სიახლეები


2020/22/10

japmediaTEAM

გარკვეული შეფერხებებისა და ა.შ. მიუხედავად, ჩვენი გუნდი უკვე ორი წელია, რაც ქართულ სივრცეს აღმოსავლურ მანგებს, მანჰვებსა და მანჰუებს სთავაზობს ქართულად. ჩვენი გუნდი ყოველთვის ორიენტირებული იყო მუდმივ განვითარებაზე. მოხერხდა თუ არა ეს, არასდროს ჩაგვიქნევია ხელი. ბევრჯერ ყოფილა მომენტი, როცა საიტის დახურვის/პროექტის შეჩერების საკითხიც დამდგარა, რამდენჯერმე დროებით გავედით კიდეც ონლაინ სივრციდან, თუმცაღა, საბოლოო ჯამში, მიანც გავარძელეთ და ახლაც ვაგრძელებთ საყვარელ საქმეს. როგორც გითხარით, განვითარებაზე ფიქრი არასდროს შეგვიწყვეტია და აი უკვე დადგა დრო საზღვრების გასაფართოვებლად. დიახ, დროა ანიმეებიც შემოგთავაზოთ. აღნიშნულზე მცდელობა გვქონდა და ჩავარდა, მაგრამ უკვე მეტი შემართებით, გამოცდილებითა და მომზადებით თამამად გავუძღვებით ამ პროექტს.

უფრო ზუსტ დეტალებს მომავალში შეგატყობინებთ.