წაიკითხეთ fate/zero-თავი 0-1 . Manga Fate/Zero is always updated at japmedia . Dont forget to read the other manga updates. A list of manga collections japmedia is in the Manga List menu.
- 8 წლის წინ
- მოდით, მოგითხობთ კონკრეტული ადამიანის ისტორიას. ზღაპარს კაცზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჯეროდა თავისი იდეალების და რომელსაც უბიძგეს მათ მიერ სასოწარკვეთილებისაკენ. ამ ადამიანის ოცნებები წმინდა იყო. მისი სურვილი მსოფლიოში თითოეული ადამიანის ბედნიერად ყოფნა გახლდათ. ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც იგი ითხოვდა. ბავშვური იდეალია, რომ ყველა ახალგაზრდა ბიჭი იზრდებოდეს და სულ მცირე ერთხლე მაინც ერთვოდეთ ის, რასაც ისინი მიატოვებენ, როდესაც ისინი მიჩვეულნი იქნებიან რელაობის უმოწყალობას.
- ყოველი ბედნიერება მოითხოვს მსხვერპლს, რაღაცას რასაც ყველა ბავშვი სწავლობს, როდესაც ზრდასრულნი ხდებიან. მაგრამ ეს კაცი განსხვავებული იყო. შესაძლოა იგი უბრალოდ ყველაზე სულელი იყო. შესაძლოა იგი გატყდა სადღაც. ან შესაძლოა იგი უბრალოდ იყო კეთილი, რომელსაც ჩვენ წმინდანს ვეძახით, ღმრთის სურვილების შემსრულებელს. რისი შეცნობაც ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეუძლიათ. მან იცოდა, რომ ნებისმიერ არსებულ სამყაროში მსხვერპლის ან პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ორი გზა არსებობს… ამის გაგების შემდეგ, მას აღარ შეეძლო სასწორის ჭურჭლის დაცარიელება. ამ დღიდან მან სასწორის წვერად მუშაობა გადაწყვიტა. მსოფლიოში მწუხარების შესამცირებლად სხვა, უფრო ეფექტური გზა არ არსებობდა. ერთ მხარეს ერთი სოცოცხლის გადასარჩენად, მეორე მხარეს მდგომი ერთი სოცოცხლე უნდა მიეტოვებინა. ხალხის უმრავლესობის გადასარჩენად უმცირესობა უნდა მოეკლა. ამიტომაც, ხალხის გადარჩენამდე, მათი გადარჩენის გულისთვის, მან ხალხის ხოცვის ხელოვნებას მიჰყო ხელი. კვლავ და კვლავ, იგი აგრძელებდა თავისი ხელების სისხლისფრად შეღებვას, მაგრამ კაცი არასდროს არიდებდა თავს ამას. არასდროს კითხულობდა თავისი ქმედებების სიმართლეს, არც თავის მიზნებში ეჭვობდა, მან საკუთარი თავი გაუმართავი სასწორის წვერისკენ მიმართა. არასდროს იქმნიდა არასწორ აზრს სიცოცხლის ღირებულებაზე. დაუცველად ადამიანის არსებობა და დაუცველად თავის ეპოქაში, ყველა სიცოცხლე თანაბარს იწონიდა. კაცი განურჩევლად იცავდა სიცოცხლეებს და განურჩევლად კლავდა მათ. მაგრამ საუბედუროდ, მან ეს მეტისმეტად გვიან გაანალიზა. ყველა ფასეულობა თანაბარი სამართლიანობით, რომლებიც იქნებიან იგივე, როგორც არავის მიერ შეყვარებული უნიკალურობა. მან მოაჩუქურთმა ხელშეუხებელი წესი თავის სულში. იგი მიიღწვოდა ხსნისაკენ. ნეკროზისში თავისი ახალგაზრდა გულის გაყინვა თავის თავს უსისხლო და უცრემლო ზომვის მანქანად გარდაქმნის. იგი აგრძელებს იმ სიცოცხლეების დახარისხებას, რომლებიც უნდა მოკვდნენ და რომლებმაც უნდა გააგრძელონ ცხოვრება. ალბათ მისთვის არანაირი ტანჯვა არ იყო. მაგრამ ეს კაცი ცდებოდა.
- ნებისმიერის აღფრთოვანებული ღიმილი მის მკერდს სიამაყით შეავსებდა და ნებისმიერის ტირილის ხმა შეარხევდა მის გულს. მის უკმაყოფილებას რისხვა დაემატა და იგი აავსო სინანულით, როგორც მისი მარტოსულობის ცრემლები ეწამა მისკენ აღმართული ხელებისთვის. თუმცა კი, იგი მისდევდა მსოფლიოს კაცთა მიზეზებსმიღმა იდეალებს. – იგიც , იყო ადამიანი. რამდენჯერ დაისაჯა ეს კაცი წინააღმდეგობისთვის? მან ისწავლა მეგობრობა, ისწავლა სიყვარული. მაშინაც კი, როცა საყვარელ ცხოვრებასა და უთვალავი რაოდენობის სრულყოფილ უცნობებს სასწორის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განალაგებდა. მას ნამდვილად არასდროს დაუშვია შეცდომა. მეტი, ვიდრე ვინმეს სიყვარული, რათა განსაჯო თანაბრად სხვების ცხოვრება. მას უნდა შეეფასებინა მიუკერძოებლად და მიუკერძოებლად მიეზღვა. მაშინაც კი, როცა იგი იყო ვინმე მისთვის ძვირფასთან ერთად, მას ყოველთვის უნდა ეგლოვა. ახლა კი ეს კაცი ბრალდებულია უდიდესი სასჯელით.
- გარეთ, თოვლის შტორმმა ყველაფერი გაყინა. შუა ზამთრის ღამე კონფიგურირდება ტყის მიწაზე. ოთახი გაყინულ მდელოზე აშენებულ სასახლეშია, მაგრამ იგი დაცულია ბუხარში ანთებული ნაზი ცეცხლით. ამ სითბოში, კაცს თავის მკლავებში ახალი სიცოცხლე ჰყავდა. ძალიან პატარა იყო – პაწაწინა სხეული, შესაძლოა ეფემერული. დელიკატური ქმედებაც კი შესაძლოა საშიში იყოს. როგორც პირველი თოვლი კოცნის ხელს, რომელიც მხოლოდ მკვეთრი ბიძგით შეიძლება დაიმსხვრეს. სუსტად მყოფი, ბავშვი ინახავს საკუთარ სხეულის ტემპერატურას ძილითა და ლმობიერი სუნთქვით. ესაა ყველაზე მოკრძალებული მღელვარება რომელიც მკერდს შეუძლია განიცადოს.
- “-ნუ ნერვიულობ, მას ძინავს.”
- როცა კაცს ბავშვი უჭირავს, დედა ამ დროს დივანზე ისვენებს, უღიმის მათ. ბავშვი ჯერ კარგად არ გამოიყურება. მისი კანის ფერიც არ ამბობს ბევრს, მაგრამ, მისი მშვენიერი ბრილიანტის სახე ყველაფერს აქარწყლებს. ამასთანავე ნეტარების ფერი კვეთავს და აბრწყინებს მის ღიმილს და ფარავს სისუსტეს, რომელიც ჩრდილავს მის სინაზეს.
- “-მან მუდამ უნდა იტიროს, მუდამ ცუდად უნდა იყოს, მაშინაც კი თუ ექთნებთან ერთად მოუწევს ყოფნა. იგი უნდა შეეჩვიოს მას. მისი ეს სიმშვიდე პირველია…..მას ესმის, ასე არაა? მშვენიერია, რადგან შენ შენ კარგი კაცი ხარ.”
- “…..”
- პასუხის გარეშე, გაცბუნებულმა კაცმა საწოლზე მჯდომი დედის ღიმილი მის მკლავებში მყოფი ბავშვისასშეადარა. აირისვილის ღიმილი ასეთი კაშკაშა ოდესმე ყოფილა?
- ის ქალი იყო მცირე ბედინერებით. არავინ აპირებდა მისთვის ამ გრძნობის, სახელად ბედნიერების მიცემას. იგი არ იყო ღმერთის შექმნილი. იგი ადამიანის ხელებით შეიქმნა…როგორც ჰომონკული. ასეთი მობყრობა კი ამ ქალისთვის ჩვეულებრივი იყო. აირისვილს არასდროს ჰქონია რაიმე სურვილი. შექმნილი, როგორც თოჯინა. აღზრდილი, როგორც თოჯინა. შესაძლოა მას არასდროს ესმოდა ბედნიერების მნიშვნელობა, მაგრამ ახლა იგი ანათებს.
- “-ბედნიერი ვარ, რომ ეს ბავშვი მყავს”
- მოულოდნელად გამოამჟღავნა თავისი სიყვარული. აირისვილ ვონ აინზბერნი ლაპარაკობდა, უყურებდა მძინარე ბავშვს.
- “-ამიერიდან ის იქნება პირველი და უპირველეს ყოვლისა ადამიანის იმიტაცია. შესაძლოა ამის გამო მას დედამისი შესძულდეს ასეთი ტკივილითსავსე სიცოცხლის მიცემის გამო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე ბედნიერი ვარ. საყვარელი ბავშვია, დიდებული.”
- შესახედაობით არ არის უჩვეულო. ჯერ იგი საყვარელი ბავშვია-. დედის საშილოსნოში, ჯერ კიდე დაუბადებელ ბავშვზე მაგიური მკურნალობა ხორციელდება მწყობრში მოსაყვანად. მეტიც კი ვიდრე დედამისზე. იგი ადამიანბისგან განსხვავდებოდა. თუმცა იგი დაიბადა. მისი სარგებლიანობა შეზღუდული იყო, ვინაიდან მისი სხეული მხოლოდ მაგიური სქემის კლასტერი იყო. ესაა აირისვილის საყვარელი ქალიშვილის ნამდვილი ბუნება. ასეთი სასტიკად დაბადების მიუხედავად, აირისვილმა მაინც თქვა: “მშვენიერია.” ასეთი რაღაცისთვის სიცოცხლის მიცემა, ასეთ რაღაცად დაბადება, მას მოსწონს ასეთად არსებობა, ეძებს მასში სიამაყეს და იღიმის. მიზეზი ამ ძალის, ამ მტკიცე გულის, იყო თავად იგი, რა თქმა უნდა დედა.
- გოგო, რომელსაც მხოლოდ თოჯინად ყოფნა შეეძლო, სიყვარული იპოვა და ქალი გახდა. იპოვა ძალა, როგორც დედამ. სწორედ ამას შეიძლება ეწოდოს ბედნიერება, რომლის შეცვლაც არავის ძალუძს. მაშინ უკვე დედისა და ბავშვის საძინებელი ოთახი დაცული იყო ბუხარში ანთებული ცეცხლის სითბოთი, რომელიც გულგრილი იყო ყოველი სასოწარკვეთილებისა და მწუხარების მიმართ. მაგრამ კაცმა უკეთესად იცოდა. სამყაროში, რომლის ნაწილიც იყო იგი, გარეთ თოვლის შტორმი ყველაზე ჩვეულ იყო.
- “-აირი, მე-“
- ერთი სიტყვის გასროლით, კაცის მკერდში შეგრძნება იყო, თითქოს ის მახვილით იყო გარღვეული. ეს მახვილი მშვიდი იყო. ჩვილის მძინარე სახე და დედის კაშკაშა ღიმილი.
- “მე ვიქნები ის, ვინც ერთ დღეს შენ მოგკლავს.”
- როგორც კი კაცმა სისხლის გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა, აირისვილმა მშვიდად გააქნია თავი.
- ” მესმის. რა თქმა უნდა. ეს აინზბერნების მნიშვნელოვანი სურვილია. ესაა, რისთვისაც ვარ მე”
- ეს უკვე გადაწყვეტილი მომავალი იყო. 6 წლის შემდეგ, კაცმა თავისი ცოლი მისი სიკვდილის ადგილას წაიყვანა. როგორც ერთი მსხვერპლი მსოფლიოს გადასარჩენად, აირისვილი თავდადებული მსხვერპლი გახდა კაცის იდეალებისთვის. ეს იყო საკითხი, რომელიც რამდენჯერმე განიხილა ამ ორს შორის და რომელზეც შეთანხმდნენ. ამ გადაწყვეტილებაზე კაცი უკვე მთელი თავისი გულით ტიროდა, წყევლიდა საკუთარ თავს ამისთვის და ყოველ ჯერზე აირისვილი პატიობდა და ამხნევებდა მას.
- “მე ვიცი შენი იდეალები და მე შენს ლოცვებზე დაყრდნობილი გავიზარდე. სწორედ ამიტომ ვარ მე ახლა აქ. შენ გამიძეხი. შენ მომეცი სიცოცხლე, რომელიც არ იყო ამ თოჯინის”
- იმავე იდეალებისთვის ქალმა თავისი თავი მსხვერპლად შეწირა. იგი კაცის ნაწილი გახდა. ასეთი იყო ქალბატონი აირისვილის სიყვარული. რადგანაც ეს მას ეკუთვნოდა, კაცმა მიიღო ამის უფლება.
- “ჩემზე არ უნდა იყო დამწუხრებული. მე უკვე შენი ნაწილი ვარ. შენი ტკივილის გაძლება უკვე საკმარისია.”
- “….და ქალის შესახებ რა?”
- ჩვილის სხეული ბუმბულივით მსუბუქი იყო, განსხვავებული განზომილების წონამ კაცს ფეხები აუკანკალა. მას არ შეეძლო გაგება, არც მზად იყო იმისთვის, თუ რას გააკეთებდა, როცა ეს ბავშვი იმ იდეალების წინააღმდეგ აღმოჩნდებოდა, რომელსაც იგი ატარებდა. არ განსაჯო ან მიუტევო ასეთი კაცის გზა და სიცოცხელ. მსგავსისთვის ჯერ ძალა არ არსებობს. მაგრამ, ასეთი წმინდა სიცოცხლისთვისაც კი დაუნდობელია ამ კაცის იდეალები. ერთის სიცოცხლის თავდაბლობის გათვალისწინების გარეშე, ასაკის გათვალისწინების გარეშე, ყველა თანაბრად განიხილება.
- “მე…. არ შევეფერები მას”
- კაცმა ჩაახშო მისი ხმა, მიუხედავად მისი სიტკბოებით სიგიჟემდე განადგურებულმა. უეცრად ერთი წვეთი ცრემლი კაცის მკლავებში მყოფი ბავშვის ალუბლისფერ ლოყაზე დაეცა. ჩუმი ტირილით იგი ცალ მუხლში მოიხარა.
- მსოფლიოში გულგატეხილობის დასამხობად, კაცი დიდებული უგულოობისკენ ისწრაფვოდა… და, კაცისთვის, ვისაც ჯერ კიდევ ჰყავდა ხალხი, ვინც უყვარდა, ეს იყო საბოლოო მიყენებული, უდიდესი სასჯელი. ერთადერთი უყვარდა ყველზაე მეტად სამყაროში. თუ კი ეს სამყაროს ნგრევასაც ნიშნავდა, მას უნდოდა ამის დაცვა. მაგრამ კაცს გაიგო. დრო მოვიდოდა როცა სამართლიანობა, რომლისაც მას სწამდა, მოითხოვდა მსხვერპლს ასეთი სუფთა სიცოცხლისთვის – რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ემია კირიცუგუ?
- კირიცუგუ ტიროდა, შეეშნდა ამ დღის დადგომის, შეეშნდა ათასიდან ამ ერთი შანსის. მისი მკლავების სითბო კიდევ უფრო ძ₾იერ უჭერდა მის მკერდს. აირისვილი საწოლიდან წამოდგა და ხელები ნაზად მოხვია მხრებზე თავის ქმარს, რომელიც ცრემლად იღვრებოდა.
- “არასდროს დაგავიწყდეს. ეს შენი ოცნება არ იყო? სამყარო, სადაც არავის მოუწევს ტირილი. კიდევ რვა წელიც….და შენი ბრძოლა დასრულდება. ჩვენ ვატარებთ ამ იდეალებს. მჯერა, რომ გრაალი გადაგარჩენს.”
- მის ცოლს ესმის მისი ტკივილი. რამდენადაც შესაძლებელია, დიდი თანაგრძნობით იჭერს ის ცრემლებს.
- “იმ დღის შემდეგ შენ უნდა აიყვანო შენი შვილი, ილიასვილი, კიდევ ერთხელ. მყარად მიაბჯინო შენი მკერდი, როგორც ჩვეულერივმა მამამ.”
კომენტარი