ტაცუკი ფუძიმოტოს Chainsaw Man (მხერხავი) “ჰარვის პრემიის” ვერსიით 2021 წლის საუკეთესო მანგადაა აღიარებული

ჰარვის პრემია” ამერიკული პრესტიჟული ჯილდოა, რომელსაც 1988 წლიდან კომიქსების ინდუსტრიაში გარკვეული მიღწევების შემდეგ იძლევიან.

 

მანგის ავტორი, ტაცუკი ფუძიმოტო დაჯილდოების ცერემონიაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

 

“ძალიან მადლიერი ვარ ამ უმაგრესი ჯილდოსთვის! ამერიკაში ყველა არსებულ ჯილდოს შორის, ეს საუკეთესოა! და იმის მიუხედავად, რომ ჩემ მანგას არ ვთვლი რაიმე ჯილდოსთვის შესაფერის, მე მაინც ვგეგმავ მის გაგრძელებას და მასში იმის დამატებას რაც მომწონს.

 

დამირეკეთ, ჯილდოების დარიგებას კიდევ თუ აპირებთ! დიდი მადლობა!

 

მადლობა ამ ჯიდლოსთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამერიკელ მკითხველს მოეწონა ჩემი ნამუშევარი. მე ძალიან მიხარია, რომ მანგის დახმარებით, შემიძლია თქვენ გესაუბროთ. COVID_ის გამო სამყარო სირთულეებს განიცდის, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ჩემი მანგა დახმარებას გაგიწევთ.”

 

წინა წლებში ჰარვის პრემიის მფლობელები, “საუკეთესო მანგის” კატეგორიაში “Lesbian Fuuzoku ni Ikimashita report” (ჩემი ინტიმური ცხოვრება მარტოობის ერთად), Boku No Hero Academia (ჩემი საგმირო აკადემია) და Tongari Boyshi No Atelier (ჯადოსნური ქუდების ატელიე) იყვნენ.

 

ასევე 2021 წლის ცერიმონიაზე მანგაკა რუმიკო ტაკაჰასი (InuYasha, Ranma ½) კომიქსების დიდების დარბაზში იყო მოთავსებული.

კომენტარი