ჩვენს შესახებ

ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ აღმოსავლურ მანგებს, მანჰვებსა და მანჰუებს. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ყველანაირი ანაზრაურებისა და პირობის საფუძველზე მუშაობს და გთავაზობთ ამ ყველაფერს, საქართველოში ეს სფერო მეტად უცნობია და შეიძლება ითქვას, რომ ახლა იკიდებს ფეხს, აქედან გამომდინარე, გვსურს ამ კონკრეტულს ჩვენს ქვეყანაშიც ჰქონდეს გარკვეული ადგილი და ჩვენი ძირითადი მიზანიც სწორედ ესაა.

2020 წლიდან ვეწევით ამ საქმეს და დღემდე მოყოლებული თითოეული ჩვენი გუნდის წევრი იხვეწება და გუშინდელთან შედარებით დღეს შედარებით ხარისხიან თარგამნსა და ნამუშევარს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პლატფორმებიცაა, სადაც ითარგმნება და იდება ქართულად მანგები, ჩვენი მეტად შეკრული გუნდისა და ორგანიზების წყალობით მაქსიმალურად სწრაფად მივიწევთ წინ. ჩვენ წარმოვადგენთ პირველ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია დასრულებული მანგებისა და სხა პრდუქტების ნახვა-წაკითხვა. სხვადასხვა სახის დატვირთული გრაფიკისა და დროის უქონლობის მიუხედავად, მაინც ვახერხებთ ამ საქმის შეძლებისდაგვარადა მაქსიმალურად სწრაფ ტემპში გაგრძელებას. შესაძლოა არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ამის ისაა, რომ ჩვენთან პოზიციები გადანაწილებულია თითოეული ჩვენი გუნდის მდგომარეობიდან გამომდინარე. მარტივად რომ ვთქვათ, ერთ ადამიანს არ უწევს რამდენიმე საქმეზე/პოზიციაზე მუშაობა (დეტალები იხილეთ ბმულზე: https://japmedia.ge/sample-page/). აქედან გამომდინარე, დროის ფაქტორს მაქსიმალურად მოვხსენით პრობლემისა თუ წინააღმდეგბის საზღვრები. ასევე ეს კონკრეტული სწრაფად და ხარისხიანად მუშაობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიცაა. ეს ყველაფერი არაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საიტთან თუ გუნდთან და საერთო ძალებით კიდევ უფრო და უფრო მივიწევთ წინ

კითხვებისა თუ ა.შ შემთხვევაში დაგვიკავშირდით: