ბედისწერა/დასაწყისი - პროლოგი 3:

1 წლის წინ
***
მან უცბად შეამჩნია ქალი, რომელსაც ეძებდა.
დასვენების, დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ნახოთ ბავშვები, რომლებიც რბილი, ადრეული
შემოდგომის მზის სხივებით განათებულ მდელოზე თამაშობენ, და მათი მშობლები, რომლებიც
ღიმილით აკვირდებიან შვილებს. შადრევანთან ახლოს მდებარე მოედანი სავსეა ქალაქელებით,
რომლებმაც თავისი ოჯახები ჩამოიყვანეს დასასვენებლად.
მას ასეთ ბრბოშიც კი არ დაუკარგავს ქალის კვალი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ხალხიან
ადგილას, რამდენად შორს, იგი დარწმუნებული იყო, რომ უმალ იპოვიდა მას. იმის მიუხედავად,
რომ კაცმა არ იცოდა შეძლებდა თუ არა შეხვედრას ამ თვეში, იმის მიუხედავად რომ ქალს უკვე
ჰყავდა მეუღლე.
მან შეამჩნია ის მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცი მიუახლოვდა.
"– გამარჯობა, დიდი ხანია არ მინახავხარ."
"– ოჰ, კარია"
მოკრძალებულად და ზრდილობიანად მომღიმარე ქალმა თვალები ასწია თავისი წიგნიდან. რაღაცა
ისე არ არის. მისი სახის შემხედვარე, კარია შეიპყრო ღელვამ. როგორც ჩანს, მას რაღაცა ძლიერ
აწუხებდა.
მას იქვე მოუნდა გაეგო, ამ სევდის მიზეზი და ყველაფერი ექნა, რათა გამოესწორებინა პრობლემა.
ასეთი იმპულსით შეპყრობილობის მიუხედავად, კარიამ არ დაიწყო ამაზე საუბარი. ისინი არ იყვნენ
საკმარისად ახლო ურთიერთობაშო, ასეთი სიკეთის გამოსახატავად. ეს მისი საქმე არ იყო.
"– სამი თვე გავიდა. ამ მოგზაურობამ ზედმეტად ბევრი დრო წაიღო."
"– აჰ...კი."
კაცის ტკბილ ოცნებებში იგი ყოველთვის იღიმოდა, მაგრამ მის წინაშე მდგომს, თვალებში
ჩახედვისთვის არასოდეს ყოფნიდა გამბედაობა. გავიდა უკვე 8 წელი და კარიას უკვე, ალბათ,
ვეღარასოდეს მიეცემა საშუალება, რომ ისევ შეხედოს იმ ლამაზ ღიმილს.
მისი ასეთი ნერვულობის გამო, მან არასოდეს იცოდა რა ეთქვა, რაზე ესაუბრა მისალმების
შემდგომ. ყოველ ჯერზე ასე ხდება.
პაუზის შესაწყვეტლად, კარიამ დაიწყო მზერით იმის ძებნა, ვისთანაც ლაპარაკი მისთვის უფრო
მარტივი იყო – აი იქ, მინდორზე, სხვა ბავშვებთან ცელქობისას ქანაობდა ორი ცხენის კუდი. მცირე
ასაკის მიუხედავად, მისი საყვარელი სახის ნაკვთები უკვე წააგავდა დედისას.
"– რინ-ჩან."

დაუძახა კარიამ ხელის აწევით გოგონას. კაცის შემჩნევისთანავე, გოგონა, რომელსაც რინი ერქვა,
უმალ გამოიქცა მისკენ ნათელი ღიმილით.
"– დაბრუნებას გილოცავ, კარია ბიძია! ახალი საჩუქარი მომიტანე?"
"– რინ, ნორმალურად მოიქეცი..."
პატარა გოგონამ ყურადღება არ მიაქცია შემცბარ დედას. რინის თვალები ბრიალებდა
მოლოდინისგან და კირეიმ საპასუხო ღიმილითვე გამოაჩინა ორი საჩუქარი, რომლებიც მან დღეს
მოიტანა.
"– ვახ, რა სილამაზეა.."
სხვადასხვა ზომის, შუშის ბურთულებისგან გაკეთებული გულსაბნევმა, უმალ დაიპყრო გოგონას
გული. შეიძლება ეს ზედმეტად დახვეწილი იყო მისი ასაკისთვის, მაგრამ კარიამ კარგად იცოდა,
რომ მას მოსწონს.
"– როგორც ყოველთვის, დიდი მადლობა, ბიძია. ძალინ მოვუფრთხილდები."
"– ჰაჰა! თუ მოგეწონა, ბიძიაც ბედნიერია."
რინის მოსიყვარულედ მოფერების შემდგომ, კარიამ დაიწყო სხვა გოგოს მზერით ძებნა, იმის ვისაც
ეკუთვნის მეორე საჩუქარი, მაგრამ რატომღაც ვერსად პოულობდა.
"– მითხარი, სადაა საკურა-ჩანი?"
რინის ღიმილი უმალ გაუჩინარდა. მისმა სახემ მიიღო გამომეტყველება, თითქოსდა მან საერთოდ
შეწყვიტა აზროვნება; ბავშვის სახე, რომელსაც აიძულეს აღიარებინა ის, რაზე ფიქრიც კი არ
სურდა.
"– საკურა. ის...უკვე წავიდა."
გოგონა ცარიელი მზერით, მონოტონურად გასცა პასუხი და გაიქცა ბავშვებკსაკენ, რათა თავი
დაეღწია სამომავლო შეკითხვებისთვის.
"–..."
რინის გაუგებარი სიტყვებით გაოგნებული კარიამ, საშინელი ჭეშმარიტების უცებადი გააზრებით,
კითხვის დამსველად შეხედა გოგონების დედას. იგი კი საპასუხოთ, სევდიანად განზე გაიხედა.
"– ეს რას ნიშნავს..?"
"– საკურა აწი ჩემი ქალიშვილი აღარაა და არც რინის და."

მისი ხმა იყო მშრალი, მაგრამ ქალიშვილისაზე უფრო მყარი.
"– ის მატოს ოჯახში გადავიდა".
მატო — გვარი, ერთდროულად ნაცნობი და ერთდროულად საზიზღარი. თითქოს დანა ჩაესო
კარიას გულში.
"– ეს შეუძლებელია.. ეს რას ნიშნავს, აოი?"
"– არ თვლი, რომ არ ღირს ამ შეკითხის დასმა? განსაკუთრებით შენ, კარია."
გულში ჩასობილი დანის ტრიალით, რინის დედამ, ტოსაკა აოიმ, ცივად და მკვეთრად, ოემოციო
მზერით გასცა პასუხი.
"– როგორ.. შეძელი.. დათანხმებოდი ამას?"
"– ასე გადაწყვიტა მან. ეს იყო ტოსაკას ოჯახის თავის გადაწყვეტილება, რომელმაც შეასრულა
ჩვენი ძველი მეგობრების სურვილი - მატოსი. ჩემი აზრი არაფერს წყვეტს."
ამ მიზეზით დედა და ბავშვი, უფროსი და უმცროსი და დააშორეს. რათქმაუნდა, ისინი არ იყვნენ
თანახმანი, მაგრამ აოიც და რინიც კი, კარგად ხვდებოდნენ, რომ მათ არაფერი დარჩენიათ ამის
მიღების გარდა. ასეთია ჯადოქრის სიცოცხლე. კარიამ იცოდა ეს სასტიკი ბედისწერა, ძალიან
კარგად იცოდა.
"– ...შენ ეს გაწყობს?"
აოი პასუხობს სუსტი და სევდიანი ღიმილით, მაგრამ ქვასავით მტკიცე ხმით:
"– როდესაც გადავწყვიტე ჯადოქრის ცოლობა და ტოსაკას ოჯახში შესვლა, უკვე მზად ვიყავი
რაღაც ამდაგვარისთვის. როდესაც ჯადოქართა ოჯახის წევრი ხდები, შეცდომა იქნება ისურვო
ბედნიერება, რომელსაც შეიძლება მიაღწიონ მხოლოდ ჩვეულებრივმა ოჯახებმა."
კარიას რაღაცის თქმის მცდელობის შემჩნევისას, ქალმა რბილად შეაჩერა იგი და არ მისცა
გაგრძელების საშუალება.
"– ეს ტოსაკას და მატოს ოჯახებს შორისი საქმეა. ეს არ გეხება შენ - იმას, ვინც ზურგი შეაქცია
ჯადოქართა სამყაროს." - დაამთავრა მან ფრაზა ნელი თავის დაქმევით.
კარიას არ შეეძლო განძრევა. საკუთარი სისუსტითა და უსუსურობით გაოცებული, ის თითქოსდა
პარკის ერთ-ერთ ხედ იქცა.
პატარაობიდან, შემდგომ ცოლად გაყოლიდან და ახლაც კი, როცა მას ორი ბავშვი გაუჩნდა, აოის
დამოკიდებულება კარიის მიმართ არ შეცვლილა. ისინი ადრეული ბავშვობიდანვე იყვნენ

მეგობრები. სამი წლით კარიაზე უფროსი, აოი ყოველთვის იღებდა მას სიკეთითა და დაძალების
გარეშე, როგორც უფროსი და უმცროს ძმას. მან პირველად აღნიშნა მათი ურთიერთობის ნამდვილი
სახეობა.
"– თუ შეძლებ საკურასთან შეხვედრას, გთხოვ, კარგად მოექეცი. ყოველთვის მოსწონდი, კარია."
აოი უყურებდა ხალისიანი რინის თამაშს და ცდილობდა ისე მოქცეოდა, თითქოსდა მისი მწუხარება
გამქრალიყო.
თუ კი რინმა ჩაუშვა საკუთარი თავი, როდესაც უპასუხა კარიას ბოლო კითხვას, ტოსაკა აოიმ
აჩვენა ძმას მხოლოდ დედის სახე, რომელიც მშვიდად ტკბება შვილის თამაშის ხედით.
მაგრამ კირიას ჯერ კიდევ არ შეეძლო ამის გაგება. მას არ შეეძლო ეს გაეგო. შეუდრეკელი,
შეუმცბელი ტოსაკა აოი, რომელმაც მორჩილად მიიღო საკუთარი ბედისწერა. მასაც კი არ შეეძლო
დაემალა ცრემლები, რომლებიც თვალების კუთხეებში დაგროვებულან.
***
კარიამ ჩქარა გადაკვეთა მშობლიური ქალაქის ქუჩები; ქუჩები, რომლებსაც, როგორც ის
ფიქრობდა, ვეღარასოდეს ნახავდა ისევ.
ყოველთვის, როდესაც იგი ბრუნდებოდა ქალაქ ფუიუკიში, იგი არასოდეს კვეთდა ხიდს, რომელსაც
მიჰყავდა მიამამდე.
გავიდა უკვე 10 წელი. შინტოსგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი იცვლებოდა თითქმის
ყოველდღე, არაფერი შეცვლილა სამეზობლოში, სადაც თითქოსდა დრო შეჩერებულა.
მშვიდი ქუჩები მოგონებებით აღსავსენი იყვნენ, მაგრამ იგი ერთ საქებარ სიტყვასაც კი არ
გაიმეტებდა, თუ კი გაჩერდებოდა რაიმის დასათვალიერებლად. ამდენად გამოუსადეგარი
ნოსტალგიის იგნორირებით, კარია ფიქრობდა აოისთან საუბარზე, რომელიც საათის წინ ქონდა.
"...შენ ეს გაწყობს?"
მას არ უსაუბრია ამდენად მკვეთრი ტონით რამოდენიმე წელია.
არ აწიო თვალები, ნურავის აწუხებს... აი როგორ ცხოვრობდა ის აქამდე. სიბრაზე, სიძულვილი, ეს
ყველაფერი მან დატოვა მიამას მარტოსულ ქუჩებში. მშობლიური ქალაქიდან გაძევების შემდგომ,
მას არაფერზე ქონია გართულება. ყველაზე ბინძური, საზიზღარი შემთხვევებიც კი, რომლებიც მას
შემთხვევია, ვერ იწვევდა ისეთ სიძულვილს, რომელსაც იგი გრძნობს ამ ქალაქის მიმართ.
ზუსტად ამიტომ, ხომ. უნდა გასულიყო 8 წელი, რაც მას ხმა არ აუწევია.
მაშინაც, იგივე ქალი არ იყო, რომელზეც მან ისევე აწია ტონი და გამოიყენა იგივე სიტყვები?

"– შენ ეს გაწყობს?" - მაშინ იგივე კითხვა დაუსვამს. კითხვა დაუსვა ბავშვობის მეგობარს,
რომელსაც იმ ღამის მერე, ტოსაკას გვარი უნდა მიეღო.
ის ვერასოდეს დაივიწყებს გამომეტყველებას, რომელიც ქალს მაშინ ქონდა.
მან თავი მცირედად დააქნია, თითქოს და ბოდიშს იხდიდა და წითლდებოდა მორცხვობისგან. კარია
დამარცხდა ღიმილის წინაშე.
"–... მე უკვე მზად ვიყავი... შეცდომა იქნება ისურვო ბედნიერება, რომელსაც შეიძლება მიაღწიონ
მხოლოდ ჩვეულებრივმა ოჯახებმა..."
ეს სიცრუე იყო.
იმ დღეს, 8 წლის წინ როდესაც იგი შესთავაზეს ახალგაზრდა ჯადოქარს, მისი ღიმილი უეჭვოდ
აღნიშნავდა ასეთი ბედნიერების იმედს.
და ამიტომაც, კარიამ მიიღო საკუთარი დამარცხება, რადგანაც იგი ენდო ამ ღიმილს.
ალბათ, კაცი რომელზედაც აპირებდა აოი ქორწილს, იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც
შეეძლო მისი გაბედნიერება.
მაგრამ ეს შეცდომაა.
მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერი ვინმე, კარია უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს ფატალური შეცდომაა.
ამის მიუხედავად, მას შეეძლო ამის პატიება.
განა მან არ უარყო საკუთარი ბედისწერა და ოჯახი?
მანაც კი, ვინც შიშით ზურგი შეაბრუნა მაგიას, კარგად იცოდა რამდენად საშინელია ჯადოქრობა...
მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი მისცეს ყველა დანარჩენისგან, მაინცდამაინც კაცს, ვინც
ყველაზე მეტად გავს მაგს.
ის რაც ახლა წვავს კარიას გულს - სინანულია.
არა ერთხელ, ორჯერ, მან არასწორი სიტყვები შეარჩიე.
მას არ უნდა ეკითხა, "ეს შენ გაწყობს?", მას უნდა ეთქვა "შენ არ უნდა ქნა ეს".
და რვა წლის წინ, თუ კი იგი შეძლებდა აოის შეკავებას, შეიძლება, მომავალი სხვანაირი იქნებოდა.
თუ კი იგი არ დააკავშირებდა თავის სიცოცხლეს ტოსაკას ოჯახთან, ის იქნებოდა ჯადოქრობის
წყევლისგან თავისუფალი. მას ექნებოდა ჩვეულებრივი სიცოცხლე.

და დღეს, პარკში, თუ კი მას სხვანაირი რეაქცია ექნებოდა ტოსაკასა და მატოს ოჯახებს შორის, ეს
ალბათ შოკში ჩააგდებდა აოის. მას შეეძლო ხელი ეკრა მისთვის, როგორც უცხოსთვის.
ასეც რომ ყოფილიყო, ქალს არ უნდა დაედანაშაულებინა მხოლოდ აკუთარი თავი. მან საკუთარი
ცრემლებიც კი ვერ შეიკავა.
კარიას აბსოლუტურად არ შეეძლო ამის პატიება. ის, ვინც ორჯერ დამარცხდა. სასჯელის სახით,
იგი დაბრუნდა ადგილას, რომელიც დიდი ხნის წინ დატოვა
ეჭვშეუტანელია, ეს იყო გამოსყიდვის გზა. სამყარო, რომელსაც ზურგი შეაქცია. ბედისწერა,
რომელსაც ძლივს გაექცა.
არ უნდა წუხდეს, თუ გაიხსენებს ერთადერთ ქალს სამყაროში, ვინც მისთვის მნიშვნელოვანია.
ცის ქვეშ, რომელიც ნელ-ნელა ბნელდებლკდა, ის გაჩერდა, დასავლური სტილის, მდიდარი სახლის
წინ.
იმის მერე რაც მოხდა 10 წლის წინ, მატო კარია ისევ იდგა საკუთარი სახლის წინ.
***
ჯერ კიდევ შემოსასვლელში დაწყებული, მცირე, მაგრამ სარისკო დისპუტი, მალე გადავიდა მატოს
რეზიდენციაში, სადაც კარია დაჯდა მისაღებ ოთახში, სავარძელზე.
"– მეგონა გითხარი თვალით არ დამენახო-მეთქი."
კარიას წინ მჯდომარე პატარა კაცი, რომელიც ამბობდა ამ საზიზღარ სიტყვებს, იყო მატო ზოკენი,
ოჯახის უფროსი. მისი გამხმარი, მელოტი თავი და კიდურები ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს და
ის მუმიფიცირებულია, მაგრამ მის თვალების სიღრმეში ძლიერი სული ჩანდა; ეს ყველაფერი
წარმოაჩენდა მას გამორჩეულ, მისტიურ პიროვნებად.
სიმართლე რომ ითქვას, კარიასაც კი არ შეეძლო მისი სრული ასაკის დადგენა. მცდარი
გენეალოგიური ხე ამბობდა, რომ ის კარიასა და მისი ძმის მამაა, მაგრამ მისი დიდი ბაბუის ძველ
ჩანაწერებშიც კი ახსენებენ ადამიანს სახელად "ზოკენი". შეუძლებელია დადგინდეს რამდენი
თაობის განმავლობაშია იგი ოჯახის უფროსი.
ის იყო ჯადოქარი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ უკვდავი, ყველაფრის გამგრძელებელი, ვინც
გააგრძელა საკუთარი სიცოცხლე. ადამიანი, რომელიც მატოს ოჯახის წყაროებში იდგა და
გენეტიკურად დაკავშირებულია კარიასთან. ის გენიალური ფანტომია, რომელმაც ჩვენს ეპოქამდე
მოაღწია.
"– მე გავიგე რაღაცის შესახებ, რაც უპატიებელია. იმის შესახეხ, თუ როგორ დაეცა მატოს სახლი."

კარია არაერთხელ დარწმუნდა თუ რაოდენ ძლიერი და არაადამიანურად სასტიკია მის წინაშე
მჯდომარე ჯადოქარი. მამაკაცი, რომელიც ყველაფერი იმის ასახვაა, რასაც ასე ვერ იტანს და
კიცხავს კარია მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თუ ეს ადამიანი არ აპირებს მის მოკვლას, კარია
მაინც ვერ აიტანს მას სიცოცხლის ბოლომდე. ათი წლის წინ კარიამ დაინახა მისი ძლიერი ხასიათი
და გაიქცა ოჯახიდან, რითაც თავისუფლება მოპოვება სცადა.
"– მსმენია, ტოსაკას ოჯახის მეორე ქალიშვილი აგიყვანია. ასე ძალიან გინდა შეინარჩუნო მატოების
სისხლში ჯადოქრობის შესაძლობა?"
'შვილის' ტონით უკმაყოფილმა ზოკენმა კოპები შეკრა
"– ამაზე საუბარი გსურს? სხვა არაფერზე? ვინაა შენი აზრით მატოს დაცემაზე პასუხისმგებელი?
საბოლოოდ ბიაკუიას შვილს არ აღმოაჩნდა ჯადოსნური ჯაჭვები. მაგიით ღარიბმა მატოს სისხლმა
ამ თაობაში დაკარგა ჯადოქრობის უნარი, მაგრამ შენ, შენს უფროს ძმაზე მეტად გქონდა
საშუალება შენი ჯადოქრობის პოტენციალის რეალიზაციისთვის. თუ კი შენ მორჩილად მიიღებდი
მემკვიდრეობას და დაიწყებდი მატოს მაგიის საიდუმლოების შესწავლას, ჩვენ არ აღმოვჩნდებოდით
ასეთ სიტუაციაში. ყველაფერი ეს, შენი ბრალია.."
მაგრამ კარიამ, ფრუტუნით შეაჩერა მოხუცი კაცის ტრიადა, რომელიც მას ადანაშაულებდა ოჯახის
ყველა უბედურებაში.
"– გეყოფა, ვამპირო. რა თქვი ამ წამს სუფთა სისხლიანი ჯადოქრების გვარის გაგრძელებაზე? ნუ
მაცინებ. არაფერი არ მოხდება, თუ კი შემდეგ თაობა გამოუსადეგარი გამოვა. ეს თემა დახურულია,
შენ ხომ კიდევ ორასი ან ორი ათასი წელი იცხოვრებ, არა?"
კარიამ სწორად გამოიცნო, ამიტომაც ზოკენის სახეზე აისახა ცბიერი ღიმილი, ხოლო მთელი
მრისხანება უმალ სადღაც გაუჩინარდა. ეს იყო ურჩხულის ღიმილი, რომელიც დიდი ხანია ვეღარ
განიცდიდა ადამიანურ ემოციებს.
"– როგორც ყოველთვის, უგულო ადამიანი ხარ. იმას ამბობ რასაც ფიქრობ."
"– როგორც არ უნდა იყოს, ეს შენ მასწავლე. არ მიყვარს შორიდან მოვლა."
საზიზღარი ხმები გამოსცა მოხუცის ყელმა, თითქოს იგი ცდილობდა სიცილის შეკავებას.
"– მართალია. ალბათ მე შევძლებ განვაგრძო ცხოვრება შენს მერე და ბიაკუიას შვილის მერეც კი.
მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენ ხანს შევინარჩუნებ სხეულს,
რომელიც ყოველ დღე, ყოველ საათს ნელ-ნელა იხრწნება. თუკი მატოს ოჯახს არ სჭირდება
მემკვიდრე, ჯადოქარი მაინც აუცილებლად უნდა ყავდეს. ერთი მაინც, გრაალის მისაღებად. სულ
ესაა."
*– ...ესეიგი, საბოლოოდ, ეს არის შენი მიზანი?"

კარიამ ისევ გამოიცნო. უკვდავება - ისაა რასაც ეს მოხუცი მაგი ეძებდა. სურვილების შესრულების
მანქანას, ეგრედ წოდებულ "გრაალს" შეეძლო ამის ჩუქება... შემაზრზენია იმის გაანალიზება, რომ
ამ ურჩხულს კიდევ ასწლეულები უნდა ეცოცხლა.
"– 60-წლიანი ციკლი დამთავრდება შემდეგ წელს, მაგრამ მეოთხე წმინდა გრაალის ომში არ იქნება
მატოს წარმომადგენელი.
ბიაკუიას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის მაგიური ენერგია მსახურის გამოსაძახებლად. მას
ბრძანების შელოცვებიც კი არა აქვს.
თავს თუ შევიკავებთ ამ ომში მონაწილეობისგან, შემდეგი შანსი მხოლოდ 60 წელიწადში
გამოჩნდება. უეჭველია, იდეალური მფლობელი შეიძლება გამოვიდეს ტოსაკას ოჯახის
ქალიშვილისგან. დიდი იმედები მაქვს მასზე, როგორც კარგ ჭურჭელზე."
ტოსაკა საკურის სახემ გაირბინა კარიას თვალების წინ.
ყვავილი, რომელიც გვიან იშლება. ის ყოველთვის დის უკან იდგა. ნაზი, სუსტი გოგონა.
ბავშვი, რომელიც იყო ზედმეტად ახალგაზრდა, რათა ეტარებინა საშინელი მაგის ბედისწერა
სიძულვილის გადაყლაპვის შემდგომ, კარიამ უემოციობის ნიღაბი გაიკეთა.
იგი ახლა და აქ არის მხოლოდ ზოკენთან შეთანხმებისთვის. ემოციები მას ვერ დაეხმარებიან
"– თუ ამაზეა საუბარი და მხოლოდ წმინდა გრაალი გჭირდება, მაშინ ტოსაკა საკურა აღარ
გამოგადგება, არა?"
ზოკენმა თვალები მოჭუტა, მან იეჭვა, რომ კარიას სიტყვებს ფარული მნიშნელობაც უნდა ქონოდა.
"– რა ხრიკი გაქვს მოფიქრებული?"
"– შეთანხმება, მატო ზოკენ. მე წარმოვადგენ მატოს ოჯახს შემდეგ ომში. სამაგიეროდ, ტოსაკა
შაკირას გაათავისუფლებ."
წამის მეათედის განმავლობაში გაოცებულმა ზოკენმა დამცინავად ჩაიცინა.
"– ჰა? ნუ სულელობ. უიღბლო, რომელსაც არასოდეს უსწავლია, გახდება მსახურის მასტერი ერთ
წელიწადში?"
"– ამის გაკეთების საიდუმლო საშუალება გაქვს, არა? შენი ჭიების დახმარებით, რომლებითაც
ასეთი ამაყი ხარ."
კარია პირდაპირ საქმეზე გადავიდა, გვერდის მოვლის გარეშე.

"– შენი მაგიური ჭიები მოათავსე ჩემში. შენ შეგიძლია ეს გააკეთო, ჩემში არის ამ საზიზღარი მატოს
ოჯახის სისხლი და ხორცი. შეთავსებადობა უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე უცხო ოჯახის
გოგოსთან."
ზოკენის ადამიანური სახის გამომეტყველება მალევე გაქრა, მან თავი ხელებში აიღო.
"– კარია, სიკვდილი გინდა?"
"– არ მითხრა, რომ დარდობ 'მამა'."
როგორც ჩანს, ზოკენი მიხვდა რომ კარია სერიოზულად იყო განწყობილი. მისი ცივი მზერით
ათვალიერების შემდგომ, მოხუცმა ამოიხვნეშა.
"– უნდა ვაღიარო, შენ უფრო შესაფერისი ხარ, ვიდრე ბიაკუა. შენი მაგიური ჯაჭვების ჭიებით
გაღვიძების შემდგომ, თუ ბეჯითად გავარჯიშებთ, შეიძლება გრაალმა აგირჩიოს.
...მაგრამ ამის მერეც კი არ შემიძლია გავიგო. ამდენს ერთი პატარა გოგოს გულისთვის რატო
შვები?"
"– მარტო იმიტომ რომ, მატოს ოჯახის მიღწევები მხოლოდ მისი წევრების მიერ მსურს იყოს
მიღწეული. უცხოების ჩარევის გარეშე."
"– ისევ შენ და შენი აღსანიშნავი ერთგულება..."
თითქოს და პროცესით ტკბებოდეს, ზოკენმა ცბიერად გაიღიმა. ეს ღიმილი მხოლოდ ცუდს
მოასწავებდა.
"– მაგრამ, კარია, თუ კი შენი მიზანია, რომ არავინ ჩარიო, მაშინ ცოტათი არ შეგაგვიანდა?
იცი რამდენი ხანია ტოსაკას ქალიშვილი შემოუერთდა ჩვენს ოჯახს?"
სასოწარკვეთილებამ გააპო კარიას მკერდი.
"– მოხუცო, გულისხმობ, რომ..—"
"– პირველი სამი დღის განმავლობაში საშინლად ტიროდა, მაგრამ მეოთხეზე გაჩუმდა. დღეს ჭიების
საცავში ჩავაგდე, რათა გამეგო რამდენ ხანს გაძლებდა. უკვე ნახევარი დღეა გასული, ჰა ჰა, და ჯერ
კიდევ სუნთქავს. ვინ იფიქრებდა.. ტოსაკას მასალა დეფექტური არაა."
კარიას მხრები კანკალებდა მისი იმ საზიზღარი ადამიანის მკვლელობის სურვილის გამო, რომელიც
მის წინ იჯდა და იცინოდა.

მას უნდოდა ჩასჭიდებოდა მაგს კისერში, მთელი ძალით მოეჭირდა და გადაეგრიხა იგი,
გაეკეთებინა ეს უმალვე–
– ეს იყო სიძულვილის იმპულსი, რომელიც დუღდა კარიას გულში
მაგრამ, კარიამ ესეც მიიღო. იმის მიუხედავად, რომ ის ასეთ რთულ სიტუაციაშია, ზოკენი მაინც
მაგია. კარიას არ შეეძლო ეცადა მაინც მისი მოკვლა. მას ამისთვის საჭირო ძალის ნატამალიც არ
გააჩნია.
შაკირას გადასარჩენად სხვა გზა არ იყო, გარდა შეთანხმებისა.
კარიას შინაგანი კონფლიქტის ყურებით დამტკბარი ზოკენი, დაკმაყოფილებულად და დამცინავად
იღიმოდა.
"ესეიგი, რას იზამ? პატარა გოგონა უკვე გატეხილია, ფეხის წვერებიდან თავამდე სავსე ჭიებით,
მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გინდა მისი გადარჩენა, კარგი, ამაზე არ ვიჭოჭმანებ."
"– ... წინააღმდეგი არა ვარ. უბრალოდ გააკეთე ეს."
მიუგო კირიამ ნაწვალები სახით. რათქმაუნდა, მას სხვა არჩევანი არ ქონდა.
"–მშვენიერია, მშვენიერი... კარგი, ჯერ კიდევ შეგვიძლია გავარჯიშოთ, მაგრამ იცოდე, საკურას
ვარჯიშს განვაგრძობ სანამ შედეგებს არ მაჩვენებ."
მოხუცის სიცილი და შაყირობა კარიას სულელად აჩენდა. მას მხოლოდ სიბრაზის და
სასოწარკვეთილების ყლაპვაღა დარჩენია.
"– იმის მაგიერ, რომ უიღბლო ვწრთნა, რომელმაც ერთხელ უკვე გვიღალატა, ბავშვის
წარმატებულობის შანსი ბევრად უფრო მაღალია. შევეცდები ორივესგან მაქსიმალური სარგებელი
მივიღო. სიმართლე ვთქვა, მეოთხე ომისგან არაფერს ველი, რადგანაც ვთვლი, რომ მატოს ოჯახმა
იგი უკვე წააგო.
ამის მიუხედავად, რომც შენი გამარჯვების შანსი იყოს ერთი მილიონში, თუ შენ წმინდა გრაალს
მიიღებ, მაშინ თანახმა ვარ. ამის მოხდენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ტოსაკას ქალიშვილის
გამოყენების არანაირი ინტერესი არ მექნება. ყველა წვრთნას შევაჩერებ და მის ჭურჭლად
გამოყენებაზე უარს ვიტყვი."
"– ...შენ ხომ, არ იტყუები, მატო ზოკენ?"
"კარია, თუ მიიჩნევ, რომ ჩემს სიტყვებში ეჭვი უნდა შეგეპაროს, მაშინ ჯერ ჭიების მიღება სცადე.
ხო, შეეცადე ატარო შიგნით ჭიები, ერთი კვირა მაინც. თუ არ მოკვდები, მივხვდები, რომ
სერიოზულად ხარ განწყობილი."

ლერწამივით შეირხა ზოკენი დივანიდან, გაჭირვებით ზურგი გაისწორა და ისეთივე ეშმაკური
ღიმილით კარიას წინ დადგა.
"– მაშინ, გადადების გარეშე დავიწყოთ მომზადება. უმალვე შევწყვეტ საკურას წვრთნის
პროცედურას. იმის თქმა თუ გსურს, რომ გადაიფიქრე, სჯობს ახლავე თქვა."
ჩუმად თავის დაქნევით, კარიამ ყველა ეჭვი დატოვა.
ჭიების შეყვანის თანავე იგი ზოკენის თოჯინად იქცევა. ამის გათვალისწინებით, ის ვერ შეძლებს შეე
წინააღმდეგებას. თუ ზოკენი მისგან მაგს გააკეთებს, როგორც მატოს ოჯახის სისხლის
მატარებელი, იგი აუცილებლად მიიღებს ბრძანების შელოცვებს.
წმინდა გრაალის ომი. მატო საკურას გადარჩენის ერთადერთი შანსი. არჩევანი, რომელსაც ის
ვერასოდეს გააკეთებს ასეთი სხეულითა და სისხლით.
სამაგიეროდ კარია, ალბათ, სიცოცხლეს დაკარგავს. მისი სხვა მასტერის მიერ არ მოკვლის
შემთხვევაშიც კი, ჭიების ასეთ მოკლე დროის განაკვეთში ჩასმა, საბოლოო ჯამში სხეულის შეჭმას
და მისი სიცოცხლის რამოდენიმე წლამდე შემოკლებას გამოიწვევს.
მაგრამ, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
კარიას გადაწყვეტილება ზედმეტად ნელი იყო. იგივე რომ ექნა 10 წლის წინ, აოის ბავშვი დედასთან
ერთად მშვიდად იცხოვრებდა. ბედისწერა, რომელზედაც მან უარი თქვა, უდანაშაულო გოგონას
მხრებზე დაწვა.
ამას პატიება არ აქვს. თუ მისი გადარჩენა შესაძლებელი გახდება, ნორმალურ სიცოცხლეს გოგონა
ვეღარ დაუბრუნდება.
ამასთანავე, ექვსი დარჩენილი მასტერის მოკვლის შემთხვევაში...
დამნაშავეებს შორის იყო მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც კარია საფლავის ქვჯთ
უზრუნველყოფდა.
"– ტოსაკა... ტოკიომი..."
როგორც სამი ოჯახიდან ერთ-ერთის უფროსს, ის აუცილებლად იქნება ბრძანების შელოცვების
მფლობელი.
იმ სიძულვილისგან განსხვავებული, რომელსაც იგი აოის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო
გრძნობდა საკუთარი თავის მიმართ; იმ სიძულვილისგან განსხვავებული რომელსაც იგი გრძნობდა
ზოკენის მიმართ, მასში ცხოვრობდა სხვაგვარი სიძულვილი, რომელიც გროვდებოდა დიდი ხნის
განმავლობაში დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, დღემდე..
შურისძიების წყურვილით იღვიძებდა მატო კარიას სულში, როგორც ცეცხლი ბუხარში.


კომენტარის დამატება

კოდის განახლება