ჩვენს შესახებ
ზოგადი
ჩვენ, japmediaTEAM, ვართ გუნდი, რომელიც ქართულ სივრცეს სთავაზობს აღმოსავლურ ნაწარმოებებს (მანგა, მანჰვა, მანჰუა). სახლიდან, ყველანაირი ანაზღაურებისა, თუ სხვა სახის სარგებლის გარეშე, ჩევენი გუნდის წევრები თარგმნიან და გთავაზობენ სხვადასხვა პროდუქტს. japmediaTEAM-ის თითოეული წევრი სამოყვარულო დონეზე აკეთებს ამ ყველაფერს. ვთარგმნით, რადგან მოგვწონს, რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ, შეგვიძლია ხელმისაწვდომი გავხადოთ აღმოსავლური ნაწარმოებები მათთვის, ვისაც არ შეუძლია უცხო ენაზე წაკითხვა, ან უბრალოდ მოწონს და სურს მშობლიურ ენაზე კითხვა.
თავდაპირველად, საიტის შექმნის იდეა 2020 წლის დასაწყისში გაჩნდა და რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, ყველაფერი რიგითი, ე.წ. მესენჯერის ჩათში დაიწყო… პირველ გაჟღერებულ უმნიშვნელო სიტყვებს, რომელსაც დიდი სერიოზულობა არ ეტყობოდა, ოდნავ მოგვიანებით მეტი ჩაღრმავება მოჰყვა. შემუშავდა და თანდათან დაიხვეწა საიტის შექმნისა და ონლაინ სივრცეში გაშვების გეგმა. ნელ-ნელა, უბრალო იდეა მიზნად გადაიქცა, რომელსაც მხოლოდ მონდომებაღა აკლდა. დიახ, ასეც მოვიქეცით. სხვადასხვა პირადი საქმისა თუ ა.შ მიუხედავად, 2020 წლის 5 დეკემბერს, თითქმის ერთ წელში, მარტივ სიტყვებს ხორცი შევასხით. ეს არ იყო რაღაცის უბრალდ ფლობის სურვილი. ეს არ ყოფილა აჟიტირების ფონზე განხორციელებული ქმედება, რაზეც უამრავი წაქცევა და კვლავ ფეხზე დადგომა მეტყველებს.
საბოლო ჯამში, ასე დავიწყეთ და ისევ ვაგრძელებთ იმას, რაც გვახარებს.
მუშაობის პრინციპები და წესები
ჩვენი გუნდის მუშაობის პრინციპები და წესები მეტად კომფორტული და ზოგადია. თითოეული ნათარგმნი მანგა, მანჰვა, თუ მანჰუა japmediaTEAM-ის სახელით ქვეყნდება ჩვენს საიტზე. სურვილის შემთხვევაში, კონრკეტულ პროდუქტზე მომუშავე პირების სახელები (მეტსახელები/ფსევდონიმები) და მათ მიერ გაკეთებული საქმის ინფორმაცია (ვინ თარგმნა, ვინ დაარედაქტირა და ა.შ.) დამატებით შესაძლოა მითითებული იყოს კონკრეტული პროდუქტის აღწერასა და/ან აღნიშნულის თავების/ეპიზოდების საწყის/საბოლოო გვერდებზე. ძირითადად ერთ/საერთო სახელში მოღვაწეობას ამჯობინებენ, როგორც გუნდი.
პრაქტიკული მხარეც საკმაოდ გუნდურია. დიახ, ძირითადად მიანც ყველა თავის აღებულ პროდუქტზეა (მანგა/მანჰვა/მანჰუა) ორიენტირებული, მაგრამ საჭიროებისა და შესაძლებლობის ფარგლებში უპრობლემოდ შეიძლება მთარგმნელი, ედითორი და ა.შ. შეეცვალს კონკრეტულს. japmediaTEAM-ის თითოეული წევრი თარგმნის იმას, რაც საჭიროა და არა იმას, რაც უნდათ მათ. რა თქმა უნდა, მათ სურვილს არავინ ზღუდავს და თავისუფლად შეუძლიათ იმუშავონ იმაზე, რაც მოუნდებათ, მაგრამ ისინი მაინც არჩევანს აკეთებენ იმაზე, რაც japmedia-ს სჭირდება. japmedia კი მუშაობს იმაზე, რაც მის მკითხველს უნდა. მართალია, ყველას და ყველა სურვილი ვერ სრულდება ჩვენი მხრიდან, მაგრამ სადამდეც და როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად ვიხარჯებით.
რანკის სისტემა
ჩვენთან თითოეული რანკი თავისი პასუხისმგებლობისა, თუ ფუნქციის განმსაზღვრელია
რანკები
(უმაღლესიდან უდაბლესისკენ)
1. GRAND masster
2. TRUE master
3. HIGHT master
4. Master
5. DEMI master
განმარტება
1. GRAND masster-ები არიან ადმინისტრატორები, რომლებიც მთლიანად აკონტრლებენ საიტს, მის მდგომარეობას. წარმართავენ მის პოლიტიკას.
2. TRUE master-ები არიან პირები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროექტებში, გეგმებში. საიტის პოლიტიკის წარმართვაში არიან ჩართული, უზრუნველყოფენ საიტზე წესრიგს და მოაქვთ მისთვის სარგებელი. მონაწილეობას იღებენ გუნდის მართვაში. TRUE და GRAND მასტერები ერთად ხელმძღვანელობენ საიტისთვის მომგებიან გეგმებს. შეიძლება ითქვას, რომ TRUE მასტერები არიან GRAND მასტერების დამხმარეები.
3. HIGHT master-ები არიან პირები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროექტებში. ისინი ძირითადად იმით ხასიათდებიან, რომ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობენ.
4. Master-ები არიან პირები, რომლებმაც უკვე გაიარეს საგამოცდო ეტაპი (მინიმალური თავების რაოდენობა) და არიან გუნდის სრულფასოვანი წევრები.
5. DEMI master-ები არიან საიტზე/გუნდში ახლად აყვანილი წევრები, რომლებმაც ჯერ უნდა გაიარონ მინიმალური ბარიერი და შემოუერთდნენ გუნდს. ეს კონკრეტული გამოიხატება იმაში, რომ ჯგუფში შემოსვლისთანავე არ იდება მათ მიერ ნათარგმნი/მომზადებული პროდუქტი, არამედ გროვდება (პარალელურად მოწმდება) და ერთიანად აიტვირთება აღნიშნული.
რანკები და მისი ბარიერები
(უდაბლესიდან უმაღლესისკენ)
1. DEMI master – ეს წოდება საიტზე მოსვლისთანავე ეძლევა პირს.
2. Master – წოდების მისაღებად საჭიროა მინიმუმ 20 თავის თარგმნა
3. HIGH master – წოდების მისაღებად საჭიროა დამატებით მინიმუმ 50 თავის თარგმნა
4. TRUE master – წოდების მისაღებად კონკრეტული მხოლოდ ისაა განსაზღვრული, რომ აუცილებლად უნდა იყოს პირი HIGH მასტერი. თუმცა წოდების მისაღებად ეს არ კმარა. ამ რანკს იღებენ ის წევრები, რომლებიც არ იზარებენ, დომინირებენ ატიუროით, მონაწილეობენ სხვადასხვა გუნდურ პროექტებში, ნაკლებად იღებენ ჯარიმებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დროს, თუ რამდენხანს იმყოფება ჩვენს გუნდში კონკრეტული პირი.
სტაფი
1. HIKER – GRAND masster
2. NJsama – GRAND masster
3. Spextor – TRUE master
4. Jay – TRUE master
5. Sano – Master
6. Clover – Master
პროდუქტები
პერსონალის გარდა, ჩვენს საიტზე თავისი რანკის სისტემა პროდუქტებსაც (მანგა, მანჰვა, მანჰუა) აქვთ. რა თქმა უნდა, მათი განაწილება სხვაგვარად ხდეა.
რანკები
(უდაბლესიდან უმაღლესისკენ)
1. სტანდარტული
2. პროექტი
განმარტება
1. სტანდარტულში შედის ნებიმიერი მანგა, მანჰვა, მანჰუა, რომელიც ჩვენს საიტზე დაიდო, იდება და დაიდება.
2. პროექტის კატეგორიაში შედის ის პროდუქტები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაშ უნდა ითარგმნოს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მიმდინარე მთარგმნელი დატოვებს საიტს და კონკრეტული მანგა, მანჰვა, მანჰუა მთარგმნელს გარეშე რამდენჯერ დარჩება, პროექტად წოდებული პროდუქტი (მანგა, მანჰვა, მანჰუა) აუციელბლად უნდა დასრულდეს. საჭროების შემთხვევაში სტანდარტული მანგის მთარგმნელები შეიძლება მიმდინარე პროდუქტს ჩამოშორდნენ და პროექტის თარგმნას შეუდგნენ. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ პროექტი კატეგორიაში არსებული პროდუქტის (მანგა, მანჰვა, მანჰუა) წაშლა საიტიდან თითქმის არ შეიძლება. წაშლის ერთადერთი მიზეზი შეიძლება გახდეს საავტორო უფლებები/კანონი.
——
!!!!აღნიშნული სისტემით სტანდარტული პროდუქტები უმცირესობაშია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნელ-ნელა დასრულებული პროდუქტების (ნებისმიერი რანკის) საიტზე დაგროვება გამოიწვევს დაუსრულებელი სტანდარტული პროდუქტების (მანგა, მანჰვა, მანჰუა) ეტაპობრივად წაშლას!!!!!!