86 - პროლოგი:

არცერთი ქვეყანა არ დასცინებს იმ მოსაზრებას, რომ ღორებზე არ მოქმედებს ადამიანთა უფლებები



ამრიგად:


სანამ განსხვავდება ენები, განსხვავდება კანის ფერი, წინაპრებად სხვადასხვა ტომები ითვლებიან, ისინი ჩაითვლებიან, როგორც ღორები, რომლებიც ადამიანთა სახეს იღებენ; მათი დათრგუნვითა და ხოცვა-ჟლეტით ადამიანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საკითხი ნამდვილად არ დგება.


~ფლადილენა მილიზი (მოგონებები)






<სისტემის დასაწყისი.>


<RMI MIA4 <ჯაგერნაუთი> ოპერაციული სისტემის ვერ. 8.15.>


უსადენო სიგნალის ჟღერადობა ჟამთა მიღმა ყრუ ხმაურის ფონზე ეხმიანებოდა.


"-ჰანდლერ ერთი მესაფლავეს. რადარზე დაფიქსირებულია მტრის ძალები, რომლებშიც შედიან ბატალიონის დონის ტანკსაწინააღმდეგოები და ახლო საბრძოლო მონადირეები."


"მესაფლავე ვარ, გასაგებია. აქ მოძრაობა შეინიშნება."


"ამიერიდან, ყველა უფლება-მოსილება გადაეცემა საველე მეთაურს. ქვეყნს გულისთვის, გაანადგურეთ რესპუბლიკის მტრები, თუნდაც ეს თქვენი სიცოცხლის მსხვერპლსაც ნიშნავდეს."


"გასაგებია."


"…მაპატიეთ, ყველამ. მართლა მაპატიეთ."


"ტრანსმისიის დასასრული."


<კაბინა დალუქულია.>


<ენერგიის წყარო გააქტიურებულია. აქტივატორი აქტიურია. ერთობლივი სტრუქტურის განბლოკვა.>


<სტაბილიზატორი ნორმალურია. ჩარჩოს შემოწმების თანმიმდევრობა მწყობრშია. ვექტრონიკები ხაზგარეშე რეჟიმშია. ნადირობის რეჟიმი.>


"ის მესფლავეა, ჰანდლერ ერთმა გადასხცა ბრძანება. მესაფლავემ უნდა აიღოს მეთაურობა."


"ალფა ლიდერია. მიღებულია. ჩვეულებისამებრ, 'სიკვდილის ღმერთი.’ მართალია, რა არის ამ განებივრეული პრინცესის საბოლო ბრძანებები?"

"'ნამდვილად ვწუხვარ.'"


ბალადის მეორე ბოლოდან გაისმა ფხუკუნის ხმა.


"პფფ, იგივე მოხუცი უიმედი თეთრი ღორი. არ იხილოთ ბოროტება, არ ისმინოთ ბოროტება, რა ჯანდაბისთვის იყო ეს ბოდიში… ყმაწვილებო, გესმით ეს? ისე, ჩვენ სხვა შემთხვევაშიც მოვკვდებით; არ იფიქროთ, რომ ეს ცუდია სიკვდილის ღმერთებისთვის, რომ Styx-ით ჩამოგვიყვანეს."


"60 წამი ფრონტალურ დაპირისპირებამდე… მტრის ცეცხლის ქვეშ. მტრის საარტილერიო ცეცხლის მაქსიმალური სიჩქარით გარღვევა."


"კარგით. წავედით ბიჭებო!"


<საბრძოლო მანევრირება გახსნილია>


<აღმოჩენილია მტრები: დანიშნულება B1" "დანიშნულება B2" "B3" "B4" "B5" "B6″ "B7 "B8" "B9" "B10" "B11" "B12" "B13" "B14" "B15" "B16" "B17" “B18" "B19" "B20" "B21" "B22" "B23" "B24" --….>


<ჩართული: B210>

"ეს დელტას ლიდერია! არ მისცეთ მათ აქ შემოსვლის უფლება. გაანადგურეთ ისინი აქვე!!!"


"ჩარლი მესამე!! მტერი ათ საათზე! თავიდან აიცილე, ჯანდაბა !!"


"ექო პირველის ჯგუფი. ექოს ლიდერია KIA. ექო პირველი მიიღებს ბრძანებას."


"ეს მამაცი მეორეა... ბოდიში ყველას. აქ ხაზის დასასრული.”


"ალფას ლიდერო. ერთი წუთით მოიცადე, ალფა მესამე! გამაძლიერებლებს ვაგზავნი ახლა! ალფა პირველი მიიღებს ბრძანებას!"

"-მიღებულია. წარმატებები ალფას ლიდერო."


"შენ გიტოვებ... ჰეი შინ. მესაფლავე."

“რა?”


"არ დაგავიწყდეს პირობა."


"...აჰჰ."


"სი1: სიგნალი საიკარგა."


"მეგობრული გაერთიანება: ნული."


მეთაურის ხმა გაისმა ძლიერ ხმაურიანად ყურსასმენში, რომელიც მოხსნილი იყო თავიდან და გვერდით იდო, ერწყმოდა მზის ჩასვლისას ნიავს. 


"...ეს...არის...ჰანდლერ ერთი. ყველა ძალას, გესმით ჩემი? პირველი ძალა, გთხოვ მიპასუხე."



ორგანულმა ქმნილებამ ქოქოსის მსგავს მუცელზე კანოპი გახსნა, კაბინაში ხელი გასწია და კომუნიკატორის ღილაკს დასწვდა.


"ეს მესაფლავეა ჰანდლერ ერთისთვის. ყველა მტერი აღმოფხვრილია. ვადასტურებთ მტრის უკან დახევას, ოპერაცია დასრულებულია. მზად ვართ დასაბრუნებლად."


"...მესაფლავე. არის კიდევ ვინმე?"


"ტრანსმისიის დასასრული"


მან გაწყვიტა კომუნიკაცია მისი სულელური კითხვების დასრულებამდე, რომლის მოსმენის ვალდებულებაც არ ჰქონია.


წითელი ყაყაჩოები ჰორიზონტის გასწვრივ ყვავის საღამოს ელფერის ქვეშ. ფართო ცეცხლმა გაჭიმა  რკინის მხეცებისა და ოთხფეხა ობობის გვამის ჩრდილები, რომლებიც ნაწილობრივ ჩამოინგრა მიწაზე, შინაგანი ნაწილები დელიკატური კუთხით ჩანს. მეგობარი ან მტერი, ასეთი იყო  შედეგი  მათთვის.


სიცოცხლის არანაირი კვალი არსად მოჩანდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა სად, მაგრამ მოშორებით მიმოფანტული იყვნენ მკვდარი სხეულები და მოხეტიალე სულები ამ სხეულებისა.


მძაფრი სიჩუმე ჩამოწვა. ბალახით მიმოფანტული ველის დასასრულს, მთის გადაღმა რომლებიც შავ ჩრდილს წააგავდნენ, ჩასულმა მზემ საბოლოოდ გვიბოძა კრიმსონის სინათლე ჰორიზონტზე..


განათებული კრიმსონის სინათლით, ან დაფარული შავი ჩრდილით; მხოლოდ ის და მანქანა იყვნენ სიცოცხლის უკანასკნელი წყარო ამ სამყაროში, რომლებმაც თავიანთი მოვალეობა შეასრულეს ამ ცხოვრებაში.


გრძელი ფეხებით იგი ფეხსახსრიანებს ბაძავდა. დაჟანგებული ჯავშანი რომელიც დაფარული იყო ჭუჭყით და ნაკაწრებით. დანისავით გალესილი კიბორჩხალის ფეხები, და მთავარი ქვემეხი უკან, მისი ასეთი გამოსახულება მოხეტიალე ობობას წააგავდა, გრძელი ქვემეხი გამაგრებული იყო მისი ოთხი ფეხით რიმლითაც სკორპიონს წააგავდა, ამ ყველაფრით იგი მოხეტიალე ჩონჩხს უფრო დაემსგავსა რომელიც თავის დაკარგულ ხელს ეძებდა ბრძოლის ველზე.

მან შვებით ამოისუნთქა,  ღამის ნიავზე გაყინულ გემბანს დაეყრდნო და საღამოს ელფერით შემკრთალმა თავი აწია ცეცხლისფერი ცისკენ. 


ეს ყვავილები დაიბადნენ საყვარელი კონსორტის სისხლისგან, რომელმაც თავი მოიკლა, როგორც საჩუქრის ნაწილმა დამპყრობელი  შორეული აღმოსავლეთის ქვეყნისათვის. 


ეს ყვავილები აყვავდნენ რაინდთა სისხლით, რომლებიც ხოცვა-ჯლეტვით დაიხოცნენ შემოჭრილი ბარვაროსების მიერ.


ჟოლოსფრად წითელი ყაყაჩოები ყვაოდა ბრძოლის ველის გადაღმა, ძალიან  გამაგიჟებლად მშვენიერი საღამო, რომ  პირველყოფილურად ჩანდა ცის დაწვა.


კომენტარის დამატება

კოდის განახლება