველი თვის დასაწყისში უნდა იქნას გადახდილი.


– – – თუ კი გსურთ კურსზე დარეგისტრირება, გთხოვთ შეავსოთ > სარეგისტრაციო ფორმა<