86 - თავი 1:

თავი პირველი– ბრძოლის ველი ნულოვანი მსხვერპლით

ამ ბრძოლის ველზე არავინ მომკვდარა.


"ახლა კი, დღეს ამ ბრძოლის მოხსენების დღეა."


"იმპერიის უპილოტო ჯავშანტექნიკები <ლეგიონი> შეიჭრა მეჩვიდმეტე არეალში. მოიგერიეს და გაანადგურეს ჩვენი სან – მაგნოლიის რესპუბლიკის ავტომატიზირებული დრონები. ამის საპირისპიროდ, ჩვენს მხარეს მინიმალური მსხვერპლი მოჰყვა, და არცერთია KIA–"


პირველ რაიონში, სან – მაგნოლიას დედაქალაქში, მდებარეობდა ლიბერტეს და ეგალიტეს (Liberté et Égalité) მთავარი ქუჩა, იმდენად წყნარი და ელეგანტური, რომ შეუძლებელი იყო წარმდგენა, რომ ეს ქვეყანა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საომარ მდგომარეობაში იყო..


უძველესი ქვის დასავლური სტილის შენობების თეთრ ფასადებს  სხვადასხვა ჩუქურთმები ჰქონდათ. გაზაფხულის მზის სხივებისა და ცისფერი ცის ქვეშ, ხეების გამწვანება და ანტიკური ჟანგიანი შავი ქუჩის ნათურები კონტრასტს ქმნიდა ლურჯ ცასთან. ქუჩის კუთხეში მდებარე კაფეში იყვნენ სტუდენტები და შეყვარებულები, რომლებიც ვერცხლის თმით იყვნენ დაბადებულნი, იცინოდნენ და ჭიკჭიკებდნენ.


ქალაქის საბჭოს ცისფერ სახურავზე მდებარეობდა რევოლუციონერი წმინდა მაგნოლიის ქანდაკება და ხუთი ფერის დროშა, რომლებიც განასახიერებს თავისუფლებას, თანასწორობას, ძმობას, სამართლიანობასა და სიწმინდეს. ქვის ფილები ამ მთავარ ქუჩაზე პირდაპირ გარეუბნებამდე იყო გაშლილი, რომლებიც  მოფენილი იყო ქალაქის დაგეგმვის შემდეგ.


ახალგაზრდა კაცი გადიოდა ვერცხლისფერი, მთვარის მსგავსი თვალებით, რომელსაც მშობლების ხელები ეჭირა, და ხმამაღლა იცინოდა.


ალბათ ისინი უბრალოდ სეირნობდნენ. ლენამ ოჯახს გაუღიმა და ისევ ჰოლოგრაფიული ტელევიზორის მასიური ეკრანისკენ მიბრუნდა, ღიმილი გაქრა  თეთრი ვერცხლისფერი თვალებიდან.


ეს თექვსმეტი წლის გოგონა ჩაცმული იყო რესპუბლიკის მომწვანო-საყელოიანი ქალი ოფიცრის ფორმაში. მას ჰქონდა თოვლიანი თეთრი ლამაზი სახე, ისეთი ნაზი, როგორც მინა, მისი ელეგანტური ქცევა მოწმობდა მისი ღირსეული აღზრდის შესახებ. აბრეშუმისებრ ვერცხლისფერ თმას მსუბუქი ხუჭუჭა და ატლასის ბრწყინვალება ჰქონდა, გრძელი წარბების ქვეშ კი იმავე ფერის დიდი თვალები ჰქონდა; ეს იყო იმის დასტური, რომ იგი იყო ერთ-ერთი დიდგვაროვანი სელენას სისხლით, წმინდა სისხლით, ვინც ამ მიწებზე ცხოვრობდა რესპუბლიკის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე.


"ჰანდლერის განსაკუთრებული ხელმძღვანელობით, მაღალი შესაძლებლობების მქონე დრონები აგრძელებენ ბრძოლას, რომელსაც შეუძლია დაასრულოს ქვეყნის თავდაცვის მისია, საშიშ ფრონტებზე ცოცხალი ძალის გაგზავნის გარეშე; ამ მოწინავე საბრძოლო სისტემის შესაძლებლობები უთუოა. სავარაუდოდ, <ლეგიონი> შეაჩერებს ოპერაციებს სამომავლოდ ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ნამდვილად, ბოროტი იმპერია უნდა დამარცხდეს რესპუბლიკის სამართლიანობის ორგანიზაციის მიერ. ვივე სან მაგნოლია. დიდება ხუთ ფერის დროშას "


ალაბასტას ტიპის ქალი მაუწყებელი თოვლიანი თეთრი თმებით და თვალებით ამაყ ღიმილს იჩენდა, მაგრამ ლენას სახე პირქუში ჰქონდა გახვეული.


ომის დაწყების შემდეგ ასეთი საბრძოლო მოხსენება განმეორებით ტრიალებდა, იმდენად, რომ ის უფრო სურეალისტური იყო, ვიდრე უბრალოდ ოპტიმისტური, მაგრამ მოქალაქეთა უმეტესობას ამაში ეჭვი აღარ ეპარებოდა. ბედის ირონიით, სინამდვილე იყო, რომ რესპუბლიკის ნახევარი დაიპყრეს ექვსი თვის შემდეგ, რაც ომი დაიწყო. მისმა საზღვრებმა უკან დაიხია; მას შემდეგ მიწები ვერ დაიბრუნეს.

და უფრო მეტიც,


ლენამ თავი მოაბრუნა და გაზაფხულის შუქში გახვეულ მთავარ ქუჩას გადახედა, რომელიც პორტრეტის მსგავსი იყო.


სან – მაგნოლია, როგორც მსოფლიოში პირველი თანამედროვე რესპუბლიკური ქვეყანა, თავს იწონებდა სხვა ქვეყნებიდან იმიგრანტების მიღებით და მათი დაჯილდოებით. რესპუბლიკა ისტორიულად ბუდე იყო ალბასისთვის, და სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ სხვადასხვა კანის ფერის მქონე ადამიანები. იქნებ ეს იყო აქუილასი, ისეთივე ბნელი, როგორც ღამე, აურატას ოქროსფერი სინათლე, მკვეთრი წითელი, ას სერულას გამამხნევებელი ლურჯი თვალებით, ისინი მიესალმნენ ყველა ფერის კოლორატს თავიანთ საზღვრებში.

მაგრამ ამ ეტაპზე, დედაქალაქის მღელვარე მთავარ ქუჩაზე, არც დედაქალაქში, არც ოთხმოცდახუთივე საკანონმდებლო ზონაში, ვერცერთ ვერცხლისფერ, ვერცხლისფერი თვალების მქონე ალბას ვერ ნახავდით.


დიახ.  ჯარისკაცებიდან, რომლებიც ბრძოლის ველზე ოფიციალურად იყვნენ ჩამოთვლილი როგორც ადამიანები, მართალია, KIA იყო ნულოვანი, რომლითაც უნდა დაპირისპირებულიყო.


თუმცაღა.


"…რა ტიპის ნულოვანი KIA არის ეს?"


ბლან ნეიჯის სასახლის კუთხე, რომელიც საიმპერატორო ეპოქიდან არსებობდა, გვიანდელი საიმპერატორო ეპოქის კაშკაშა დიზაინით შექმნილი შტაბი იყო ლენას დანიშნულების ადგილი; ამ სასახლეში მდებარეობდა დიდი ციხესიმაგრე, <Gran Mule>, რომელიც მოიცავს ყველა პოლიტიკურ სექტორს და რესპუბლიკის ყველა ჯარისკაცი იქ იყო.


<Gran Mule> - ის გარეთ, ას კილომეტრზე დიდ ფრონტის ხაზზე, ჯარისკაცები არ იყვნენ განლაგებული. ფრონტის ხაზზე მხოლოდ "დრონები" - "ჯაგერნაუთები" იყვნენ და ქვეყნის საკონტროლო ოთახში იცემოდა ბრძანებები. — მინიმუმ ასი ათასი ადამიანი აკონტროლებდა "პროცესორებს",  მათ უკან კი განლაგებული იყო თავდაცვის ხაზი, რომელიც შეიცავდა საწინააღმდეგო პერსონალის / ტანკის ნაღმების ტერიტორიას, ავტომატიზირებულ საყრდენ ქვემეხებს. მანამდე ისინი ჯერ კიდევ ვერ ჩავარდნენ. რა თქმა უნდა, <Gran Mule> - ის ძალებს არასოდეს გამოუცდიათ  არც ერთი ბრძოლა. სხვა პოზიციები იყო უბრალოდ დამუშავებული ოპერაციის სტრატეგიების დანერგვა ლოგისტიკის მსგავსი მეთოდით. ამ ეტაპზე რესპუბლიკის არმიას არ ჰყავდა პერსონალი რეალურ საბრძოლო პოზიციებზე.


ლენამ არომატით მოაცილა მომავალი ოფიცრების ალკოჰოლის მძაფრი სუნი და წარბები შეჭმუხნა. სავარაუდოდ ისინი მხედართმთავრების ოთახში დიდ ეკრანზე უყურებდნენ სპორტს. მან მათ საყვედური გამომეტყველება მისცა,  მხოლოდ დაცინვით შეხვდნენ.


"შეხედე ამ თოჯინების მოყვარულს".


"ოჰ, საშიშია ... მნიშვნელოვან დრონებთან საუბრის გაგრძელებას აპირებ, რომლებსაც შენს ოთახში ინახავ?"


მეორედ ფიქრის გარეშე დაბრუნდა უკან.


"თითოეული თქვენგანი—"


"დილამშვიდობის ლენა"


ხმა მოესმა გვერდიდან და შემობრუნდა, დაინახა თავისი თანატოლი არნეტი.


ტექნიკური კვლევის დეპარტამენტის კაპიტანი ერთადერთი იყო იგივე  ასაკისა და წლის, როგორც ლენა, მისი ერთადერთი მეგობარი იგივე იმავე წლისა.


"...დილამშვიდობის არნეტ. რა თქმა უნდა, ადრე ავდექი, როცა შენ ისევ გეძინა."

"უკან ვბრუნდები. მთელი ღამე მუშაობაში გავატარე... ამ იდიოტებს ნუ შემადარებ. მე ვმუშაობ.  ჩვენ გვქონდა პრობლემა რომლის გადაჭრაც  მხოლოდ გენიოსს, ტექნიკური კვლევის დეპარტამენტის კაპიტანს,  ანრიეტა პერნოზს შეუძლია."

არნეტმა კატასავით დაიკნავლა. მას ქონდა მოკლე, სელენა მოვერცხლისფრო თეთრი თმა და დიდი თვალები, რომლებიც იგივე ფერის იყო. 


მისალმების დროს არნეტმა შეხედა გვერდით მდგარ მთვრალ ოფიცრებს, რომლებიც მხარს იჩეჩდნენ და გაეცალნენ იქორობას, მისი თვალები ძირითადად ამბობდნენ  რომ უაზრო იყო ამ იმბეცილებთან ლექციის ჩატარება. ამ ვერცხლისფერი თვალებიდან ლენამ გაანალიზა ის რომ არნეტი ცდლობდა მის შეჩერებას და ჭარხალივით გაწითლდა. 

"აჰ, ამაზე საუბრისას, ინთელ ტერმინებზე სამუშაო გაქვთ, მე დაგეხმარები მის დამარცვლაში."

"საჭირო არ არის... ბოდიში და მადლობა ამისთვის... არნეტ."

"პრობლემა არაა. ეცადე ძალიან ახლოს არ მიხვიდე ამ დრონებთან."

ლენას პასუხის გაცემა სურდა, თუმცა თავი გაუქნია მას და გაემართა საკონტროლო პანელისკენ რომელთანაც იყო დაკავშირებული. 

უწესრიგო ოთახი, რომელიც დაკავებული იყო  არაორგანული კონტროლით, შავი და ნესტიანი იყო. ჰოლოგრამის მთავარ ეკრანზე ლიდინის რეჟიმში სუსტი შუქი იშლებოდა და იატაკი და კედლები ვერცხლისფერი იყო. 


ლენა ჩამოჯდა ამ ფუტურისტულ სკამზე, გაიკეთა ელეგანტური ბეჭედი, RAID მოწყობილობამ მისი გრძელი ვერცხილსფერი თმა უკან გადაწია და ამაყად ახედა. 




ამ ადგილას, სადაც ფრონტის ხაზი შორს იყო <Gran Mule> - სგან, ეს მჭიდრო ოთახი ერთადერთი ბრძოლის ველი იყო რესპუბლიკის ოთხმოცდახუთ რაიონში.


"დაიწყეთ იდენტიფიკაცია. მაიორი ვლადლენა მილიზი. აღმოსავლეთის ფრონტის მეთაური ოფიცერი, მეცხრე საბრძოლო ტერიტორია, მესამე თავდაცვის ძალები."


ხმისა და ირისის გადამოწმების შემდეგ, გააქტიურდა მართვის სისტემა.


ამის შემდეგ ჰოლოგრამის ეკრანზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა მონაცემთა მასიური შეკვრები, რომელიც მოპოვებულია შორეულ ფრონტზე დაყენებული სადამკვირვებლო დამხმარე საშუალებებით.  მთავარ ეკრანზე არის ციფრული რუკა, სადაც ნაჩვენებია ყველა მოციმციმე წერტილი, რომელიც მიუთითებს ორივეზე,  როგორც მოკავშირის, ისე მტრის ძალებზე.


 სამოცდაათი ცისფერი წერტილი იყო, რომლებიც აჩვენებდნენ მოკავშირეთა მანქანებს და მათგან ოცდაოთხი იყო მესამე ესკადრაში, ლენას პასუხისმგებლობის ქვეშ. შესაბამისად  ოცდასამი იყო  მეორე და მეოთხე ესკადრალზე.  წითელი წერტილები, რომლებიც  მიუთითებს მტრის ძალებზე, ძალზე დიდი იყო..


"პალეტები გააქტიურებულია. მიზნის სინქონიზაცია, 'Pleiades' ცენტრალური დამუშავევის გაანყოფილება"


RAID მოწყობილობის ცხვირზე ლურჯი კრისტალები მაშინვე აცახცახდა. ეს სითბო არ მომდინარეობდა თავად კრისტალიდა, არამედ ჰალუცინაციური სითბოდან, სადაც ამ პალეტების პროცესში ხდება გრძნობების გააქტიურება და სინქრონიზაცია. 


გაძლიერებული ვირტუალური ნერვულმა კრისტალებმა გაანგარიშება დაიწყო. დადგენილი ვირტუალური ნევრული სისტემის მეშვეობით, ტვინის სიღრმეში კონკრეტული ნაწილი აქტიურდებოდა, Nighthead (გამოუყენებელი რეგიონები), რონელიც ევილუციის ხანგრძლივ პროცესში მიტოვებულია ან დროთა განმავლობაში დავიწყებულია.


მან ლენას ცნობიერებასა და ქვეცნობიერში გაიარა, უფრო შიგნით იჭრება. როგორც წესი, შეუძლებელი იყო ამ მონაკვეთზე შეგნებულად შესვლა, მაგრამ ქვეცნობიერის კოლექციის "გავლა", "ქვეცნობიერი" რომელიც მთელ კაცობრიობას ეზიარა, თანდათაბ გაიხსნა, რაც დაკავშირებულია მესამე  ესკადრის მეთაურის პიროვნული სახელით "Pleiades"  პროცესორის ცნობიერებასთან.


"Pleiades" გრძნობები ერთი იყო ლენასთვის.


"პალეტი დასრულებულია. ჰანდლერ ერთი Pleiades-ს გთხოვთ დღეს იზრუნოთ ჩემზე."


მისი ხმა მშვიდი და სტაბილური იყო.პაუხის შემდეგ, მასზე დაახლოებით ერთი-ორი წლით უფროსი ახალგაზრდის "ხმა" გამოეხმაურა.


"Pleiades-ი ჰანდლერ ერთს. პალეტი კარგად არის.


ეს ხმა სარკასტულად ჟღერდა. ლენა ერთადერთი იყო კონტროლის ოთახში და ეს ხმა სხვისი არ იყო. ამის ნაცვლად ეს იყო "Pleiades" პროცესორის განყოფილების ხმა, რომელიც სინქრონიზებული იყო გრძნიბებთან და აძლევდა აუდიო ჰალუცინატორულ ეფექტს.


ხმა.


ამ "ჯაგერნაუთს" -ს ომზე ნაჩქარევად საპასუხოდ აგებული საკომუნიკაციო ფუნქციები არ ჰქონდა. მას არ ჰქონდა რთული აზროვნების უნარი, რომელიც შეიძლება განვიხილოთ გრძნობად ან ცნობიერებად.


ეს პალეტი წარმოიშვა კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერებიდან.


ანტი-საწინააღმდეგო ნაღმებს ზონა, თავდაცვის ხაზი, რომელიც შეიქმნა მტრის ჯავშანტექნიკისთვის.


ეს იყო ინტენსიური ფრონტის ხაზი, სადაც ორივე მხარუს დრონებმა დახოცეს ერთმანეთი, ნულოვანი KIA, მაგრამ სინამდვილეში...


"რა თქმა უნდა, რთული სამუშაოა, რომ შეისწავლოთ ოთხმოცდაექვსელი ადამიანები, რომლებიც ჰგვანან ალბას (ადამიანები)."


ოთხმოცდა ექვსი


ისინი რესპუბლიკის სამოთხის ბოლო ბასტიონი იყვნენ (ადამიანები) რომლებიც დარჩნენ, როდესაც "ლეგიონმა" კონტინენტი მოიცვა - ადამიანის ფორმის ღორები ისვენებდნენ არაადამიანურ ზონაში (ოთხმოცდა მეექვსე საკანონმდებლო ზონა) ოთხმოცი ხუთი საკანონმდებლო ზონის მიღმა.


ეს იყო დამამცირებელი ტერმინი კოლორატასთვის, ვინც ცხოვრობდა რესპუბლიკის მოქალაქედ, მაგრამ საკუთარი ქვეყნის მიერ ადამიანებს ჩამორჩენოდა, რომლებიც ცხოვრობდნენ სავალდებულო თავშეასაფრიდან Grand Mule-ს გარეთ და ფრონტის ხაზებზე.





9 წლის წინ . რესპუბლიკის კალენდრის 358 წელი , ანო ასტრუმის  2139 წელი.


ჩრდილოეთ კონტინენტის ქვეყანამ, გედების იმპერიამ, რომელიც რესპუბლიკას აღმოსავლეთით ესაზღვრება, ომი გამოუცხადა ყველას. სრულიად უპილოტო საბრძოლო დრონების პირველმა ტალღამ <Legion>  ძალებმა შეჭრა დაიწყეს.


სამხედრო ზესახელმწიფო Geade-ის აბსოლუტური ძალების პირისპირ, რესპუბლიკის მართლმადიდებლური არმია ნახევარ თვეში დაიმსხვრა.


მაშინ სამხედროებმა შეკრიბეს მთელი თავინთი ძალა , რადგან ისინი განაგრძობდნენ კონკრეტულად ზნეობრივი დაყოვნების ტაქტიკას, რესპუბლიკის მთავრობამ ორი გადაწყვეტილება მიიღო.


ერთი იყო რესპუბლიკის ყველა მოქალაქის ევაკუაცია ოთხმოცდახუთ საკანონმდებლო ზონაში.


მეორე იყო პრეზიდენტის ბრძანების 6609, სპეციალური საომარი მოქმედებების უსაფრთხოების აქტის ინიცირება.


ამ აქტის თანახმად, რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა კოლორატი განიხილებოდა, როგორც მტრები, რომლებიც იმპერიასთან იყვნენ მოკავშირეები. მათ თავი დააღწიეს მოქალაქეობას, დააკვირდნენ და იზოლირდნენ ოთხმოცდახუთი ტერიტორიის გარეთ მდებარე თავშესაფრებში.


რა თქმა უნდა, ეს იყო ღალატი კანონმდებლობისადმი და ხუთი ფერის დროშისადმი, რომლითაც რესპუბლიკა ასე ამაყობდა. იმპერიაში დაბადებული ნებისმიერი კონკრეტული კოლორატა, გარდა ალბასისა, განიხილებოდა როგორც არსებები, რომლებიც უნდა შეიზღუდოს, ასე რომ, ადამიანების დისკრიმინაცია უხეშად ხდებოდა.


ბუნებრივია, კოლორატამ გააპროტესტა. თუმცაღა, მთავრობამ ისინი სამხედრო ძალებით აღკვეთა.


საკმაოდ ბევრი ალბასი პროტესტანტის დაკნინება მოხდა, ოთხმოცდახუთმა საკანონმდებლო ზონებმა ვერ შეძლეს ყველა ინდივიდის საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს რესურსები, მიწა თუ თანამდებობები.


კოლორატას ჯაშუშების მიერ მათი ქვეყნის დანგრევის შესახებ ჭორების მიღება ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდრე იმის აღიარება, რომ მკაცრი რეალობა მისდგომია მათ ქვეყანას.


და მტრის ჯარის ალყის შემორტყმის შემდეგ, ადამიანებს სჭირდებოდათ სამსხვერპლო თხა, რათა აღმოეფრქვათ თავიანთი რისხვა და წყენა.


რასობრივმა უპირატესობამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და გამართლება. ამ დიდგვაროვანმა, ჰუმანურმა თანამედროვე, რესპუბლიკამ აღიარა ალბა, როგორც ყველაზე მათგან გამორჩეული. როდესაც მთლიანი ძველმოდური კოლორატა ,რომლებიც უბრალოდ სულელები იყვნენ, იდგნენ ყველაზე ქვევით. ბარბარული ღორები, რომლებმაც ადამიანური შეხედულება მოიპოვეს, ვერ განვითარდნენ წარმატებით.


მთელი კოლორატა კონცენტრაციულ ბანაკებში იყო, სანამ ემსახურებოდნენ სამხედროს, მათ უნდა აეშენებინათ „გრან მულეს“ ციხე-სიმაგრის კედლები. კოლორატას ქონება ჩამორთმეული და მითვისებული იქნა, ხოლო მოქალაქეებმა ჰუმანური მთავრობის დიდება მოაწყეს იმის გამო, რომ მათ საშუალება მიეცათ თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისგან, შრომისა და დამატებითი საომარი გადასახადებისგან.


კოლორატას და ოთხმოცდა ექვსის დისკრიმინაცია ალბაში მოხდა ორი წლის წინ, მათ სარდლები ყავდათ, ყველა ოთხმოცდა ექვსის წევრი, და ისინი გააგზავნეს საბრძოლველად, დრონების სახით, რომლებიც გამოჩენილი ტექნოლოგიისან შექმნილი იყვნენ. 


შეკრებილი დრონები ვერასდროს ვერ მიაღწევდნენ ოპერაციულად მოქმედ მდგომარეობას. 


თუმცაღა, როგორ იყო შესაძლებელი ალბას, რომელიც ყველა სახელმწიფოზე მაღლა იდგა, შეექმნა რაღაც, რაც სხვა სახელმწიფოს დრონებზე უარესი იქნებოდა? 


86-ები არ არიან ადამიანები, ასე რომ რასაც ისი პილოტირებენ არ არის მართვადი, არამედ უპილოტო.


რესპუბლიკის სამხედრო ინდუსტრიამ (RMI) შექმნა ავტომატური უპილოტო მებრძოლი მანქანა (დრონი), სახელად "ჯაგერნაუთი"


იგი ითვლებოდა ჰუმანურ იარაღად, სადაც ადამიანის მსხვერპლი ნულამდე იყო დაყვანილი, და წარდგენილი იყო ბრძოლაში მოსახლეობის დიდების თანხლებით.


ის იყო უპილოყო მანქანა, რომელშიც ჩამონტაჟებულია 86-ის პილოტი, როგორც პროცესორი.

რესპუბლიკის კალენდარი, 367 წელი. 


ამ დაძაბული ბრძოლის ველი ნულოვან KIA-ებს შორის. მეომრები, რომელბიც არ ითვლებოდნენ მკვდრებად და იქნენ მოპყრობილნი როგორც სათადარიგო ნაწილებად, აგრძელებდნენ სიცოცხლის შეწირვას.





ლენამ წითელი ნათება დაინახა, რაც მიანიშნებდა <ლეგიონი> -ზე.  გაემართა, აღმოსავლეთისკენ, მათი საოკუპაციო ტერიტორიისკენ და უკან დახევას აპირებდნენ. ის ოდნავ მოდუნდა.


7 მანქანა დაიკარგა მესამე ესკადრონში. და სიმწარემ აღავსო ის. შვიდი „ჯაგერნაუთი“ აფეთქდა პროცესორიანად. არავინ გადარჩენილა. 

„ჯაგერნაუთი,“ სახელი, რომელიც  ანტიკური მითოლიური ღმერთების სახელობის იყო, შეარჩიეს მისმა შემქმნელებმა, რომლებმაც თავი ინტელექტუალებად აღრაცხეს.


ხალხი, ვისაც სურდა გადარჩენა, ერთად შეიკრიბა, ეტლის ბორბლებქვეშ ერთად გასათელად.


"…ჰანდლერ ერთი Pleiades-ს. დასტურდება მტრის სრული ძალების უკან დახევა"


მან შვებით ამოისუნთქა და "პლეადების" პროცესორის საშუალებით ესაუბრა ოთხმოცი ექვსელ პილოტს, რომელიც იბრძოდა საკუთარი თავისა და ოჯახისთვის მოქალაქეობის დასაბრუნებლად.


სინქრონიზირებული მოსმენის გამოყენებით ხმების გადასაცემად ან მისაღებად, პალეტი იყო ახალი კომუნიკაციის სისტემა, უფრო თანამედროვე ვიდრე წინა ვერსიებთან შედარებით, რომლებზეც ადვილად მოახდინა გავლეა მანძილმა, ამინდმა, ლანდშაფტმა და ელექტრონული ჩამკეტის EMP- მა (Eintagsfliege(აინტაგსფლიეჟი_))


თეორიულად, ამ მეთოდს შეეძლო გრძნობების სინქრონიზაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში სინქრონიზირებული იყო მხოლოდ მოსმენა. ვიზუალური სიგნალები მომხმარებლისთვის ძალიან ბევრი იყო. მხოლოდ მოსმენა საკმარისი იქნებოდა მინიმალური ინფორმაციის  გადასაცემად. გამოცდილების მიხედვით, ის კომუნიკატორის ან ტელეფონის მსგავსი იყო, დაბნეულობის რისკი კი დაბალი იყო.

თუმცაღა, ლენამ ჩათვალა, რომ მხოლოდ ეს არ იყო ყველაფერი.


სინქრონიზებული ვიზუალის გარეშე მას არ მოუწევს მოწმეების ყოლა. მას არ ეყოლრბოდა მოწმე მტრის აპარატების საშინელი გამოხედვაისა, მოკავშირეთა მანქანების განადგურება ახლოდან მოხდა. სისხლისა და ორგანოების ფერები ერთდროულად ირეკლებოდა.


"მეთვალყურეობას განახორციელებს მეოთხე რაზმი. მესამე რაზმი, გთხოვთ, დაბრუნდეთ."


"პლეადები აქ, გასაგებია ... მადლობა, რომ იქ თქვენი ტელესკოპით ღორებს უყურებდით, ჰანდლერ ერთო".


პლეადებისგან პასუხის მოსმენისას, რომელიც სარკაზმით წვეთავდა, თვალები დახარა.


ის იყო ალბა, ერთ-ერთი საძულველი, რომელიც სხვებს წირავდა. ამავე დროს, ფაქტი რჩებოდა, რომ მისი, როგორც მმართველის, ერთ-ერთი მოვალეობა იყო ოთხმოცდა ექვსის ყურება.


"ყოჩაღ პლეადებო. ყველამ, ვინც ეამშია, და შვიდი გარდაცვლილი… ჩემი გულწრფელი სიმპათიები მათ."


"…"


სიჩუმეში მკვეთრი, პირისახე როგორ ცივი.  პალეტზე*  მხოლოდ სმენის სინქრონიზაცია იყო დაშვებული, მაგრამ რადგან იგი სხვადასხვა ხაზების მეშვეობით იყო დაკავშირებული, საუბრის ემოციების გადმოცემაც ამის საშუალებით შეიძლებოდა.


"… გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის ჰანდლერ ერთო."


ლენა შეშფოთებული დარჩა ცივი ტკივილისა და ბოროტების ტონით ,რაც ჩვეულებრივი გაბრაზებისა და სიძულვილის მკვეთრი კონტრასტია.





მომდევნო დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტერმა დიდი ზარალი მიიღო, რესპუბლიკას მინიმალური მსხვერპლი მოჰყვა, არავინ ეჭვობდა, რომ რესპუბლიკის ზნეობა და პროგრესი გაიმარჯვებდა; თუმცა ეჭვი კი ყველგან ბუდობს . სავარაუდოდ გადმოჰქონდათ საიდუმლო იარაღი. ეს იყო რევოლუციური სან მაგნოლიის ატრიბუტი, მისი მნიშვნელობა იყო ბატონობის დამხობა და ჩაგვრის განადგურება


 "... და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ომი კიდევ ორ წელიწადში დასრულდება, მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტის შემცირება. პირველ რიგში, სამხრეთ ბრძოლის ფრონტზე მე -18 არეალი უნდა იქნას მიტოვებული, ხოლო შიგნით მყოფი ყველა ძალა განთავისუფლდეს -" 


ესე იგი სამხრეთში მე -18 არეალი დაეცა. ლენამ ამოიოხრა.


ეს არ იყო საკითხი, რომლის მოგვარებაც შესაძლებელი იქნებოდა სიტუაციის შესახებ ინფორმაციის შეცვლით. მიწების დაკარგვის შემდეგაც კი შედეგი არავარგისი იყო, რომ მათ ამის დაბრუნების განზრახვა არ სურდათ სამხედრო ბიუჯეტის შესამცირებლად. 


ოთხმოცდაექვსისგან ჩამორთმეული ფინანსები უკვე ამოწურული იყო, მასიური სამხედრო ხარჯების შედეგად გამოიყო ბიუჯეტები სახელმწიფო მოვალეობებისა და სოციალური შეღავათების შესაფუთად. მთავრობამ ვერ შეძლო უგულებელყო მოქალაქეთა მოთხოვნები შემცირების შესახებ.


ლენას მოპირდაპირედ მჯდომი და ასაკოვან კაბაში გამოწყობილი ქალი მისი დედა იყო, მან ნათელი წითელი ტუჩები გახსნა, თანაც სათუთად ლაპარაკობდა.


"… რა შუაშია, ლენა? საკმარისია გრძელი ნადიმი "


საუზმე სასადილო მაგიდაზე დადეს და უმეტესობა მათგანი წარმოების ქარხნებში სინთეზირებული საკვები იყო.


ქვეყანას მისი მიწის ნახევარიღა ჰქონდა დარჩენილი და მოსახლეობის კი ოთხოცდაემეექვსელებს კვლავ შეადგენდა; ამან მიწების სიმცირე გამოიწვია და პურის დასათესი მიწა აღარ დარჩა. <ლეგიონზე> შეტევის შეწყვეტა იყო აუცილებელი, კომუნიკაცია სხვა ქვეყნებთან შეუძლებელი იყო, მით უმეტეს ვაჭრობა. ლენა კი  სვამდა წითელ ჩაის, რომელიც გემოთი განსხვავდებოდა მისი ბურუსით მოცული მოგონებების კოლექციისგან და დაჭრილი იყო ხორბლის ცილისგან სინთეზირებული ხორცი, რომელიც მთლიანად განსხვავდებოდა ნამდვილი ხორცისგან.


ჩაის თანმხლები კომპოტი ერთადერთი რეალური საქმე იყო, რომელიც ბაღში მოყვანილი ჟოლოსგან მზადდებოდა. ეს ერთი ელემენტი ფუფუნება იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკას არ ჰქონდა მიწის ნაკვეთი სხვადასხვა ხეებისთვის, მითუმეტეს კი ბაღები.


დედამისმა ღიმილით თქვა,


"ლენა უკვე დროა გადადგე და დაქორწინდე სხვა ოჯახის ბიჭზე."


ლენამ მშვიდად ამოისუნთქა.  ახალი ამბები ომის მოხსენებებზე ყოველდღე იგივე რჩებოდა და აქვე დედის სიტყვებიც.


Პედიგრი.  Სოციალური სტატუსი.  დგომა. სისხლის ხაზი.  უმაღლესი სისხლი.


გლამურული სასახლე აშენდა მაშინ, როდესაც მილიზელები ჯერ კიდევ დიდგვაროვნები იყვნენ.  აბრეშუმის კაბა, რომელიც მას აცვია, სასახლეს შეეფერება, მაგრამ მას ასაკთან ერთად გაათავისუფლებდნენ, როდესაც იგი მის მიღმა  გაივიდოდა.


ნეტარი დროები, როგორც ჩანს, აქ გაჩერდა.


 ის თითქოს  მოწყდა გარე სამყაროს, ჩაიკეტა თავის პატარა, ეიფორიულ ოცნებაში.


"მილიზელების  ღირსეული (დიდგვაროვანი)  პრინცესა არ უნდა მონაწილეობდეს ამ <ლეგიონში> ან იმ " ოთხმოცდაექვსში".  მართალია, თქვენი გარდაცვლილი მამა ჯარისკაცი იყო, თუმცა ეს არ არის ომის ხანა. ”


არა ომის ეპოქა, ან რაიმე სხვა; ამ ეტაპზე ქვეყანა ომში დარჩა <ლეგიონის> წინააღმდეგ. ბრძოლის ველიდან ასე შორს მცხოვრებ მოქალაქეებს ჯერ არ ჰქონდათ გამოცდილი ომი, გამოსახულებები მხოლოდ ფილმში დარჩა. მათ დიდი ხანია დავიწყებული ჰქონდათ, ეს იყო რეალობა თუ პირველი გამოცდილება.


"ძვირფასო დედა, ჩვენი ქვეყნის დაცვა ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეების მოვალეობა და პატივია. ასევე, მათ არ უწოდებენ ოთხმოცდაექვსელებს. ისინი ჩვენსავით არიან რესპუბლიკის უდავო მოქალაქეები."


დედის სახის თხელმა, დახვეწილმა ხიდმა მაშინვე აჩვენა ნაწყენი მზერა.


"ბინძური ფერები, რესპუბლიკის რომელი მოქალაქეები არიან? ღმერთო ჩემო, პირუტყვთა გროვები სატყუარას გარეშე  არ იმუშავებენ, მაგრამ მთავრობამ მათ რესპუბლიკის მიწებზე ფეხის დადგმის უფლება მისცა."


ოთხმოცდაექვსელს, ვინც ჯარში გაწევრიანდება, მათ ოჯახებთან ერთად მოქალაქეობა მიეცემათ. აშკარა, რადიკალიზებული რასიზმის გამო, ოთხმოცდახუთივე სფეროში მათი საცხოვრებელი ადგილი არასოდეს გამოცხადებულა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ომის დაწყების შემდეგ. ამასთან, ბევრი იყო, ვინც, ალბათ, ძველ სახლებში დაბრუნდა და დარჩენილი დღეები გაატარა.


ეს ჯილდო იყო, როგორც მოსალოდნელი იყო მათი უდავო შენატანებისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ბენეფიციარებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ამას დიდ პატივს სცემდა. ეს ადამიანი იყო ლენამდე, თან შვებით ამოისუნთქა როდესაც მან თავი გააქნია, ერთი კლასიკური მაგალითი.


"აჰ, სიბინძურე. აბსოლუტური სიბინძურე. უბრალოდ ვიფიქროთ, ათი წლის წინ ეს არსებები, ისევე როგორც ადამიანები, ხტუნაობდნენ Liberté et Égalité- ზე და ახლა ისევ ხდება ეს, ააჰ. რამდენ ხანს დაირღვევა რესპუბლიკის თავისუფლება და თანასწორობა?"


"...როგორც ჩანს, ახლა შენი სიტყვები თავისუფლებასა და თანასწორობას აბიჯებს, ძვირფასო დედა."


"ჰმ? რა გჭირს?"


დედამისის სკეპტიკური მზერა რომ დაინახა, ლენამ ამოიოხრა.


მართლაც, დედას არ ესმოდა.


ეს მხოლოდ დედას არ ეხებოდა. ამ ეტაპზე, რესპუბლიკის მოქალაქეები განაგრძობდნენ ამაყობას ქვეყნის რესპუბლიკის მთავრობით, ხუთი ფერის დროშით, რომელიც განასახიერებს თავისუფლებას და თანასწორობას, ძმობას, სამართლიანობასა და სიწმინდეს. მათ ისტორიის სახელმძღვანელოების საშუალებით ასწავლეს ის, რაც ჩაიდინეს მონარქიებმა და დიქტატურებმა და გამოხატავდნენ სიძულვილს ჩაგვრის, აღშფოთებას აღკვეთის მიმართ, დისკრიმინაციისადმი ზიზღს და გენოციდს, როგორც ეშმაკის მოქმედებას.


ამასთან, მათ ვერ გაიგეს, რომ იგივე ქმედებები მეორდებოდა ამ რესპუბლიკის მიწებზე. თუ ამას ლენა აღნიშნავდა, ისინი საწყალს გამოჰყურებდნენ და ეკითხებოდნენ:


ვერ ახერხებთ ადამიანისა და ღორის გარჩევას?


ლენამ მკრთალი ვარდისფერი ტუჩები აათამაშა.


სიტყვები მოსახერხებელი იყო, ადვილად შეეძლოთ შეცვალონ რაღაცების ბუნება. მას შემდეგ, რაც სახელების ფირფიტა ჩამოაგდეს, ადამიანები ღორებად იქცევიან.


დედამისმა წარბები შეჭმუხნა, ოდნავ შეშფოთებული ჩანდა. თუმცა, როგორც ჩანს, მას რაღაც გაეგო, რადგან ჩაიცინა.


"მამაშენი ნამდვილად ზრუნავდა იმ პირუტყვზე, ამიტომ ჩვენც მათ თანაბრად უნდა ვუყურებდეთ?"


"…არა, ეს."


მისი მამა წინააღმდეგი იყო "ოთხმოცდა მეექვსის" გადასახლებისა  და ითხოვდა კანონის მიტოვებას. ლენა ნამდვილად პატივს სცემდა მამას, მაგრამ მან ვერ შეძლო მისი იდეალების სრულად შესრულება.


მაინც გაახსენდა


ანთებული ალები ,ოთხი ფეხის ობობის სილუეტები.


ჯავშანტექნიკაში ჩასმული დულაჰანის ჩონჩხის გვირგვინი.


ხელი ეშველა დასახმარებლად. კაშკაშა წითელი და შავი, რომელიც მას ჩრდილავდა დაბადების დღიდან. 


ჩვენ ვართ ამ რესპუბლიკის მოქალაქეები, დაბადებულები და გაზრდილები ამ ქვეყანაში.


დედამისის თავშეუკავებელმა ხმამ სიჩუმე დაარღვია..


"ჯერ კიდევ, ლენა, პირუტყვს ექნება საკუთარი წესები, თუმცა ისეთი როგორიც მას შეეფერება. თქვენ იმედი არ უნდა გქონდეთ იმ სულელ და ბარბაროსულ "ოთხმოცდა ექვსის", რომ გაიგონ ამაღლებული იდეალები და სათნოებები. თქვენ უბრალოდ უნდა ჩაკეტოთ ისინი და მართოთ ."


ლენამ უსიტყვოდ დაასრულა საუზმე, პირსახოცით მოიწმინდა პირი და წამოდგა. 


 "მე დედას ვტოვებ"


 "თქვენ გინდათ მე ... განყოფილებები შევცვალო?"


დირექტორის კაბინეტში გაფორმებული გაბრწყინებული ოქროსა და მუქი ფერის ფონით  უფროსი კარლ-სტალი იჯდა ანტიკვარულ სკამზე და როდესაც მისი ბრძანება გადმოეცა, ლენამ დაბნეულმა აათამაშა ვერცხლისფერი თვალები.


სინამდვილეში, ბევრი ოფიცერი შეიცვალა რაზმის შეცვლის გამო. ფრონტის ხაზზე მძაფრი ბრძოლები იმართებოდა ,ამრიგად, ჩვეულებრივი იყო რაზმების დაშლა და გადაჯგუფება. ლენა არასდროს აპირებდა ახლანდელი გუნდის რეფორმას, მაგრამ ბევრი მათგანი მთლიანად განადგურდა.


ჭეშმარიტად,<ლეგიონი> ძლიერი იყო. 


Geade Empire, რომელიც სამხედრო და ტექნოლოგიურ ცენტრად მუშაობდა, განვითარებისთანავე იზიდავდა მის მანკიერ ფილოსოფიასა და მოწინავე ტექნოლოგიას, ხოლო სანაცვლოდ, მიიღო დამანგრეველი შეიარაღება და განსაცვიფრებლად სწრაფი დრონები. მან დააგროვა ყველა უმაღლესი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მის ეპოქაში არავის ჰქონია, რომელიც არასოდეს დაიღლებოდა, გაბრაზდებოდა და არ შეშინდებოდა, რადგან ეს იყო უპილოტო დრონები. რამდენიც არ უნდა განადგურებულიყო, სრულად  ეს კონკრეტული ავტომატიზირებული ქარხნები სიღრმეშიც ბევრი იყო აშენებული. <ლეგიონი> გააგრძელებდა ახალი მანქანების განადგურებას და ახალი მასიური არმიების გაგზავნას, როგორიცაა მორევი, შავი ღრუბლები. 


მოქალაქეებისგან განსხვავებით <ჯაგერნაუთები> მსგავს შესაძლებლობებს არ შეესაბამებოდა  და, ბუნებრივია, მიყენებული ზიანის ოდენობა მინიმალური არ იქნებოდა. ფაქტობრივად, მსხვერპლის დიდი რაოდენობა უნდა ყოფილიყო ყოველგვარი დახარისხებისგან და მხოლოდ მუდმივ შევსებას შეეძლო ფრონტის ხაზების შენარჩუნება.


თმცაღა, რაზმს, რომელსაც ლენა ხელმძღვანელობდა, ბევრი მსხვერპლი არ მოჰყოლია.


კარლ-სტალის ნაწიბური სახე მოდუნდა. ის იყო მაღალი და ხუჭუჭა, ფართო მხრებით, წვერზე და ულვაშზე ეტყობოდა დიდებულება, მბრძანებლური ყოფნა.


" თქვენი რაზმი  არ განახლდება. სინამდვილეში, სხვა რაზმის მშიშარა მეთაურები პენსიაზე გასულან, ამიტომ აუცილებელია მათი წინამღოლის არჩევა."


”ამ ჯგუფს ევალება მნიშვნელოვანი ბაზის დაცვა” 


როგორც ჩანს, ისინი ვეღარ ელოდებოდნენ უფროსების გადაწყვეტილებას მემკვიდრის შესახებ.


"მართალია. აღმოსავლეთის საზღვარი, პირველი საბრძოლო ზონის პირველი თავდაცვის ძალები, კოდური სახელწოდებით "შუბის თავი"  რაზმი. ეს არის ვეტერანების შერჩევა, რომლებიც არჩეულნი არიან აღმოსავლეთ ფრონტზე ... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელიტები"


ლენა სულ უფრო საგონებელში ჩავარდა,  წარბშეკრული უყურებდა ყოველივეს.


პირველი საბრძოლო ზონა თავდაცვითი ტერიტორია იყო ყველაზე მეტად მიდრეკილია <ლეგიონის> შეჭრაზე. პირველი თავდაცვის ძალები იყო ბრძოლის ველზე მოქმედი პრემიერ რაზმი, რომელიც სრულიად განსხვავებულ პასუხისმგებლობას ატარებდა მეორე, მესამე და მეოთხე ძალებისგან განსვავებით, რომელთაც ევალებოდათ ღამის მეთვალყურეობა და მხარდაჭერა და მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ ბრძოლისთვის, როდესაც პირველ ძალებს არ შეეძლოთ გამკლავება.


"ჩემნაირმა ახალმა მაიორმა შესაძლოა ასეთი ამოცანა ვერ შეასრულოს..."


კარლ-სტალმა გრიმი გაიკეთა.


"როგორ შეიძლება 91-ე ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც პირველია ამ ასაკში მაიორად დაწინაურებული, ასეთი რამ თქვას? ზედმეტი თავმდაბლობა ცუდია, ლენა."


"მაპატიეთ, ბიძია ჯრომი."


კარლ-სტალს, რომელიც ლენას სახელით მოიხსენიებდა, ამ უკანასკნელმა თავმდაბლად ჩამოაქნია თავი. კარლ-სტალი მისი გარდაცვლილი მამის კარგი მეგობარი იყო და ისინი იმ იშვიათა შორის იყვნენ, რომლებიც რესპუბლიკის მთავარი არმიის განადგურების შემდეგ გადარჩნენ. როდესაც ის ახალგაზრდა იყო, ხშირად თამაშობდა ხოლმე მასთან ერთად და მამამისის გარდაცვალების შემდეგ იგი ზრუნავდა ლენაზე. დაკრძალვის დაფინანსებიდან დაწყებული... და სხვადასხვა საკითხებით დასრულებული.

"სიმართლე გითხრა...არავის სურს იყოს შუბის წვერის (Spearhead Squad) ეკიპაშის მმართველი"


"ისინი ელიტები არ არიან? არაა პატივი უბრძანო მათ, როგორც რესპუბლიკის ჯარისკაცებს?"


ყველა ჰანდლერი არ უდგება სერიოზულად თავის პასუხისმგებლობას. ლენამ ჭორები გაიგო, რომ ზოგი საკონტროლო ოთახში რჩებოდა, ვიდეო თამაშებს თამაშობდა, რომ ზოგი ბრძანებების გაცემით თავსაც არ იწუხებდა, და რომ ზოგი არც უზრუნველყოფს მათ ძალებს ინტელთან. უყურებენ თავიანთ ხელში მყოფებს, თუ როგორ იხოცებინ ერთი მეორეს მიყოლებით თრილერივით სათითაოდ. ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ რომელი რაზმი უფრო სწრაფად იქნება აღმოფხვრილი. სინამდვილეში, ის ვინც ბრძანებებს სერიოზულად იძლედა იშვიათია, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია.


"ჰმმ, რაზმი შეიცავს ელიტებს…"


კარლ-სტალმა მძიმე ტონით ჩაილაპარაკა.


"...შუბის წვერთა ლიდერულ ერთეულს, კოდური სახელი <Undertaker> (მესაფლავე), საკმაოდ დიდი ისტორია აქვს."


მესაფლავე. როგორი უცნაური სახელია.


"ვინც მას იცნობს, მას 'სიკვდილის ღმერთს' უწოდებს და შიშის გამო ერიდებიან მას. ჭორები დადის, რომ მან გატეხა მისი ძველი ჰანდლერი.


"ჰმ?"


ლენას არ შეეძლო მაგრამ წამოიძახა. როგორც წესი, ეს პირიქით იყო.


პროცესორმა გატეხა ჰანდლერი?


როგორ?


"რაღაც უცნაური ამბავი?"


"მე აღარ მაქვს დრო, რომ მოვალეობის შესრულებისას ჩემს ხელქვეითს ვესაუბრობ ამგვარ ზღაპრებზე ...მაგრამ სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ უცნაურად, ბევრმა მმართველმა, რომელმაც მიიღო ლიდერობა 'მესაფლავეზე', ან რანზმის შეცვლა მოისურვა, ან პენსიაზე გასვლა. იყო ერთი, ვინც პირველი ოპერაციის შემდეგ დაუყოვნებლივ მოითხოვა ძალების შეცვლა და კიდევ ერთი, ვინც თავი მოიკლა, თუმცა კორელაცია გაურკვეველია."


"...სუიციდი, ასე თქვი?"


"მართლაც დაუჯერებელი სიტყვები... მე გავიგე, რომ პენსიონერებს კვლავ ესმით  'მიცვალებულთა ხმები'. "


"…"


რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად მოჩვენებითი ამბავი იყო.


კარლ-სტალმა შეამჩნია, რომ ლენა დუმდა და რაღაც მოიფიქრა, ანუგეშა,,


"შეგიძლიათ მითხრათ, თუ არ გსურთ, ლენა. კარგია, რომ დარჩეთ თქვენს ამჟამინდელ გუნდში. მე ვთქვი, რომ შუბის წვერი შეიცავს ვეტერანებს. გასაგებია, რომ შეუძლებელია ყველასთან სინქრონიზაცია, როდესაც ისინი დალაგდებიან, ასე რომ, მინიმალური მეთვალყურეობა ამას გააკეთებს. ბრძანებით, შეგიძლიათ ეს მათ დაუტოვოთ… "



ლენამ ტუჩები მოიკვნიტა.


"ამას გავაკეთებ. შუბის წვერის ეკიპაჟის მართვის, ბრძანებისა და ხელმძღვანელობისტვის."


ქვეყნის დაცვა არის მოვალეობა და პრივილეგია, როგორც რესპუბლიკის მოქალაქის. ავანგარდის მეტაურად ყოფნა იყო მისთვის დიდი პატივი. არა ისეთი რამ, რიც მას სურდა ან არ სურდა.


კარლ-სტალმა თვალები დააწვრილა. სერიოზულად, ეს ბავშვი,


"ამას მხოლოდ მინიმალური გააკეთებს. ამის გარდა სხვა არაფერი ... და გთხოვთ თავი შეიკავოთ თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ პროცესორებთან კომუნიკაციისგან."


"მეთაურს აქვს ვალდებულება გააცნობიეროს დაქვემდებარებული პირები. მათთან კომუნიკაცია სავალდებულოა, მანამ სანამ არ უარს არ მეტყვიან."


"ღმერთო ჩემო. შენ..."


მშვიდი გამომეტყველებით ამოიოხრა, მაგიდიდან საბუთების დასტა აიღო და წინ აუფრიალა.


“კიდევ ერთხელ, ასე მალე ჩიხში მოვხვდები. არ აღრიცხოთ მსხვერპლის რაოდენობა მოხსენებაში. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ფრონტის წინა ხაზზე არავინ იბრძვის, ყველაფერი, რაც წესით არ უნდა არსებობდეს, უგულებელყოფილი იქნება… და თქვენს პროტესტს არავინ გაიგონებს”


“მაშინაც კი, თუ ასე ამბობთ, მე მშვიდად ვერ მივიღებ ამას… და წესები, რომლებიც შეიცავენ კოლორატას აზრს დაკარგავს.” 


გრიდის იმპერია, რომელმაც კონტინენტი ძლიერი სამხედრო ძალებით დაიპყრო, როგორც ჩანს, ოთხი წლის წინ განადგურდა.


იშვიათი იყო იმპერიის მიერ კონტროლირებად უკაბელო სიგნალებთან შეხება. მუდმივად ჩახშობის გამო Entagsfliege-დან ოთხი წლის შემდეგ, როგორღაც ეს ქსელები განადგურდა და მათ შესახებ არც არავის გაეგონა. ის აინტერესებდა, თუ რატომ იყო &lt;ლეგიონი&gt; ყოვლისმომცველი, ამ თუ სხვა მიზეზით. ფაქტია, იმპერია უნდა განადგურებულიყო.


ოთხმოცდაექვსი საკონცენტრაციო ბანაკი აშენდა იმიტომ, რომ ისინი იმპერიისშთამომავლები იყვნენ და შემდეგ ყველა გზა მათი განათლებისა დაიკარგა.


თუმცა, ხალხს არ სურდა იმ გართობის შეწყვეტა, რომელსაც მათ დსიკრიმინაცია უწოდეს, ამიტომ აგრძელებდნენ მათ ფეხქვეშ გათელვას. ატყუებდნენ რომ ისინი გამარჯვებულები იყვნენ და უპირატესობა ჰქონდათ. მათ აირჩიეს მარტივი გზა სიამოვნების მისაღებად. არ დაერღვიათ ის სცენარი, რომლითაც მოქმედებდნენ და რომელიც იმპერიამ აკრძალა.


“დანაშაულის დამალვა/იგნორირება უფრო დიდი დანაშაულია და ეს უკვე უპატიებელია…”


"ლენა"


მაღალმა ხმამ ლენას დაუძახა, ის კი გაჩუმდა.


“შენ შეიძლება ძალიან იდეალისტი ხარ, არამხოლოდ სხვების მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. იდეალები კი მაღალია და მათი მიღწევა შეუძლებელია.”


"...გასაგებია"


კარლ-სტალის ვერცხლისფერი თვალების გამომეტყველება შემსუბუქდა, მის ნოსტალგიურ მზერას მწარე ელფერმა გადაკრა.


“შენ მართლაც ძალიან ჰგავხარ ვაცლავს… ახლა კი, მაიორო ვლადნელა მილიზე, დღეიდან, ჩემი ბრძანებით, იქნებით პირველი თავდაცვის ძალების უფროსი პირველ საბრძოლო ფრონტზე. იმედი მაქვს ბეჯითად იმუშავებთ.”


“ დიდი მადლობა”


“ესეიგი თანახმა ხარ? რამ დაგაინტერესა ლენა?”


ესკადრის შეცვლა სხვა მრავალი რამის შეცვლასაც ნიშნავდა. ერთ-ერთი მათგანი იყო პლატაზე განთავსებული პარამეტრების ცვლილება.


პალეტის განვითარების გუნდის ხელმძღვანელი იყო არნეტი, რომელიც ლენას პარამეტრების ცვლილებას და კორექტირებას წარმართავდა. ლენამ კორექტირების გავლის შემდეგ სამხედრო ფორმაც შეიცვალა.


მან ფრთხილად ჩამოჰკიდა ნაქსოვი კაბა საკიდზე, ხოლო ბლუზას ღილები დააკერა. როდესაც მან არნეტს პასუხი გასცა, ის დასაკვირვებელ ოთახში იყო, რომელიც შუშის პანელით იყო გამოყოფილი.


საიმპერატორო ეპოქის სასახლე გადაკეთებული იყო საკვლევ შენობად. მიუხედავად ამისა მას არ დაეკარგა ძველი დიდებულება, ისე გამოიყურებოდა როგორც შუა მონარქიის ეპოქაში. შუშისა და მეტალის პანელები, რომლებიც ყველგან იყო განლაგებული ცივ და უსიამოვნო შეგრძნებას ბადებდა. ერთ-ერთ მინის კედელზე გამოსახული იყო ტროპიკული თევზისა და მარჯნის რიფების ვიტრაჟი.


“ეს მხოლოდ მიზეზია, რომელიც მათ მოიგონეს. კარგად არ იმუშავებენ, სწორედ ამიტომ იმიზეზებენ…”


ლენას ტუჩებზე ღიმილი აუთამაშდა, როდესაც ზედაპირს წინდებით შეეხო. ასე ის შემოწმებას გადიოდა, რომელიც პლატაზე აისახებოდა. არნეტი ნამდვილად შემაშფოთებელი იყო..




“მართალია, ვიღაცამ მართლა მოიკლა თავი.”


არნეტმა, რომელიც შუშისა და ჰოლოგრამული კედლის იქით იყო, ჭიქიდან ყავა მოსვა, თუ რაც იყო, რაღაც სქელი ტალახის მსგავსი.


“მოჩვენება შეიძლება ისაა, რაც მობეზრებულმა და შეწუხებულმა მოხუცმა მოიფიქრა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ნათქვამია: მკვდარმა კაცმა ტვინი იარაღით დაანთხიაო.”


ლენამ ქვედაბოლო და ბლუზა ჩაიცვა, მკლავები აიკეცა, ხელი თმის ქვეშ შეიცურა და მხარს უკან გადაიყარა.


“მართლა?”


“მათ დამავალეს პალეტის გაუმართაობა გამომეკვლია, არ აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა ის კარგი მეთაური, თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციამ თუ გაჟონა კარგი არ იქნება.”


“და მერე?..”


არნეტმა მხრები აიჩეჩა.


“ვინ იცის?”


“ვინ იცის? ჰმ?”


“ის მკვდარია, სხვა ვინ უნდა გამოვიკვლიო? RAID მოწყობილობა წესრიგშია, შესაძლებელია “მესაფლავე” გაქვს გადატანილი? ამიტომ მოვითხოვე პროცესორის ჩამოტანა, მაგრამ ლოჯისტიკის იდიოტები უბრალოდ სადღაც წავიდნენ. ამ რეისს ღორების ადგილი არ ჰქონდა.


ხელები ზარმაცად დაიკრიფა, კედლეს მიეყრდნო. ლამაზი და მომხიბვლელი იყო, მაგრამ ქალური ხიბლი მაინც აკლდა.


“მასთან რომ მიეყვანათ საფუძვლიანად გამოვიკვლევდი, თუნდათ თავიდან დაწყება დამჭირვებოდა, კეთილი ჟესტით.”


ლენამ წარბები შეიჭმუხნა მის ამ სიტყვებზე. იცოდა რომ არნეტი ასე თქმას არ აპირებდა, მაგრამ მიუღებლად მიიჩნია.


“და… პროცესორზე რას იტყვი?”


“მე ვერაფერს, მაგრამ სამხედრო პოლიციის იმ ბიჭებმა ასე თქვეს. მე წავიკითხე მათი მოხსენება და იქ თითქმის არაფერია. მან უბრალოდ თქვა რომ არაფერი იცოდა და ასე დასრულდა. ვინ იცის რა მოხდა სინამდვილეში?”


არნეტს ტუჩებზე სარკასტული ღიმილი დაეფინა.


“მას უბრალოდ უთხრეს რომ ჰენდლერი გარდაიცვალა და მან უპასუხა: “ასეა?” და ტონი როგორი ჰქონდა? რაც უნდა იყოს, ის მხოლოდ ოთხმოცდაექვსია (ოთხმოცდაექვსიდანაა) მისი ხელმძღვანელიც რომ მოკვდეს სხვა რეაქცია არ არის მისგან მოსალოდნელი.


"…"


ლენა გაჩუმდა და არნეტის სახეზე გაკრთა სიცილი.


"… ჰეი ლენა, შენ მაინც უნდა შეუერთდე კვლევით ჯგუფს."


"?"


ლენამ დაბნეულმა თვალები მოჭუტა და დაინახა არნეტი, როგორც კატა. წარბები აწია. ვერცხლისფერი თეთრი თვალები გამოხატავდნენ მოულოდნელ გულწრფელობას.


”არმია ახლა მხოლოდ უმუშევართა დაკავების ცენტრია. ჩვენი კვლევითი გუნდი ჯერ კიდევ კარგად არის, მაგრამ სხვა ძალები მხოლოდ იდიოტების რამოდენიმე რიცხვია მაღალი რიცხვიდან და არ შეუძლიათ იმუშავონ მათი სიცოცხლის გადასარჩენად.”


ამ ეტაპზე, რესპუბლიკის საკანონმდებლო ზონები შედგებოდა ცენტრში 1 ფართობისაგან და მათი რიცხვი იწყებოდაა ცენტრალიზებული კვადრატული რიცხვიდან. რაც მეტია რიცხვი, მით უფრო ცუდია საცხოვრებელი პირობები, უსაფრთხოება, განათლების დონე და უმაღლესია უმუშევრობის დონე.


"ორი წლის შემდეგ, როდესაც <ლეგიონი> გაქრა, რის გაკეთებას აპირებთ?" გადამდგარი ჯარისკაცის "ნიშანი თქვენს მხარზე არ აპირებს დაგეხმაროთ სხვა სამსახურის პოვნაში."


ლენას მხოლოდ გრიმირება შეეძლო.


<ლეგიონის> ყველა თვითმფრინავმა უნდა შეწყვეტოს მუშაობას ორი წლის განმავლობაში.


ეს იყო ფაქტი, რომელიც აღმოაჩინეს რამდენიმე <ლეგიონის> დრონების ხელში ჩაგდებით. მათი ცენტრალური დამუშავების ერთეულები შეიცავდნენ ფიქსირებულ სიცოცხლეს, რომლის შეცვლა შეუძლებელი იყო. სისტემის ყოველი ახალი გამოცემა მაქსიმუმ ორმოცდაათი ათასი საათი, ანუ დაახლოებით ექვსი წელი შეიძლება გაგრძელდეს. ეს ალბათ წარუმატებელი აღმოჩნდა იმ შემთხვევაში, თუ დრონები  გააფართოვებენ.


მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ იმპერია განადგურდა ოთხი წლის წინ, დრონების  <ლეგიონი> დამუშავების ცენტრალურმა ნაწილმა ორი წლის განმავლობაში უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება. სინამდვილეში, ფრონტის ხაზის დაკვირვების საფუძველზე, <ლეგიონის> რიცხვი იკლებს, რაც შესაძლოა აპარატების გაცვეთამ ან გაუუმჯობესებლობამ განაპირობა.


"მადლობა. მაგრამ ჩვენ ისევ ომის ერაში ვართ."


"მაშინ შენ არ უნდა გახვიდე გარეთ"


არნეტი უკან არ დაბრუნებულა. პირველად როცა მონაცემები დაზუსტდა, ეკრანზე მან ხელის მოსმით შეცვალა ეკრანის ანაბეჭდი და წინ გადაიხარა. 

და შემდეგ მან ზიზღით გადააფურთხა.


"სიმართლეა თუ არა შენ უნდა გაუმკლავდე პრობლემატურ პროცესორებს. ვინ იცის როგორ დასრულდება ის... და პალეტები* შესაძლებელია არ იყოს მთლიანად უსაფრთხო. "


ლენას არ შეეძლო, მაგრამ თვალები გაახილა.


"...სრულიად დამტკიცებული არ არის, რომ პალეტები* მთლიანად დაცულია?"


არნეტს, როგორც ჩანს შემთხვევით წამოცდა ეს. მან შეხედა ბავშვს, რომელიც დაიჭირეს, და გაჩუმდა. 


"ლენა არ იცნობ ამ ქვეყანას? შენ ვერ მიიღებ იმას რასაც ისინი ამბობენ ღილებულებაზე."


რესბუკლია ძალიან ამაყია თავისი უმაღლესი გენეტიკით, რადგანაც ის არ დაუშვებს  რაიმე ხარვეზს მათ  ტექნოლოგიაში . რომც ყოფილიყო  ისინი მაინც არ აღიარებდნენ ამას; ეს ეხებოდა როგორც პალეტს* ისე <ჯაგერნაუთს>.


"სინამდვილეში, შეიძლება ამაზე ვთქვა რიმ სუპერძალაა ან რაღაც მსგავსი? ჩვენ მსგავსი ხალხი გვყავდა მოწვეული და გავარკვიეთ, რომ ტვინის ამ ნაწილის გაღიზიანებას შეუძლია  გამოიწვიოს პალეტის* ეფექტი. იგივე რაც ამ რაღაცას. " 


მან ხელით ანიშნა RAID მოწყობილობაზე. ამ მშვენიერი ვერცხლის რგოლზე იყო ლურჯი კრისალები ამოტვიფრული. უამრავი კაბელი უკავშირდებოდა კრისტალებით ტერმინალს, იმისათვის რომ მონაცემები გადაწერილიყო. 


"ეს "ზეადამიანები" და-ძმანი იყვნენ სინქრონიზებულად ერთმანეთთან, ამიტომ ჩვენ უბრალოდ ჩავწერეთ განახლებული მშობლისა და ბავშვის გენეტიკური კოდი დამმუშავებლისა და პროცესორის  RAID მოწყობილობაში, რამ გამოიწვია მათი ერთმანეთთან სინქრონიზაცია ამაში ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებულები. "


"მაგრამ... ეს არის ის, რასაც მამაშენი იკვლევდა ხო? "


"თანამშრომლობითი კვლევა. კვლევის დასაწყისი ან ჰიპოთეზა წამოვიდა თანამშრომლობიდან. მამაჩემმა მხოლოდ კვლევის გარემო მოამზადა და ჰქონდა საგნების ტესტი განმეორებით ფენომენად."


"ესე იგი, შეგიძლია კოლაბორატორობა ხომ ასეა?


"ამ მომენტში არნეტის თვალები ცივი და მოწყენილი გახდა"


"შეუძლებელია... ის ოთხმოცდამეექვსელია" 


86-ელები  არანაირად არ ითვლებიან ადამიანებად, არ ქონდათ მათი სახელები ჩაწერილი, უბრალოდ გამოყოფილი იყო ნომრით, როდესაც ისინი საკონცენტრაციო ბანაკში დანიშნეს. თუ რომელნი იყვნენ ისინი არავინ იცის. 


"ამის თავიდან ასაცილებლად RAID მოწყობილობებს აქვთ უსაფრთხოების ზომები, მაგრამ როცა პალეტები* გააქტიურებულია სხვადასხვა ადამიანის მიერ, ტვინი გადატვირთულია და მაქსიმალური სინქრონიზაცია გამოიწვევს ფსიქიკურ აშლილობას. ასევე აქ არის ძალიან ბევრი საკითხი აქტივობებთან დაკავშირებით, რომელიც იწვევს "დაკარგვას"... თქვენ იცით მამაჩემის უბედურების შესახებ, ხომ  ასეა?"


"…"


არნეტის მამა, პროფესორი ჯოზეფ ვონ პენროუსი, სამწუხაროდ ექსპერიმენტის დროს გააფთრდა მალევე მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა თეზისი პილეტებზე * და დაასრულა RAID მოწყობილობა და დაიღუპა საბოლოოდ. 


ნათქვამი იყო, რომ RAID მოწყობილობის გააქტიურება იყო შემთხვევითი კომპლექტის თეორიული მაქსიმუმის ღირებულება. ზოგიერთს მიაჩნდათ, რომ იგი შეიძლება ჩასულიყო უფრო ღრმად "გარკვეულ ადგილას", ვიდრე ქვეცნიბიერი კოლექცია და ბოლოს აღმოჩნდა თვით სამყაროს ქვეცნობიერ კოლექციაში, რომელიც კაცობრიობას  ხედავს "მთლიანად" ნაცვლად "ინდივიდუალურისა". 


"თუ დიდი ხნის მანძილზე გამოიყენეთ, ვინ იცის როგორი ეფექტი ექნება... ერთი ან ორი ოთხმოცდამეექვსელის სიკვდილს არ ექნება მნიშვნელობა, მაგრამ რა მოხდება თუ თქვენ დაგემართებათ რამე?"


ლენამ უკმაყოფილო სახე მიიღო ინსტიქტურად. მან იცოდა, რომ არნეტი უბრალოდ ღელავდა მასზე, მაგრამ თავის შეკავება არ შეეძლო. 


"ამას ნუ იზამთ... ეს შენი სუსტი მხარეა"


არნეტმა საბოოლოდ მოუთმენლად დაუქნია ხელი.


"კარგი, კარგი. ცნობისმოყვარე ხარ"


უხერხულმა სიჩუმემ მალევე აავსო შუშის კედლის ორივე მხარე.


მოულოდნელად არნეტმა გაუღიმა იმაზე ფიქრით, რომ ეს სიჩუმეს გაანეიტრალებდა. 


"ცნობისმოყვარეობაზე საუბრისას, ლენა რბილი ნამცხვარი ხომ არ გინდა? კვერცხებისგან რაღაც ახალი გავაკეთე."


""ჰმ?"


ლენამ შეუმჩნეველი კატის ყურები დაცქვიტა და არნეტმა თავისი სიცილი ჩაახშო . 


თავად გოგონას უპირობოდ უნდოდა ტკბილეულობა. თეთრ ნამცხვარს უამრავი კერცხი ჰქონდა, ეს იყო რაღაც რაც იმ პერიოდში ითვლებოდა ფუფუნებათა შორის ფუფუნებად, იმ რესპუბლიკისათვის, რომელიც  ვერ ფლობდა მიწას ფრინველის მოსაშენებლად. ასეთი სიამოვნება იყო მხოლოდ რაღაცა ვონ პენროზეს პრინცესებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ ყოფილი თავადაზნაურობა, ვისაც ჰქონდათ დიდი სასახლე და შეეძლოთ ქათმების ყოლა. 

თუმცაღა, 


"ერმ... ეს არ არისი ისეთი ტიპის რაღაც, რომ ჰქონდეს ყველის არომატი შიგნით ყველის გარეშე, გამოსცემს შავ კვამლს, ერმ იცი... ბაყაყს გავს... ან რაღაც მსგავსს...?"


უბრალოდ ავღნიშნავ, რომ სწორედ ის არის ვინც არნეტის მომზადებული პროფიტეროლი (ნამცხვარი) შეჭამა.


ბოლო ატრიქონი ზუსტად რომ ვთქვათ უნდა იყოს "მთლიანად დახრჩობილი ბაყაყი". შესახედაობით და ფერითაც კი იგივე იყო როგორიც ბაყაყია.

"მოდუნდი. ეს ნორმალური საჭმელია. ჩემი მაჭანკალი პარტნიორი გუშინ ჩამოვიდა და მე ის მასზე ვცადე."


ამასთან, მან პირი ქაფით გაივსო და გავიდა მეხუთეს შეჭმის შემდეგ.


"ძალიან მცირე შემთხვევაშიც კი, თუ შენ გძულს ის, შენ შეგეძლება გაუზიარო შენი ქმნილება მას."


"რა თქმა უნდა. მართლა საყვარლად მქონდა მე ის შეფუთული, ვარდისფერი შეფუთვით, პეპლებიანი შესაკრავით, კოცნით მესიჯის ბარათზე, სადაც ეწერა "ჩემ საყვარელ თეობალთს" და გავგზავნე ის იმ საცხოვრებელ შენობაში სადაც იგი რჩებოდა თავის საყვარელთან ერთად."

"…"


ლენას აინტერესებდა უნდა მოებოდიშებინა თუ არა კაცისთვის.


არნეტთან ერთად სასიამოვნო დროის გატარების, ნამცხვრისა და ჩაის შემდეგ მონაცემთა გადატანა დასრულდა. ლენა დაბრუნდა  სახლში, თავის ოთახში რომელსაც RAID მოწყობილობა კისერზე ჰქონდა განთავსებული. 


ვერცხლის ბეჭედს დელიკატური ნიმუშები აქვს, რომელიც უყვარდა ალბას და გავდა ელეგანტურ ორნამენტულ ყელსაბამს. მძივის მსგავსი კრისტალების ორნამენტი შეიცავდა იმიტირებულ ნერვულ კრისტალებს რომლებიც გამოთვლებისთვის გამოიყენებოდა. ის კაშკაშებდა სინათლის ქვეშ და ძნელი წარმოსადგენი იყო , ის გავდა მართლა ბუნებრივ ყურსასმენების თავს და კისერი მიკროფონს. 


მან მოულოდნელად გაიხსენა ის, რაც სიკვდილისას გაიგო.


სიკვდილის ღმერთი. თვითმკვლელობის გამომწვევი. არ ადარდებს ადამიანის სიკვდილი-- 86.


როგორი ტიპის ადამიანია ის?


ალბათ მას ყველა ვძულვართ?


მან შეხედა თავის თავს და ცოტათი შეისუნთქა.

მართალია.


"--გააქტიურება"


მან პალეტი გააქტიურა. ის იყო კომუნიკაცია წლების მანძილზე. არ იცვლება- მანძილზე, ამინდში, ან ლანდშაპტზე, შესაძლებელია კონტაქტის დამყარება ნებისმიერ მომენტში. 


დაკავშირება დასრულდა. პრობლემის გარეშე. ოთახში ისმოდა ხმა, რეკვის, რომელიც არ უნდა ისმოდეს. 


"შუბისთავის რაზმის ჰანდლერი (ჰანდლერ ერთი) აქ არის. პირველი შეხვედრა. დასაწყისი დღეს, მე ვიქნები თქვენი ჰანდლერი."


ამის შემდეგ პრობლემური პაუზა იყო. 


ლენამ ტკივილი იგრძნო. 


როდესაც ის მიიღებდა ახალ რაზმს, მისი ხმის გაგონებისას ყველას იგივე გაოცებული რეაქცია ექნებოდა. 


ადამიანებს შორის მისალმება უნდა იყოს რაღაც ძალიან ბუნებრივი.


ამასთან,  ამ უხერხულმა სიჩუმემ მხოლოდ ერთ წუთს გასტანა. მშვიდი, ძალიან, ძალიან ახალგაზრდა ხმა გამოეხმაურა პალეტის მოსმენას. 


"სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ჰანდლერ ერთო. ეს შუბისთავის რაზმის ლიდერია. პერსონალური კოდური სახელი <მესაფლავე>.


ხმა იმისაგან გასხვავდებოდა რასაც ელოდა. ის იყო ზუსტი, სუფთა ხმა, ისეთი დამამშვიდებელი, ისეთივე როგორც ტყის სიღრმეში არსებული ტბის ზედაპირისა. მისი ხმიდან ჩანდა, რომ ისიც ლენას ასაკისა იყო, რომელიც სავარაუდოდ დაბადებული უნდა იყოს იქ, სადაც ადრე საშუალო, მაღალი კლასის ოჯახი იყო. 


"ჩვენ შეგვატყობინეს ჰანდლერის შეცვლის შესახებ. ამიერიდან გთხოვთ იზრუნოთ ჩვენზე. "


ლენამ გაიღიმა, როდესაც ვიღაცის მონოტორული ხმა გაიგონა შორეული და ცივი წესით. 


დიახ, თუ ისინი საუბარს გააგრძელებდნენ, ის მიხვდებოდა რომ არ არსებობდა გაუგებრობის საშუალება. 


ისინი ყველანი ადამიანები იყვნენ. 


არა რაიმე არსება ადამიანთა ქვეშ, რომელსაც ოთხმოცდამეექვსეს უწოდებდნენ. 


"აქაც, სასიამოვნოა შენს მზრუნველად ყოფნა, მესაფლავევ."


კომენტარის დამატება

კოდის განახლება