ბედისწერა/დასაწყისი - პროლოგი 2:

3 წლის წინ

როდესაც ოკულტიზმზე ვსაუბრობთ, თეორიები განზომილებებზე ამბობენ, რომ არსებობს ძალა გარე სამყაროდან. დასაწყისი ყელაფრის.  ესაა ყველა მაგის უძვირფასესი სურვილი, "ფესვი",..... ღმერთის ადგილი, აკაშიჩის ჩანაწერები, ჩანაწერები ყველაფრის დასაწყისისა და დასასრულის, რომლებიც ქმნიან ყველაფერს ამ სამყაროში. 

200 წლის წინ, იყვნენ ისინი, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერიმენტები ამ ადგილზე "ამ სამყაროს მიღმა".

აინზბერნი, მაკირი, ტოსაკა . 3 ოჯახი, რომლებმაც შექმნეს კვლავ აღდგენადი "წმინდა გრაალი", მრავალი ტრადიციის საგანი. გამოძახებული გრაალის მიერ ნებისმიერი სურვილის შესრულების მოლოდინით, მაგთა სამმა ოჯახმა თავიანთი საიდუმლო ცოდნა "ყოვლისშემძლე ნივთის" საბოლოო მანიფესტაციას შესწირა. თუმცაღა,  გრაალს მხოლოდ ერთი პირის სურვილის შესრულება შეეძლო. როგორც კი სიმართლე ცნობილი გახდა, თანასწორობის ობლიგაციები კონფლიქტით გამოწვეულმა სისხლმა შეღება. 

ესაა "წმინდა გრაალის ომის" დასაწყისი, "სამოთხის შეგრძნება" . ამიერიდან, ყოველ 60 წელიწადში ერთხელ, გრაალს  'ფუიუკის' შორეულ აღმოსავლეთ მიწაზე იძახებენ. შემდეგ გრაალი 7 მაგს ირჩევს, რომლებსაც აქვთ მისი მიღების ძალა და პრანას რაოდენობას მათ შორის ანაწილებს გმირი სულების, შემდეგ წოდებულის, "მსახურების" გამოსაძახებად. სიკვდილამდე ბრძოლის შედეგი წყვეტს, თუ არჩეული შვიდიდან რომელია ყველაზე ღირსეული გრაალის მისაღებად. 

 -მარტივად რომ ვთქვთ, ესაა, რასაც კოტომინე კირეი ისმენდა.

"სქემას, რომელიც შენს მარჯვენა ხელზე გამოჩნდა, 'ბრძანების შელოცვა' ეწდება. ესაა მტკიცებულება, რომ შენ გრაალმა აგირჩია, და წმინდა ნიშანი, რომელიც მსახურის კონტროლის უფლებას გაძლევს".

პიროვნება, გლუვი ხმით, როელმაც ახსნა ეს, ტოსაკა ტოკიომი იყო. 

იტალიაში, სამხრეთ ტურინის რაიონის მახლობლად პატარა გორაკზე აშენებულ ელეგანტური ვილის ოთახში 3 კაცი მოკალათებულად იჯდა სკამზე. კირეი, ტოკიომი და მამა, რომელმაც აუხსნა მათ და უშუამოვლა, კოტომინე რისეი.... კირეის რეალური მამა.

მამის მეგობრისთვის, რომელიც 80 წლამდე იყო მისული, ტოსაკა ექსცენტრიული იაპონელი იყო. იმავე ასაკის იყო, რა ასაკისაც კირეი. ძველი ოჯახის  გამორჩეული იაპონური სტანდარტებითაც კი, ეს ვილა მეორე რეზიდენცია იყო, როგორც მან თქვა. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მან საკუთარი თავი 'მაგად' გამოაცხადა.

მაგად ყოფნა არ არის უცხო რამ. კირეი, მამამისის მსგავსად, სასულიერო პირი იყო. მიუხედავად ამისა, მამა-შვილის მოვალეობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმისგა, რაც რეალურად ხალხმა იცოდა.

'წმინდა ეკლესია', სადაც, კირეის მსგავსად, სასწაულებისა და ღვთიური საიდუმლოებების მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი იყო მოძღვარი, მაგრამ ისინი უფრო ასრულებდნენ  ჰერესის განადგურების როლს და სამუდამოდ მარხავდნენ მას. ეს უნდა იყოს პოზიციის დაკავება, საიდანაც შეძლებენ ისინი ისეთი გმობის ზედამხედველობას, როგორიცაა მაგია.

მაგი მხოლოდ მაგთან და  ორგანიზებულ ჯგუფებთ ერთად მოქმედებს, რომელიც საკუთარ თავს 'ასოციაციას' უწოდებს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, როგორც წმინდა ეკლესიის მეტოქე. მაგრამ, ამჟამად მათ დროებით სამშვიდობო შეთანხმება აქვთ, თუმცაღა, ასე რომც იყოს, წარმოუდგენელი იქნებოდა ისეთი ვითარება, როდესაც წმინდა ეკლესიის მამა და მაგი ერთი და იმავე შენობაში იკრიბებიან. 

რაც შეეხება რისეის, მამას, ტოსაკას ოჯახი იყო ის, ვისთანაც ეკლესიას ძველი კავშირი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაგების სახლია.

წინა ღამეს კირეიმ სქემა აღმოაჩინა, რომელიც სამ ნიშნად იყო დანაწილებული. შემდეგ იგი მამამისთან მივიდა ამის შესახებ ინფორმაიის მისაღებად და რისეიმ შვილი, დაუყოვებლივ, მეორე დილით, ტურინში წაიყვანა ახალგაზრდა მაგთან შესახვედრად. 

შემდეგ, ნაჩქარევი მისალმების შედმეგ, საიდუმლო შევედრაზე ტოკიომიმ მისცა კირეის  ახსნა-განმარტებები, რომელიც ამავე ომს, 'სამოთხის შეგრძნებას' ეხებოდა. მნიშვნელობა ნიშნისა, რომელიც კირეის ხელზე აღმოჩნდა....არის კირეის პროდუქტი, შეძენილი პრივილეგია, რომელიც აძლევს მას შანსს, რომ სასწაულის დახმარებით გაიქროს ეჭვები და აისრულოს სურვილი წმინდა გრაალის მეოთხე ომით, რომელიც სამი წლის შემდეგ უნდა დაიწყოს.

იგი  უარს არ იტყვის ბრძოლაზე. კირეის მოვალეობა, წმინდა ეკლესიაში, არსებითად ჰერესის მოშორება იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი იყო სრულფასოვანი მებრძოლი. შეიძლება ითქვას, რომ მისი მოვალეობა იყო სიცოცხლისა და სიკვდილის ფსონად დადება მაგის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, პრობლემა იყო შემდეგი, რომ ეს მოითხოვდა კირეის, როგორც მაგად მომნაწილეობას სამოთხის გრძნობაში, მაგებს შორის დავაში.

"სამოთხის გრძნობა ისაა, რომ ესაა ბრძოლა, რომელიც მსახურებს იყენებს როგორც 'ფამილიარებს'. ასე რომ, წინსვლის გასაგრძელებლად, თავდაპირველად საჭირა მაგად გახდომა.... არსებითად, შვიდი ადამიანი, რომლებიც მსახურთა ბატონებად აირჩევიან, უნდა იყვნენ მაგები. გამონაკლისი უნდა იყოს გრაალის მიერ შენნაირი ადამიანის არჩევა, რომელიც, ადრეულ ეტაპზე,  არ წარმოადგენს მაგის პოზიციას".

"გრაალს ურჩევნი ასე ხალხის თავად არჩევა?"

ტოკიომი თავს არიდებს ჯერ კიდევ არადამაჯერებელ კირეის.

"მე ვახსენე 'სამი ოჯახი დასაწყისში' - თავდაპირველად, უპირატესობა მიენიჭება მაკირის, რომელსაც ახალი სახელი აქვთ - მატოუ, აინზბერნს, და ტოსაკას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ..."

ტოკიომიმ მარჯვენა ხელი ასწია სამმაგი ნიშნის საჩვენებლად.

"როგორც ტოსაკას ოჯახის ამჟამინდელი უფროსი, შემდეგ ბრძოლაში მივიღებ მონაწილეობას."

მაშინ, ხომ არ გეგმავდა ტოსაკა კირეისთვის ხელის გაწვდენას მაშ შემდეგ, რაც მას ასე გულდასმით აუხსნა ყველაფერი? თუმცაღა, კირეიმ ამის გაგება ვერ შეძლო. იგი კვლავ აგრძელებდა კითხვების დასმას.

"მსახურების შესახებ მაინტერესებს, რომლებიც ახსენეთ. თქვენ თქვით გმირი სულები,  რომლებიც გამოიძახეს და გამოიყენეს, როგორც 'ფამილიარები'....."

"შესაძლოა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ფაქტია. ესაა ამ გრაალის ერთ-ერთი საოცრება."

დიდებულ კაცებზე ლეგენდები, ზე ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სახელი ისტორიასა და ფოლკლორში დატოვეს. სწორედ ისინი არიან, ვისი სახელიც, მათი სიკვდილის შემდეგ, კაცობრიობის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა და რომლმებიც ადამიანთა კატეგორიიდან წაიშალნენ და სულიერ სამყაროშიც დაწინაურდნენ; ისინი არიან 'გმირი სულები'. ისინი განსხვავდებიან სხვა შურისმაძიებელი ან უბრალოდ ბუნების ზოგადი ბოროტი სულებისგან. ასე ვთქათ, ესაა ღვთის სულიერი სტატუსით არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ენერგიის ნაწილს შეუძლია გამოთავისუფლება, მაინც წარმოუდგენელია დღევანდელ სამყაროში მათი, როგორც ფამილიარებად გამოყენება.

"თუ კი თქენ თვლით, რომ შეუზლებლეის შესაძლებლად ქცევა გრაალის ძალაა, გესმით რამდენად აღმაშფოთებელი საგანძურიცაა.  და ბოლოს, მსახურის გამოძახებაც კი გრაალის ძალაუფლების ფრაგმენტია."

თითქოს იმის თქმას აპირებდა, რომ თავისივე ნათქვამზე თავადვე დამუჯდა. ტოსაკა ტოკიომიმ ღრმად ამოიოხრა და ტავი გააქნია.

"გმირი სულები საუკეთესი, ღმერთების ეპოქიდან შეიძლება იყვნენ გამოძახებულნი. შვიდივე გმირი სული თავისივე ბატონს მიჰყვება. თითოეული საკუთარ ბატნს იცავს და ანადგურებს მის მტერს. სხვადასხვა ეპიქიდან გამოძახებული გმირები ერთმანეთის გზებს თანამედროვე ეპოქაში ექვეთებიან. ესაა ფუიუკის წმინდა გრაალის ომი, სამოთხის გრძნობა."

"....ასეთი საზარლობა? იმ ადგილას, სადაც ათასობით მოქალაქე ცხოვრობს?"

ყველა მაგი დამალვის საერთო იდეას მიჰყვება. ეს აშკარად უმნიშვნელოვანესი გზაა იმ ეპიქაში სვლისთვის, სადაც მეცნიერება ერტადერთი უნივერსალური ჭეშმარიტებაა. როცა წმინდა ეკლესიაც კი გათვალისწინებულია, მათი დადგენა უკვე შეუძლებელია. 

მაგრამ უნდა იყოს დამალული ის ძალა, რომელსაც შეუძლია კატასტროფული ნგრევის გამოწვევა გმირი სულებით...შვიდი მსახურის გამოყენება და მათი ერთთამენთთან შეტაკება კონფლიქტის დროს დღევანდელ ეპიქაში...ეს, პრაქტიკულად, ბრძანებით მასიური კალიბრის ომის დაწყებაა.

"-რა თქმა უნდა, აშკარად გასაგებია, რომ დაპირისპირება ფარული უნდა იყოს. ამისთვის კი კარგად მომზადებული ზედამხედველობაა საჭირო."

აქამდე კირეის მამა, მღვდელი რისეი, ჩუმდა იყო. შემდეგ კი მისი ხმა გაისმა.

"სამოთხის გრძნობა ყოველ 60 წელიწადში ერთხელ იმართება და ეს მეოთხე იქნება. მეორე ომის დროს იაპონიის ცივილიზაცია უკვე დაწყებული იყო. ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი სერიოზული ზიანის გავრცელების მომსწრე ადამიანების ყოფნა არ უნდა უგულებელვყოთ. მესამე სამოთხის გრძნობის შემდეგ დაიდო შეთანხმება, რომ ჩვენ, წმინდა ეკლესიაში ზედამხედველს ვგზავნით. ომიდან მიღებული კატსტროფების მინიმალურამდე შესამცირებლად უნდა დავფაროთ ეს ყველაფერი და მაგებს საიდუმლოების დაცვაში ხელი შევუწყოთ."

"მაგებს შორის კონფლიქტიში ეკლესია მსაჯის როლს ასრლებს?"

"ზუსტად იმიტომ, რომ ესაა მაგებს შრის კონფლიქტი. პოლიტიკური შედეგების გამო მაგთა ასიციაციიდან არავინ შეასრულებს მსაჯის ფუნქციას. უბრალოდ არ არსებობდა სხვა გზა, გარდა ისეთი უფლებამოსილების გამოყენებისა, როგორიცაა ეკლესია. ამას დამატებული, უბრალოდ შეუძლებელი იყო წმინდა ეკლესიისთვის, რომ  მიეცა წმინდა გრაალის სახელის მსუბუქად გამოყენების უფლება. არ შეგვიძლია ამ თასის რეალურად არსებობის უგულებელყოფა, რომელმაც მიიღი ღვთის ძის სისხლი."

ორივეს, კირეისაც და რისეისაც, მამასაც და შვილსაც, ჰქონდად არჩეული ადგილი მე-8 საიდუმლოების ასამბლეის განყოფილებაში. წმინდა ეკლესიაში ამ ჯგუფის მოვალეობა წმინდა გრაალის რელიქვიის კონტროლია. საგანძური, რომელსაც წმინდა გრაალი ჰქვია, უამრავ ზღაპარსა თუ თქმულებაში გვხვდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრაალის მნიშვნელობა ეკლესიის დოქტრინაში.

"ასეთ პირობებში, ბოლო დროს, მსოფლიო ომის ქაოსში, შეხვედრა აიმართა მესამე სამოთხის გრძნობასთან დაკავშირებით და მე, მაშინ ახალგაზრდა, მნიშვნელოვანი ამოცანა განვსაზღვრე. შემდეგი ბრძოლისათვის, თქვენი ბრძოლის დასაკვირვებლად, ფუიუკის ქალაქში მივდივარ.

მამის სიტყვებზე კირეის შეეძლო თავის დახრა.

"გთხოვთ დაიცადეთ, დარწმუნებული ხართ, რომ არჩეული ეკლესია წინამძღოლად სამართლიანი იქნება? პრობლემაა თუ კი საქმე სისხლით ნათესაობამდე მივა...."

"ფიქრობ, რომ ეს წესების ბრმა წერტილია?"

ჯიუტი მამის უჩვეულო ღიმილი იმას გულისხმობდა, რისი წაკითხვაც კირეის არ შეეძლო. 

"ბატონო კოტომინე, თქვენს შვილს ნუ შეაწუხებთ ამ მხრივ. მთავარ კითხვაზე ვკონცენტრირდეთ."

ტოსაკა ტოკიომი მოხუც მღვდელს მიანიშნებდა...

"მართალია. - კირეი, ყველაფერი, რაც ჩვენ ავხსენით იყო მხოლოდ გრაალის ომის 'გარე ასპექტები'. სხვა მიზეზიცაა, რატომაც შეგხვდით დღეს ბატონო ტოსაკა.

"...რომელი?"

"სიმართლე რომ ვთქვათ, მტკიცებულება გვაქს, რომ გრაალი, რომელიც ფუიუკის ქალაქში გამოჩნდა, განსხვავდებოდა  'ღვთის შვილის' წმინდა რელიქვიისგან. ბოლოს, ფუიუკის სამოთხის გრძნობაში ბრძოლა იყო მხოლოდ ბრძოლა საგანძურისთვის, რომელიც ყოვლისშემძლე ნივთის მხოლოდ ასლი იყო, რომელმაც გახსნა გზა უტოპიისკენ. ეს არანაირად უკავშირდება ჩვენს ეკლესიას."

სწორედ ასეა. სხვა შემთხვევაში, წმინდა ეკლესია არ იქნებოდა კმაყოფილი მხოლოდ ჩუმი ხელმძღვანელის როლით. თუ გრაალი ნამდვილი 'წმინდა რელიქვია' აღმოჩნდებოდა, წმინდა ეკლესია გვერდს აუვლიდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მაგთა ხელებში არ დატოვებდა მას. 

"თუ საბოლოო მიზანი მხოლოდ 'აკაშის ჩანაწერების' მიღწევაა, ეს არ არის ჩვენი, წმინდა ეკლესიის საზრუნავი. საბოლოოდ, მაგთა ჟინი, რომ იპოვონ 'აკაში', წარმოშობა, სულაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს მოძღვრებას. - თუმცა, იმისათვის, რომ თავი დაანებოთ მას, საჭიროა, რომ მას ძლიერი პიროვნება გადავცეთ. თუ არასასურველმა ადამიანებმა მოიყარეს თავი მის ირგვლივ, არ ვიცით რა სახის ინციდენტი შეიძლებამოხდეს."

"მაშინ, თუ კი მას აღოვფხვრით, როგორც ჰერესს - "

"რთულია. მაგებს, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან, არაჩვეულებრივი სიმტკიცე აქვთ. ფრონტალური სასამართლო პროცესი რომ ჩაგვეტარებინა, მაგთა ასოციაციასთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა. ეს კი დიდ მსხვერპლს წარმოშობდა. უფრო მეტიც, როგორც მეორე საუკეთესო გეგმა, არაფერი იქნებოდა უფრო საინტერესო ვიდრე 'სასურველი ადამიანისთვის' გზის პოვნა."

"...გასაგებია."

კირეი თანდათან ხვდებოდა ამ ინტერვიუს ჭეშმარიტ მოტივს, ვინაიდა მამამისი ტოსაკა ტოკიომისთან ერეოდა.

"მშბლიური მიწის რწმენაზე ზეწოლის განცდის შემდეგ ტოსაკას ოჯახი იმავე მოძღვრებას მისდევდა, როგოირც ჩვენია. ტოკიომის ხასაიათის ცოდნით, მას თავად აქვს გარანტირებული კვალიფიკაცია გრაალის გამოყენებისთვის."

ტოსაკა ტოკიმიმ თავი გააქნია დაშემდეგ სიტყვა განაახლა. 

" 'აკაშის" მიღწეა. ჩვენთვის, ტოსაკასთვის, ამაზე დიდებული მიზანი არ არსებობს. მაგრამ, სამწუხაროდ, აინზბერნებმა და მატოუებმა, რომლებმაც გაიზიარეს ერთი და იგივე მოტივები, დაკარგეს მისი კვალი ამქვეყნიური საკითხებისა და მატერიალების გამო და ახლა საერთოდ დაივიწყეს თავიანთი თავდაპირველი განზრახვა. არც კი აღვნიშნავ, როგორ მოიწვიეს ოთხი ბატონი გარედან. მათ გრაალი მხოლოდ თავიანთი საზიზღარი მოტივებისთვის სურთ და სხვა არაფერი."

ეს ნიშნავს, რომ წმინდა ეკლესია გრაალის ღირსეულ მფლობელაად არავის ცნობს გარდა ტოსაკა ტოკიომისა. ასე რომ, კირეი ახლა მეტს მიხვდა თავისი დავალების შესახებ. 

"ესე იგი, გსურს, რომ მომდევნო გრაალის ომში მონაწილეობა მივიღო, რათა ბატონ ტოსაკა ტოკიომიმ გაიმარჯვოს?

"სწორედ ასეა"

და ბოლოს, ტოსაკა ტოკიომიმ ღიმილის პირველი ნიშანი გამოავლინა.

" რა თქმა უნდა, ჩვენ ფარულად გავაერთიანებთ ძალებს დარჩენილი ხუთი ბატონის გასანადგურებლად და გამარჯვების შანსების გასაზრდელად"

ტოკიომის სიტყვების თანახად, მამა რიზეი თანახმაა ამაზე. წმინდა ეკლესიის, როგორც მსაჯის ნეიტრალიტეტი უკვე ფარსი გახდა. ეს სამოთხის გრძნობა საინტერესო უნდა იყოს, ეკლესიის ორიგინალური მოლოდინების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ამას, ეს არც კარგი იყო და არც არასწორი კირეისთვის. თუ კი ეკლესიის ზრახვები გასაგები იყო, რჩებოდა მხოლოდ ეკლესიის ერთგული დავალების შესასრულებლად.

"კირეი, წმინდა ეკლესიიდან მაგების ასოციაციაში გადახვალ და ჩემი შეგირდი გახდები."

შესვენების გარეშე და პრაქტიკული აბსოლუტური ტონით ტოსაკა ტოკიომიმ განმარტება დააჩქარა.

" - გადავალ?"

"ეს საკითხი უკვე ოფიციალურად მოგვარებულია, კირეი."

თქვა და მამა რისეიმ წერილი ამოიღო. ეს იყო შეტყობინება, როგორც წმინდა ეკლესიის ასევე მაგთა ასოციაციის ხელმოწერით და მიმართული იყო კოტომინე კირეიზე. კირეი მეტად გაკვირვებული იყო ამ წარმოდგენით. 

და ბოლოს, კირეისთვის ამ საკითხის გადაწყვეტის რეალური მიზანი ნამდვილად არ არსებობდა და არც მას ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული მიზეზი დისკუსიის დროს შეურაცხყოფისთვის. რეალურად კირეის არჰქონდა რაიმე მიზანი. 

"მთავარი საკითხი ისაა, რომ შენ არაფერს გააკეთებ იაპონიაში, ჩემსსახლში, გარდა მაგიაში პრაქტიკისა. შემდეგი სამოთხის გრძნობა სამ წელიწადშია. ამ დროისთვის უნდა გყავდეს მსახური, რომელიც დაგემორჩლებათ და რომელიც გაგხდით მაგას ბრძოლაში მონაწილეობისთვის."

"მაგრამ ეს კარგია? თუ კი ღიად ვსწავლობ თქვენთან, ეს რაიმე ეჭვს არ გამიწვევს, რომ ერთად ვმუშაობთ?"

ტოკიომიმ ცივად გაიღიმა და თავი გააქნია.

"მაგების შესახებ არ იცი. თუ მათი ინტერესები შეეჯახება, კონფლიქტი მასწავლებელსა და მის მოსწავლეს შორის, რომელიც სიკვდილთან ბრძოლითა და სიკვდილით მთავრდება, ჩვენს სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენაა. ”

"გასაგებია"

მართალია, კირეის არ უგულისხმია მაგის გაგება, მაგრამ მას კარგად ჰქონდა გააზრებული რასის, სახელად მაგების ტენდეციები. იგი მრავალჯერ შეჯიბრია 'ერეტიკოსს' ჯადოქარს, როგორც აღმსრულებელს. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მან საკუტარი ხელით დასცა, არ შეადგენს ათეულებს.

"სხვა შეკითხვა გაქვს?"

დასკვნის მოთხოვნის გამო კირეიმ დაუსხვა შეკითხვა, რომელიც თავიდანვე ჰქონდა.

"მხოლოდ ერთი - გრაალი, რომელიც ირჩევს მაგებს, რა რის მიზი მიზანი?"

როგორც ჩანს, ეს ნამდვილად არ იყო კითხვა, რომელსაც ტოკიომი მოელოდა. მაგის წარბები ნაოჭში შეიკრიბა და შემდეგ მოდუნებული პასუხი გასცა.

"გრაალი....რა თქმა უნდა, იგი არჩევს ბატონებს, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ გრაალი. როგორც თავიდან ვთქვი, ტოსაკა შედის ამ სიის სათავეში, როგორც ერთ-ერთი პირველი სამი ოჯახიდან."

"ესე იგი, რადგან გრაალი სურთ, ყველა მაგს აქვს მიზეზი?"

"ამით არ შემოიფარგლება. გრაალი შვიდ მონაწილეს არჩევს. თუ ამჟამად საკმარიის ხალხი არ აღმოჩნდა, არარეგულირებული ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ არ არიან რჩეულნი, შეძლებენ ბრძანების შელოცვა ატარონ. შეიძლება ადრეც ყოფილიყო მსგავსი შემთვევა, მაგრამ - აჰ, გასაგებია."

საუბრისას ტოკიომიმ გააცნობიერა, თუ რაში იყო დაეჭვებული კირეი.

"კირეი, ფიქრობ, რომ შენ არ ხარ არჩერული, ხომ ასეა?"

კირეიმ თავი გააქნია. რაც უნდა ძნელად ეძებო, არანაირი მიზეზი ჰქონდა სურვილის მანქანას მის შესამჩნევად.

"რა თქმაუნდა უცნაურია. ერთადერთი რამ, რაც გრააალთან გაკავშირებს, არის მამაშენი, რომელიც ხელმძღვანელად დაინიშნა, მაგრამ....არა, შეიძლება იფიქრო, რომ სწორედ ესაა რეალურად ამის მიზეზი."

"....რაც ნიშნავს?"

"გრაალი შესაძლებელია უკვე ელის, რომ ეკლესია მხარს დაუჭერს ტოსაკას ოკახს. ასე რომ, ეკლესიის აღმსრულებელი, რომელიც მეთაურობს ბრძანების შელოცვებს, დაეხმარება ტოსაკას ჯახს."

ამის თქმის შემდეგ, ტოკიომიმ, რომელიც დისკუსიის დასრულების შემდეგ თავს კმაყოფილად გრძნობს, დაამატა.

"სხვა სიტყვებით, გრაალი მაძლევს მე, ტოსაკას, ბრძანების შელოცვას გასანაწილებლად და ამისთვის მან შენ აგირჩია, როგორც ბატონი....ამაზე რას იტყვი? დამაკმაყოფილებელი განმარტებაა?"

და მან ასე გაბედული ტონით მისცა საბოლოო დასკვნა.

"...."

ეს ამპარტავნული ნდბა, როგორც ჩანს, შეეფერება კაცს, რომელსაც ტოსაკა ტოკიომი ჰქვია. ამ ადამიანს ისეთი ღირსება აქვს, რომელიც უბრალოდ სარკაზმს ესაზღვრება.

რა თქმა უნდა, როგორცმაგი, იგი საუკეთესო ადამიანი იყო და მას უნდა ჰქონოდა თავდაჯერებულობა, რომელიც ამ ბრწყინვალებას მოჰყვა. ალბათ მას საკუთარი თავის განსჯაში ეჭვი არასდროს ეპარებოდა.

ეს იმას ნიშნავდა, რომ აქ და ახლა ტოკიომისგან ვერასდროს მიიღებდით სხვა პასუხს - ეს იყო კირეის დასკვნა.

"როდის მივდივართ იაპონიაში?"

თავისი შინაგანი უკმაყოფილების დამალვით კირეიმ თემა შეცვალა.

"ცოტა ხნით ვეწვევი დიდ ბრიტანეთს. ქლოქ თაუერში პატარა საქმე მაქვს. შენ კი მანამდე პირდაპირ იაპონიაში წახვალ. ჩემ ოჯახს ამაზე ვაცნობებ."

"გასაგებია. მაშინ, დაუყნებლივ წავალ."

"კირეი შენ წადი. ბატონ ტოსაკასთან სასაუბრო აქვს."

მამის სიტყვებს კირეიმ თავი დაუქნია, ადგილიდან წამოდგა და ჩუმად დატოვა ოთახი.


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ოთახში დარჩენილი ტოსაკა ტოკიომი და მამა რისეი ჩუმად ადევნებდნენ თვალყურს კოტომინე კირეის.

"საიმედო შვილი გყავთ ბატონო კოტომინე"

"მისი ძალა, როგორც 'შემსრულებლის' გარანტირებულია. არცერთი მისი კოლეგა არაა მასზე უფრო სწავლილი დაგაწვრთნილი. მე ვარ ის, ვისშიც უნდა ეჭვობდეთ"

"ჰო ... ეს არის რწმენის დამცველის სამაგალითო დამოკიდებულება?"

ჩემთვის ამის თქმა სირცხვილია, მაგრამ კირეი, ჩემნაირი ასაკოვანი სულელისთვის ერთადერთი სიამაყეა."

მოხუცი მამა ცნობილი იყო თავისი სიმკაცრით, მაგრამ, ტოკიომთან თავს მშვიდად გრძნობდა. მან გაიღიმა. როცა თავისი თვალები თავისი შვილისკენ მიაბყრო, გამოაშკარავდა თავისი ნდობა და სიყვარული.

"რადგანაც 50 წლის განმავლობაში არ მყავდა შვილი, მე დავნებდი და უარი ვუთხარი მას...... მაგრამ, ახლა გაოცებული ვარ, თუ რამდენად შორს წავიდა ჩემი შვილი."

”თუმცა, იგი უფრო ადვილად დათანხმდა, ვიდრე მეგონა."

"ჩემი შვილი ცეცხლში გადახტებოდა, თუ კი ეს ეკლესიის ნება იქნებოდა. ასე შორს წავიდოდა იგი თავისი რწმენისთვის".

მართალია ტოკიომს არ სურდა ეჭვი შეეტანა მოხუცი მამის სიტყვებში. შთაბეჭდილება, რომელიც დატოვა მამა რისეის შვილზე, არც ისე 'მგრზნებრე რწმენა' იყო.

"სიმართლე გითხრათ, ეს იმედგაცრუება იყო. თუმცაღა მე მას ვუყურებ. როგორც ჩანს, ის უბრალოდ ისეთ საკითებში მონაწილეობდა, რომლებიც მისთვის უინტერესო იყო."

"არა ... ეს შეიძლება მართლაც იყოს ხსნა მისთვის."

ორაზროვნად ლაპარაკობდა, მამა რისეიმ პირქუშ წუწუნი დაიწყო.

"ეს პირადი საქმეა, მაგრამ მისი ცოლი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ორი წელიც არ ყოფილან ქორწინებაში."

"ოჰ, მე -"

მოულოდნელად ტოკიომიმ სიტყვები დაკარგა.

"თუმცა ეს არ ჩანს, თითქოს იგი საკმაოდ კარგად უძლებს.... იტალიაში ბევრი მოგონება აქვს. შესაძლოა, ახლა, კირეისთვის, ძველ სამშობლოში ახალი მისიისთვის დაბრუნებამ ჭრილობების მოშუშებას შეუწყოს ხელი."

გამოსვლისას რისეიმ ამოიოხრა. ტოკიომი მას უყურებდა.

"ტოკიომი, ადამიანის ჭეშმარიტი ღირსება არ ჩანს მაშინ, როცა გაჭირვება იზრდება?"

ტოკიომი ჩაუღრმავდა მოხუცი მღვდლის სიტყვებს.

"მე ვალდებული ვარ. ჩემი ვალი წმინდა ეკლესიისა და კოტომინების ოჯახის ორივე თაობის წინაშე ოჯახის წესად იქცევა."

"სულაც არა.  მე მხოლოდ ფიცს ვასრულებ ტოსაკას მომავალი თაობისთვის. დანარჩენები მხოლოდ ღვთის მფარველობას ლოცულობენ, სანამ თქვენი მოგზაურობა  'ფესვამდე' არ მიგიყვანთ."

"დიახ. ბაბუაჩემის სინანული, ტოსაკას ყველაზე ძვირფასი სურვილი...ეს არის ის, რისთვისაც მთელი ჩემი ცხოვრება ყოფილა."

იმალებოდა, თუ რამდენად ახრჩობდა თავდაჯერებულობა, მისი პასუხისმგებლობის სიმძიმე, ტოკიომიმ მტკიცედ დაუქნია თავი.

"წელს მე მოვიპოვებ გრაალს. ამაში დარწმუნებული ვარ."

ტოკიომის ღირსებით, მამა რისეიმ აკურთხა მისი გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნა.

"ჩემო მეგობარო ... შენც კარგი მემკვიდრე მიიღე."

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხმელთაშუა ზღვის ქარმა მისი თმა აწკრიალა, კოტომინე კირეი დაბრუნდა ვილადან გორაკის პირას, მარტო და ჩუმად, ვიწრო, გრაგნილ ბილიკზე.

საბოლოოდ, კირეიმ უამრავი შთაბეჭდილება დატოვა ტოსაკა ტოკიომის თვალში. კაცში, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეხვდა.

ალბათ მას მძიმე ცხოვრება ჰქონდა. თითქოს სიამაყე პროპორციულად იქცა გამოცდილ გაჭირვებაში. იგი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ისეთი მკაცრი ღირსება, რომლითაც შეიძლება იამაყო.

მას კარგად ესმის ასეთი პიროვნების. კირეის მამაც ტოსაკა ტოკიომის მსგავსი იყო.

კაცები, რომლებმაც განსაზღვრეს თავიანთი დაბადების, საკუთარი არსებობის მიღმა მყოფი აზრი და მიჰყვნენ მას. ისინი ნამდვილადარასდროს ირხევიან. არასდროს იდრეკენ მუხლს

რკინის ნებისყოფად ქცევა, რათა იმოქმედო მკაფიო მიზნით, რომელიც ვექტორიზირებულია რაიმეს შესრულებით, რომლებიც მათი სიცოცხლის მიზნად იქნა განსაზღვრული, მათი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში.

კირეის მამის შემთხვევაში, ამ რწმენის ფორმა შეიძლება იყოს ღვთისმოსაობა; და ტასაკა ტოკიომის შემთხვევაში, ალბათ ეს იყო რჩეულის თავდაჯერებულობა - პრივილეგია არა პლებეებისათვის, და ვიღაცის პასუხისმგებლობის თვითშეგნება, რომელსაც აკისრია ეს. ეს იყო ნამდვილად არისტოკრატი, რომელსაც დღეს იშვიათად ნახავთ.

ახლა უკვე, ალბათ, ტოსაკა ტოკიომის არსებობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კირეიზე....მაგრამ, ასეც რომ იყოს, მისი ტიპი განსხვავებულია კირეის ტიპისა. ეს იგივეა, რომ თქვა, რომ მამამისის მსგავსია.

ისინი, ვინც მხოლოდ საკუთარ იდეალებს ხედავენ, ვერასდროს გაიგებენ სხვების ტკივილს. ტოკიომის მსგავს ადამიანებს ჰქონდათ "მიზნის განცდა", როგორც მათი რწმენის საფუძველი, მაგრამ ეს საერთოდ არ არსებობდა კოტომინე კირეის გონებაში. მსგავსი სენსაცია 20 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ უგრძვნია.

ასე თუ კი ვიმსჯელებთ, მას არ შეეძლო ყველაზე კეთილშობილური იდეის გათვალისწინება, კომფორტის ქონა ნებისმიერი ძიებისას ან დასვენება ნებისმიერ სიამოვნებაში. ასეთ კაცს, პირველ რიგში, არ შეიძლება ჰქონდეს ისეთი რამ, როგორიცაა მიზნის გრძნობა.

მან ვერც კი გაიგო, როგორ შორდებოდა იგი იმ ღირებულებების გრძნობას, რომელსაც ჩვეულებრივი სამყარო ფლობდა. კირეიმ ვერც კი გაარკვია, რისთვის უნდა მიეძღვნა თავი.

მას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ღმერთი არსებობდა. რომ არსებობდა უზენაესი არსება, თუმცა მას არ ჰქონდა მისი აღქმის სიმწიფე.

იგი ცხოვრობდა იმის რწმენით, რომ ერთ დღეს, ღვთის უწმინდესი სიტყვა მას უზენაეს ჭეშმარიტებამდე მიიყვანდა და გადაარჩენდა მას. ფსონი ამ იმედზე, მიჯაჭვულობა მასზე.

მაგრამ გულის სიღრმეში მან უკვე იცოდა. ეს აღარ იქნებოდა ღმერთის სიყვარული მისნაირი კაცის მიმართ.

ასეთი სიბრაზისა და სასოწარკვეთის პირისპირ ყოფნა მას მაზოხიზმამდე მიჰყავდა. მორალური ტრენინგის სინანულის მოტივით, იგი თავის თავს აზიანებდა. მაგრამ ამ წამებამ კირეი რკინასავით გაამყარა და როდესაც ამას მიხვდა, იგი აღდგა წმინდა ეკლესიის ელიტის მწვერვალზე, როგორც "შემსრულებელი", სადაც მას არავინ გაჰყვა.

ამას ყველამ 'დიდება' უწოდა. კოტომინე კირეის თვითკონტროლი და ერთგულება შეაფასეს, როგორც სამღვდელოების ნიმუში. მამა რისეიც არ იყო გამონაკლისი.

კირეის ძალიან კარგად ესმოდა, თუ რატომ ჰქონდა კოტომინე რისეის ამდენი რწმენა და აღტაცება მისი შვილის მიმართ, მაგრამ აქამდე ეს გაუგებარი იყო, რადგან, სინამდვილეში, მისი გული სამარცხვინო იყო. მთელი ცხოვრების ღირებულება, ალბათ, არ იქნებოდა საკმარისი ამ გაუგებრობის გამოსასწორებლად.

დღემდე არავინ არის ვინც მიხვდა, თუ რამდენი აკლდა კირეის. 

დიახ, ერთადერთი ქალიც კი ,რომელიც უყვარდა -

"..."

სიმშვიდის შეგრძნების გრძნობით, კირეიმ ხელი შუბლზე მიიდო.

როდესაც დაკარგული ცოლის გახსენება სცადა, მისი დიფუზური ფიქრები ნისლში გაიაფანტა. ნისლში დგომა იგრძნო. გადარჩენის ინსტიქტმა უთხრა, რომ ერთი ნაბიჯიც არ გადაედგა.

როცა მიხვდა, იგი ბორცვის ძირას ჩავიდა. კირეი შეჩერდა და ზემოდან შორეულ ვილას გახედა.

თანაც, დამაკმაყოფილებელი პასუხი არცმიუღია ტოსაკა ტოკიომისთან საუბარში. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა კირეის.

რატომ აირჩია კოტომინე კირეი ისეთმა სასწაულებრივმა ძალამ, როგორიცაა 'გრალი'?

ტოკიომის განმარტება სასოწარკვეთილი იყო. თუ მას რჩეული, ან უბრალოდ ხალხი სურდა, მაშინ მეტად ქმედითი ადამიანები უნდა აერჩია და არა კირეი.

გრაალის შემდეგი გამოჩენის მიზეზი უნდა ყოფილიყო მისი არჩევის მიზეზი.

თანაც....რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე კირეი, მით უფრო მეტად აწუხებდა შეუსაბამობა.

მას არსებითად არ ჰქონდა რაიმე 'მიზნის განცდა', არც იდეალი და მისწრაფება.

განურჩევლად იმისა, თუ როგორ უყურებ ამას, მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა ყოფილიყო ისეთი სასწაულის მატარებელი, როგორიცაა 'ყოვლისშემძლე სურვილის შემსრულებელი ნივთი'.

პირქუში სახით, კირეიმ სამ სიმბოლოს შეხედა, რომელიც თავისი მარჯვენა ხელის ზედაპირზე იყო გამოსახული.

მათი თქმით, ბრძანების შელოცვა წმინდა ნიშანია.

იპოვნიდა თუ არა პირობის ტარების მიზეზს ამ დღიდან 3 წლის განმავლობაში?


კომენტარის დამატება

კოდის განახლება