დემონების უმაღლესი სკოლა - პროლოგი:



იმავე ფერის, რაც იმ ადამიანის თმაა--.
ეს ვიფიქრე, როდესაც სისხლში გასვრილ ხელს ვუყურებდი.
ალისფერი თმა, რომელიც უფრო ბრწყინვალეა ვიდრე მარწყვისებრი ქერა.
დიახ, მაგ პიროვნების გრძელი და ლამაზი წითელი თმა არის იმავე ფერის, რაშიც ჩემი ხელია ამოსვრილი.
ჰიუდოუ ისეი, ასე მქვია. მშობლები და მეგობრები სკოლაში “ისეს“ მეძახიან.
მეორე წელია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ვარ, რომელსაც ამჟამად   ახალგაზრდობის პერიოდი აქვს. 
ერთხელ იყო დრო, სტუდენტმა, რომელიც არასოდეს მყავდა ნანახი, წამოიძახა “ ნუთუ ეს ისეა? “, საინტერესოა ჩემი სახელი რამდენისთვის არის ცნობილი.
ამბობ, რომ ჩემი პოპულარობა მოულოდნელია?
არა, მაგაში არაა საქმე. ყველაფრის შემდეგ, მე ისეთი განთქმული ვარი ჩემი გარყვნილებით, რომ გოგოების კენდოს1 კლუბის გასახდელ ოთახში მჭვრეტელობაც კი დამაბრალეს.
რა სახის გარყვნილ ურჩხულად აღმიქვამენ. თავში როგორ შეიძლება მსგავსი სისულელე მოსვლოდათ, რომ ჩემნაირი ჯენტლმენი ადამიანი, დაიწყებდა გასახდელში გოგოების თვალთვალს. ესეთ სასირცხვილო დონეზე არასოდეს დავეშვებოდი.



ბოდიშს ვიხდი. იმ შემთხვევის დროს მეც იქ ვიყავი... 
სათავსოს ოთახში ვიმალებოდი, ვცდილობდი ამ და კენდოს ოთახის მაკავშირებელი კედლის ნახვრეტში შემეჭვრიტა.
საუბედუროდ ვერაფერი დავინახე, რადგან მაცუდა და მოტოჰამა ნახვრეტს არ შორდებოდნენ. ნაძირლები....
რახან ყველანაირი გაგებით ჯანმრთელი ბიჭი ვიყავი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი - იმდენად მინდოდა მენახა!   და ეს ორი იდიოტი უბრალოდ ჭრილობაზე მარილს მაყრიდნენ, თავიანთი წამოძახილებით: ‘’ოჰჰჰჰ! მურაიამას სერიოზუალად დიდი ძუძუები აქვს’’ და ‘’ აჰჰჰჰ, კატასეს ნამდვილად გამოკვეთილი ფეხები აქვს’’.
რა თქმა უნდა, მეც მინდოდა ამ შესახედაობით დატკბობა! მაგრამ ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაისმა, რომელიც ჩვენ ოთახს უახლოვდებოდა. ასე რომ, სათავსოდან გაქცევა მომიწია.
მიუხედავად ამისა, ნეტარი რამ მოუვიდა ჩემნაირ პიროვნებას, რომელიც ყველანაირ გარყვნილ საქმეს ჩადის ყოველდღიურად.
‘’გთხოვ, ჩემი შეყვარებული გახდი’’
გოგო სიყვარულში გამომიტყდა!
ცხოვრებაში პირველად შევიგრძენი, თუ სინამდვილეში რას ნიშნავდა სიყმაწვილე.
ჩემნაირი ბიჭისთვის, რომელსაც ოდესმე შეყვარებული არ ყოლია, ეს ყველაზე აუხდენელი სიზმრის რეალიზებას გავდა.
ჩემ შეყვარებულს ამანო იუუმა ქვია. გოგო, რომელიც აბრეშუმისებრი შავი თმის ფერითა და ტანადობით გამოირჩევა. 
იუუმა ისეთი საყვარელია, რომ შეუძლებელია ერთი ნახხვით არ შეგიყვარდეს!
ყოველი დაუფიქრებლად არ დათანხმდებოდა, როდესაც გასაოცრად ლამაზი გოგო მოვა და იტყვის ‘’ჰიუდოუ! ძალიან მიყვარხარ! გთხოვ ჩემი შეყვარებული გახდი!’’?
ეს იმ ბიჭის ფანტაზიებიდან იქნებოდ
უცნაური არ იქნება თუ ვინმე მეტყოდა ‘’ რომელი ბიშოუჯო თამაშიდან მოიტანე ეგ სისულელე?“, მაგრამ რა ვქნა, ეს ყველაფერი სერიოზულად მოხდა.
ჩემმა თვალებმა ნამდვილად საოცრება დაინახეს,  სიყვარულში გამომიტყდა ლამაზი გოგო!
თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ხუმრობა იყო, რომელიც მან და მისმა მეგობრებმა გაითამაშეს.
აბა რას ელოდი სხვას, ამ დღემდე მჯეროდა, რომ დავიბადე ადამინად, რომელსაც არასდროს გაუმართლებდა სიყვარულში.დაჟე უკვე ნელ-ნელა ვეჩვეოდი ამ ბედისწერას... მაგრამ!
დღეიდან, მე სკოლის იმ უმცირესობაში შევდივარ, რომელსაც ესეთი ულამაზესი შეყვარებული ყავს. ჩემს გარშემო მყოფი სამყარო შეიცვალა. არ ვიცი ზუსტი სიტყვებით როგორ გადმოვცე ეს შეგრძნება. სურვილი გამიჩნდა, ყოველი გამვლელის სახეში „ ეს ჩემი მოგებაა“ მეყვირა!
უკვე ჩემი ორი მეგობარი შემეცოდა, მაცუდა და მოტოხამა, რომლებსაც ჯერ-ჯერობით შეყვარებული არ ყოლიათ
 
 
დადგა პაემნის დრო.
ჩვენი პირველი პაემნისთვის ვემზადებოდი, როგორც ცოლი ქორწილისთვის. ღამეს დაძინება ვერ მოვახერხე, ისეთი აღელვებული ვიყავი. დეტალური გეგმა შევადგინე ამ საბედისწერო დღისთვის.
ჰა-ჰა-ჰა, დილიდანვე 10-ჯერ გავიხეხე ალბათ კბილები,არაფერი გამომრჩა.
თან გამოსაცვლელი ტრუსი  წამოვიღე, ყოველი შემთხვევისთვის.
ვაჟიშვილის დაუწერელი კანონის მიხედვით, დანიშნულების ადგილას სამი საათით ადრე მივედი, ამ დროის განმავლობაში,ასამდე გვერდით გამსვლელი სათვალიანი გოგო დავითვალე. ასევე რატომღაც, საეჭვო ბროშურა მივიღე ვიღაც უცნაური ხალხისგან. უცნაურ ოკულტურ ფურცლებს გავდა, ჯადოქრული პენტაგრამებით და ფრაზით : „ თქვენი სურვილი ახდება“. 
...... გადაგდება მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე და ჯიბეში ჩავიდე.
როდესაც იუმა გამოჩნდა, მას ვუთხარი: „ ნუ ნერვიულობ. მეც ამ წამს მოვედი“.
ეგრეე! ძლივს! ყოველთვის მინდოდა ამ ფრაზის თქმა!
ამის შემდეგ ხელჩაკიდებულებმა გავისეირნეთ. ძალიან მესიამოვნა, რომ პაემანზე ვიყავი ხელჩაკიდებული ჩემ ლამაზ შეყვარებულთან ერთად. ან ისე ვიყავი, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი. 
ხელ ჩაკიდებული დგომა ესეთ საყვარელ გოგოსთან!.. ა რაც მთავარია: ეს ქალღმერთ - ჩემი შეყვარებულია!


კომენტარები 2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება