მბრძანებელი - ბოლოსიტყვაობა:

მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით, საყვარელო მკითხველებო ვინც კითხულობთ ამ ბოლოსიტყვაობას.

მე ვარ ავტორი, მარუიამა.

ეს ნამუშევარი არის ვებ ნოველა „მბრძანებლის“ რევიზია, როგორც ახალი პერსონაჟებით ასევე, ახალი და შესწორებული კონტენტით.

თუ თქვენ ეს წიგნი უკვე იყიდეთმოხარული ვარ.

და თუ ინტერნეტში ათვალიერებთ ამ წიგნს, ჩემი ზებუნებრივი ძალით სალაროსთან მოგიყვანთ და გადაგახდევინებთ ფულს. ჰაჰაჰა-

ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი არის ჩონჩხის ჯადოქარი, რომელიც მართავს უზარმაზარ, ბოროტ ორგანიზაციას და თავს გრძნობს როგორც თამაშის საბოლოო ბოსი. ამიტომაც, ისეთი მკითხველები ვინც თვლიან, რომ ხალხის გადარჩენა ჯილდოს გარეშე აბსურდია (როგორც მანგებსა და ნოველებშია ხშირი) და თავიანთ თავს პირველ ადგილას აყენებენისიამოვნებენ ამ ნოველით.

ამის გარდა, ეს ნოველა საკმაოდ დიდი ხანია დევს ინტერნეტში, მაგრამ ნოველიზაციის დროს დაემატა ახალი პერსონაჟი. მოხარული ვიქნები თუ მკითხველებს ის მოეწონებათ.

სიმართლე კი ისაა, რომ აქამდე ბოლოსიტყვაობა არ დამიწერია. აქედან გამომდინარე, მომეცით საშუალება, რომ გამოვხატო ჩემი მადლიერება:

მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩემი ედიტორის მიმართ, ფ-და რომელიც გავწვალე, ასევე მადლობას ვუხდი სო-ბინს, ვინც დახატა ეს ულამაზესი ნახატები.

ასევე მადლობა უნდა გადავუხადო, “Chord Design Studio”-ს რომელმაც გააკეთა ეს შესანიშნავი ყრდა, ისევე როგორც სხვები, დამეხმარა ოჰაკუც, ბევრი რამის გადახედვასა და რედაქტირებაში.

ამ ვებ ნოველის მკითხველებსაც ვუხდი მადლობას, ვინც თავიანთი იდეები მომაწოდეს. თქვენს გარეშე (ვინც ნოველას საინტერესოდ თვლით), ნოველიზაცია ვერ მოხერხდებოდა.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს უნივერსიტეტიდან, ჰანის, ვინც დამეხმარა აღმომეფხვრა შეუთავსებელი და დამაბნეველი ნაწილები ამ წიგიდან. და საბოლოოდ, დიდი მადლობა მკითხველებს ვინც შეიძინეს ეს წიგნი. ძალიან ვიამაყებ თუ ამ ნოველმა თქვენ დაგაინტერესათ.

ვაპირებ, რომ კორექციები შევიტანო მეორე ტომში და ასევე დავამატო ახალი სცენები. ისე ვგრძნობ თავს თითქოს ახალ ნამუშევარს ვწერ, ამიტომაც არ შემიძლია რომ დროის სიმცირის გამო არ ვიწუწუნო.

კარგი იქნებოდა თუ მეორე ტომსაც დაუჭერთ მხარს.

აქ დავასრულებ ბოლოსიტყვაობას.

მოხარული ვიქნები თუ გააგრძელებთ ჩემ მხარდაჭერას.

ნახვამდის

ივლისი 2012

მარუიამა კუგანე


კომენტარის დამატება

კოდის განახლება