მბრძანებელი - პროლოგი:


სრულად აღჭურვილი რაინდი გოგონასა და მისი პატარა დის წინაშე იდგა, ხმალი ცაში აღმართა.
ხმალმა გაიელვა, მან თავი ხელში აიყვანა, მზად იყო მათი სიცოცხლე ერთი მოწყალე დარტყმით დაესრულებინა.
გოგონამ თვალები მჭიდროდ დახუჭა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. მას ეს არასდროს უთხოვია. იგი ამჟამინდელ სიტუაციაში მხოლოდ იძულებით იყო მოხვედრილი. მას რამე ძალა რომ ჰქონოდა, შეიძლება წინააღმდეგობაც კი გაეწია მოწინააღმდეგისათვის და თავი დაეძვრინა.
თუმცა - გოგონას ეს ძალა არ ჰქონდა.
ამგვარად, ამ სიტუაციის შედეგი გარდაუვალი იყო.
ეს იქნებოდა გოგონას სიკვდილი, ზუსტად ამ ადგილას.
ხმალი დაეცა-
-მაგრამ ტკივილი ჯერ მაინც არ იყო.
გოგონამ ფრთიხალდ გაახილა დახუჭული თვალები.
პირველი რამ რაც დაინახა იყო გაშეშებული ხმალი.
შემდეგ კი ხმლის პატრონი შეამჩნია.
გოგონას წინ, ადგილზე გაყინული რაინდი იყო, მისი თვალები სადღაც გოგონას მხარეს გაჰყურებდა, რაინდის დაუცველი მდგომარეობა ნათლად აჩვენებდა მის შიშს.
რაინდის მზერით გაკვირვებულ გოგონას არ შეეძლო რომ არ გაეხედა იმავე მიმართლებით.
და ასე - გოგონა სასწორაკვეთილებას დაჰყურებდა.
რაც მან დაინახა სრული სიბნელე იყო.

ეს იყო უსასრულოდ გამხდარი, მაგრამ განუზომლად ღრმა სიბნელე. ეს იყო ობსიდიანის ნახევარ ოვალი, რომელიც მიწიდან იყო ამოშვერილი. ეს იყო იდუმალი სანახაობა, ვინც მას უყურებდა ავსებული იყო უსიამოვნო შეგრძნებით.
კარი იყო?
გოგოს არ შეეძლო იმაზე არ ეფიქრა რაც, მის თვალწინ იყო.
როგორც კი გული აუჩაქარდა, გოგონას ვარაუდი გამართლდა.
რაღაც გამოდიოადა ჩრდილიდან.
იმ მომენტში როდესაც მის თვალებში წარმოისახა-
„გამარჯობააა!“
-გოგონამ გამაყრუებლად დაიკივლა.
ეს ის ოპონენტი იყო რომელსაც კაცობრიობა ვერ სძლევდა.
ჟოლოსფერი სინათლის ორი წერტილი, აკაშკაშებულიყო გაუფერულებული თავის ქალის ცარიელ თვალის ფსკერებში. სინათლის ამ ორმა წერტილმა დაასკანირა გოგონა და იქვე მყოფი პირი , როგორც მტაცებელი, რომელიც შეათვალიერებს ხოლმე თავის მსხვერპლს. თავისი უხორცო ხელით ჯადოსნური ჯოხი დაიჭირა, რომელიც ღვთიური ხასიათის ჩანდა, მაგრამ თანაბარ შიშს შთააგონებდა. ეს ჰგავდა მსოფლიოს ყველა სილამაზის კრისტალიზაციას.
მას ეცვა ძალიან დეტალური შავი მანტია, რომელიც არაფრით მოგაგონებდა სხვა რამეს, ვიდრე სიკვდილის ხორცშეხმას, დაბადებული არა ამქვეყნიურ სიბნელეში.
უეცრად თითქოს ჰაერი გაიყინა.
თითქოს დრო თვითონ გაჩერდა უზენაესი არსების გაღვიძების კვალდაკვალ.
გოგონას დავიწყებოდა სუნთქვა, თითქოს ამ სანახაობას მისი სული მოეპარა.
და ამ მდუმარე სამყაროში, გოგონა იხრჩობოდა, მას ჰაერი აღარ ყოფნიდა.


სიკვდილის ამ ავატარმა თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს გოგო მიცვალებულების მიწაზე უნდა მიემგზავრებინა. ბუნებრივი იყო ასე ფიქრი. მაგრამ შემდეგ, გოგონა, რომელიც ასე ფიქრობდა, მოულოდნელად მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ რაინდი, რომელიც მის მოკვლას აპირებდა, ახლა უკვე გაშეშებული იყო.
„გაააჰჰ...“
ეს ყვირილი თითქოს მის ყურებში დახოხავდა.
ვის პირიდან ამოვიდა ეს ხმა? ვარაუდობდა, რომ ეს შეიძლებოდა მისი, ან მისი პატარა დისგან ყოფილიყო, შიშისგან კანკალებდა, ან რაინდის პირიდან, რომელიც მის მოკვლას აპირებდა.
ჩონჩხის ხელი ნელა-ნელა გაიშალა - თითები ისე გაშალა, თითქოს რაღაცისკენ მიიწევდა, ხელი გასცდა გოგონას და მივიდა რაინდათ რომელიც მის უკან იყო.
მას უნდოდა რომ გაეხედა, მაგრამ შიშმა სძლია და ერთ ადგილზე გაჩერდა. მას ისეთი შერძნება ჰქონდა რომ, თუ მას თვალს აარიდებდა უფრო საშინელს სანახაობას გადააწყდებოდა.
“[გულის მოჭერა]“
სიკვდილის ხორცშეხმამ მუშტი მოუჭირა, და გოგონამ რკინის ჭეჭყვის ხმა გაიგო უკნიდან.
მართალია მას ეშინოდა სიკვდილის ფიგურისთვის თვალების მოცილება, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ დასძლია და თვალები აარიდა, რის შემდეგაც რაინდის სხეული დაინახა. ის გაუნძრევლად დაეშვა მიწაზე, როგორც მარიონეტი, რომელსაც სიმები მოაჭრეს.
ის მკვდარი იყო.
იმის ეჭვიც არ იყო რომ, იგი შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო.
საფრთხე, რომელსაც თითქმის თითქმის დაპყრობილი ჰყავდა გოგონა, აღარ იყო. მაგრამ ეს არ იყო სადღესასწაულო მიზეზი. სიკვდილმა, რომელიც მას უყურებდა, მხოლოდ უფრო კონკრეტული სახე მიიღო.
სიკვდილი ახლოს მივიდა გოგოსთან, რომელიც მას შემაძრწუნებელი თვალებით უყურებდა.
გოგონას თვალთახედვაში სიბნელე უფრო გაფართოვდა.
ის მე გადამყლაპავს.
როდესაც იგი ამას ფიქრობდა, თავის დას იხუტებდა ახლოს.
იმის ფანტაზია რომ იგი შეძლებდა გაქცევას უკვე აღარ იყო, მის თავში.
მისი მეტოქე ადამიანი რომ ყოფილიყო, მას შეეძლო ჰქონოდა მკრთალი იმედი და სასოწარკვეთილი იბრძოლა თავისი ცხოვრებისათვის. მაგრამ მის წინ არსებამ დაანგრია იმედი, როგორც დაწნული მინა.
გთხოვ, ტკივილის გარეშე მაინც მომკალი.
ეს იყო ერთადერთი რამე რაც გოგონას ეიმედებოდა.
მისი აკანკალებული და მაგრად ჩაეხუტა. მას მხოლოდ ბოდიშის მოხდა შეეძლო თავისი სისუსტისთვის, იმის გამო, რომ ვერ დაიცვა დის სიცოცხლე. იგი ლოცულობდა, რომ მისი და მარტოხელა არ დარჩებოდა, იმის შემდეგ რაც ისინი ამქვეყნად წავიდოდნენ, რადგან იქ ერთად მოგზაურობდნენ.
და შემდეგ -


კომენტარის დამატება

კოდის განახლება