ისტორია ვითარდება გამოგონილ სამყაროში, ქვეყანა ფრილენდში, სადაც ეს-ესაა დაიწყო მეოცე საუკუნე. იდუმალი ადამიანი მოსასხამში ხანგრძლივი დროის შემდეგ ხვდება დიდ ქალაქში. იგი სამყაროს თავის სულიერ თანამგზავრთან ერთად იკვლევს. ამ დროში თმის ბუნებრივად შავი შეფერილობა დიდი იშვიათობაა და მათ როგორც დემონებს ისე უყურებენ. ჩვენი მთავარი გმირი კი თავადაა შავთმიანი… ფრილენდში მაგებსა (ჯადოქრობის უნარის მქონე ადამიანებს) და არამაგებს შორის, ხანგრძლივი კონფლიქტის მიუხედავად, საბოლოო მშვიდობა მყარდება. მოგზაურობისას მთავარი პერსონაჟი ხვდება ისტორიკოსს, ტომას ჰაკვეის, რომელიც მას გასაჭირისგან იხსნის. ხანგრძლივი კამათის შემდეგ ისინი გადაწყვეტენ მოგზაურობას შემზარავ ტყეში, რომელიც ნახევარმთვარის კუნძულზეა გაშლილი. ამ მოგზაურობის მეშვეობით ტომასმა უნდა მოიპოვოს ცნობები შავთმიანებზე, რაშიც მას მთავარი გმირი დაეხმარება. ხოლო რა გადახდებათ ჩვენს პერსონაჟებს – კომიქსიდან შეიტყობთ.
სტუდიის facebook მისამართი: After five steps | Facebook
სტუდიის ელ. ფოსტა: elismangastudio@gmail.com
Comment