ჩემი ლორწოდ რეინკარნაციის ამბავი - პროლოგი:

სიკვდილი~ და რეინკარნაცია~

ასეთ ნორმალურ ცხოვრებაზე არაფრის თქმა არ შეიძლება

კოლეჯის დასრულების შემდეგ, გავლენიან კომპანიაში დავიწყე მუშაობა ახლა კი
ვცხოვრობ მარტო 37 წლის ასაკში შეყვარებულის გარეშე.

მშობლების მოვლის მოვალეობა ჩემს უფროს ძმას დაევალა, ამიტომაც ჩემი ცხოვრება
სრულიად დამოუკიდებელია, როგორიც
დიდგვაროვნის

სიმაღლეში დაბალი არ ვარ, ცუდი სახე არ მაქვს. მარა მაინც პოპულარულობა ვერ
მოვიპოვე. ბევრჯერ ვცადე შეყვარებულის პოვნა - ბევრჯერ ვთხოვე ხელიც - მაგრამ
უარყოფითი პასუხის შემდგომ, ჩემი გული გატეხილი რჩება. მოკლედ, ამ ასაკამდე
მიღწევის მერე თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ეს შეყვარებულობანა ძალზედ
სახოფათო საქმეა.

შეგიძლიათ თქვათ რომ უმეტესად დაკავშირებული ვარ სამსახურით, ისე არ არის რომ
სამსახურის არქონამ შეიძლება შემაწუხოს

ისე არ არის რომ მიზეზებს ვიგონებ... სინამდვილეში

[სენპაი! ბოდიშით რომ გალოდინეთ]

გაღიმებული სახით ახალგაზრდა მომიახლოვდა. და მის გვერდით თვით სილამაზე იდგა.

უფრო დაწვრილებით კი, ახალგაზრდა ტომურა, დამწყები კადრია იგივე კომპანიაში
სადაც მე ვმუშაობ; მის გვერდით კი ჩვენი კომპანიის თანამშრომელი თვით მადონა.

დიახ, ამ ადამიანმა მკითხა კონსულტაცია გამეწია მათი მომავალი ქორწილისათვის.

სხვათაშორის, ეს არის მიზეზი თუ რატომ მაინტერესებს ჩემი არაპოპულარულობის
მიზეზი.

სამუშაოს შემდგომ კოლეგები გზის გადაკვეთასთან ხვდებოდნენ.

[ანუ, რა სახის რჩევა გინდა]

ვკითხე როდესაც ვესალმებოდი სავატარის

[გამარჯობათ, სასიამოვნო თქვენთან შეხვედრა. ჩემი სახელია სავატარი მიჰო.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვედრივართ ადრე, ეს იქნება ჩვენი
პირველი საუბარი პირისპირ, რატომღაც ვნერვიულობ}

აქ ნერვული ადამიანი მე ვარ, ჯანდაბა, უფროსწორად არ გამომდის კარგად საუბარი.

კარგი პირველ რიგში როგორი სახის რჩევა გინდა?

[გამარჯობა. მე ვარ მიკამი სატორუ. ნერვიულობა საჭირო არაა. სავატარი პოპულარულია
ჩვენში, ამიტომაც ვიცი ვინც ხარ წარდგენის გარეშე. მე და ტამურა ერთი და იგივე
უნივერსიტეტში დავდიოდით, იცი ხო, ამიტომაც ერთად ბევრი გვისაუბრია]

[ეს პოპულარობა რას ნიშნავს? რაიმე ჭორია?]

[ხო, აი უფროსთან რომ რომანი გექნება, ან პაემანი იუკისთან, ჰო რაღაც ეგრე]

რათქმაუნდა უბრალოდ ვეხუმრებოდი, მინდოდა ესენი უნიჭო ხუმრობები ყოფილიყო,
სავატარის სახე გაწითლდა და მე შემომხედა ცრემლიანი თვალებით. ამის აღიარება
საშინლად არ მინდა მაგრამ საყვარლად გამოიყურებოდა იმ მომენტში

ეჰ... ჩემს ხუმრობებს ტაქტიკა აკლია, და ხშირად უთქვამთ რომ პირი მომეკეტა.... მაგრამ
მაინც მითქვამს

ხო..., ისევ ჩავფლავდი, გოგოებთან ურთიერთობა საერთოდ არ გამომდის

და უეცრად ტომურამ იგი მკლავებში ჩაიკრა

ჯანდაბა, ტომურა შე ნაბიჭვარო, ასეთი სიტუაციებში მოქმედება კარგად გამოგდის,
იქნებ ეს ხმამაღლა მეთქვა

[სენპაი, შეგიძლიათ უბრალოდ გაატაროთ, და მიჰო იგი უბრალოდ გეხუმრა]

და ასე სიცილით ტომურამ სიტუაცია დაალაგა, ოჰ ეს ახალგაზრდები

გაბრწყინებული, მშვიდი და ყოველგვარი სარკაზმის გარეშე, განა საყვარელი ადამიანი
არაა?

ტომურა მხოლოდ 28 წლისაა, და მიუხედავად იმისა რომ ამხელა სხვაობაა ჩვენს ასაკს
შორის, რაღაც საერთო გაგავაჩნია, მოკლედ არაფრის თქმა აღარ შემიძლია გარდა იმისა
რომ წარმატევები ვუსურვო

[ჩემი ბრალია, უბრალოდ ქალებთან ურთიერთობა არ გამომდის, და ასევე ეს
ადგილმდებარეობაც არ მეხმარება, სადმე დავსხდეთ და ისე ვისაუბროთ ჯობია]

უბრალოდ ეჭვიანობამ შემიპყრო, მეტი არაფერი. და როდესაც ამაზე ვფიქრობდი

[აააააააააა]

ყვირილი, დაბნეულობა

რა?.. რა ხდება?

[გაიწიე! თორე მოგკლავ!]

ხმისკენ გავიხედე, ვხედავ მაცს რომელიც დანით მიახლოვდება, საით უმიზნებს მას?

[ტამურა]

ტამურას ხელი ვკარი და გადავაგდე იქით
ჩემს ზურგში საშინელი ტკივილი გაჩნდა

[ჯანდაბა!!, ]

ამის დაყვირების შემდეგ კაცი გაიქცა, შევბრუნდი რათა მენახა რომ ტამურა და სავატარი
კარგად იყვნენ.
ყოველგვარი სიტყვის თმის გარეშე, ტამურა ჩემსკენ გაიქცა.

სავატარი ცოტა შოკში ჩავარდა ამ სიტუაციით, მაგრამ ჭრილობები არ ჰქონდა, მადლობა
ღმერთს
.
ეს იქეთ იყოს და ზურგი მაგრად მეწვის,

ეს რა არის?, ძალიან ცხელია. ცოტას ვერ გავაგრილებთ?

{შესრულებულია. სიცხესთან გამკლავება წარმატებით ჩატარდა}

მოიცადეთ... დამჭრეს?

ამ ჭრილობისგან ვერ მოვკვდები...

{დადასტურებულია. ჭრილობასთან გამკლავება წარმატებით ჩატარდა, ვამატებ
ფიზიკური შეტევისგან გამკლავებას}

[სენპაი... სისხლი მოგდით... ვერ ვაჩერებ]

ამ ხმამაღალ ტიპს რა სჭირს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოსდა მისი ხმა სრულიად
უცზო არის. პრინციპში ამას მოველოდი ტომურასგამ

მაგრამ სისხლი? ჰოო ნამდვილად მტივებს. ადამიანი ვარ ბოლოს და ბოლოს, თუ
დამჭრიან სისხლი წამოვა.

მაგრამ ტკივილი უსიამოვნოა.

[ვადასტურებ, ტკივილის გაუქმება. წარმატრბულია}

მოკლედ.. ეს ცუდია ხო? ტკივილი გრძნობას მიკარგავს.

[ტა.. ტამურა... ძალიან ხმამაღალი ხარ.... ისეთი არაფერი მომხდარა ხო? შეწყვიტე
ნერვიულობა]

[მაგრამ სენპაი.. სისხლი..]

მისი სახე სრულიად ფერკმთალია, ლამისაა ცრემლები წამოუვიდეს, ტამურა ხელს არ
მიშვებს

ეს არის სახე რომელიც სიპატიურ მამაკაცს აფუჭებს

ვცდილობ დავინახო სავატარი რას აკეთებს, მაგრამ ყველაფერი ბუნდოვანია. ვერ ვხედავ

გავარვარებული ტკივილი უკან გაქრა. მაგრამ სიცივე დამკრავს რატომღაც.

ეს შეიძლება ცუდი იყოს... როდესაც ხალხი სისხლს კარგავს, კვდება ხო?

{დადასტურებულია, იქმნება უსისხლო სხეული. წარმატებულია}

(ჰეი შენ, 2 წუთია ასე საუბრობ და რეებს ბურტყუნებ?)

შევეცადე დავლაპარაკებოდი მაგრამ ხმას არ მცემს, ეს ცუდია, შეიძლება მართლა
მოვკვდე...

მარა, აღარც სიცხეს და ვერც ტკივილს ვგრძნობ

მაგრამ ცივა, საშინლად ცივა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია.. ძალიან დაკავებული
ადამიანი ვარ ეხლა რომ მციოდეს

{დადასტურებულია. სიცივესთან გამკლავება. წარმატებულია}

ასევე სიცხესთან გამკლავება გარდაიქმნა {თერმულ სიცხესთან გამკლავებად}

ასეთ დროს, ჩემს მკვდარ უჯრედებს ძალზე მნიშვნელოვანი რაღაც გაახსენდათ

დიახ, ჩემი კომპიუტერის დრაივი

[ ტომურა! თუ მე მოვკვდები, ჩემს კომპიუტერს მიხედე. გთხოვ... წყალში ჩააგდე, ჩართე
და მეხსიერება მთლიანად წაშალე]

{დადასტურება, ცდა ყველა ინფორმაციის წაშლისა, უარყოფილია, შეუძლებელია]

[ცდა მეორე გამოსავლისა, ელექტროობასთან გამკლავება, წარმატებულია,
პარალიზებასთან გამკლავება, წარმატებულია]

არ ვიცი ტომურა რას ამბობდა ახლა, მაგრამ მისი მკრთალი გამოხედვით მივხვდი რა
თქვა

[ჰაჰა... ეს ნამდვილად შენ გგავს სენპაი]

ეს თქვა მომღიმარი სახით,
ვის სურს ამ კაცის ნამტირავებ სახეს შეხედოს?
ეს მისი ნიღაბი უფრო უკეთესია

[შენ იცი ჰო... სავატარი, მინდოდა შენთვის მეჩვენებინა სენპაი თუ რა ლამაზია]

ჰეჰ. ვიცოდი...შე ნაბიჭვარო

[ ჯანდაბა, დამავიწყდა ყველაფერი, მოკლედ შენი შეყვარებული, გააბედნიერე
გასაგებია? და ჩემს კოპიუტერსაც მიხედე, არ დაგავიწყდეს]

მარტო ამის თქმა მოვახერხე დარჩენილი ძალით რაც კი გამაჩნდა

ყოველგვარად უკმაყოფილო, მაკიმი სატორუ მოკვდა.
და იმ წამსვე, მიკამი სატორუს „სული“ დაუკავშირდა მონსტრს რომელიც სხვა სამყაროში
იმყოფებოდა.
სხვა განზომილებას რომელსაც გააჩნდა პატარა ბზარი, რომლის დანახვა არავის შეეძლო.
მისი სული დაუკავშირდა მაგიურ არსებას.
მიკამი სატორუ დაუკავშირდა ამ მომსტრს, თავისი ფიქრებით და მოგონებებით.
ამით იგი დაიბადა მონსტრად სხვა სამყაროში.

ცხოვრება რომელიც იყო ყოველგვარად ნორმალური.
კოლეჯის დამთავრების შემდგომ, დავიწყე მუშაობა კომპანიაში, და ვცხოვრობდი მარტო
37 წლის ასაკში შეყვარებულის გარეშე,
ვაჟიშვილი.
დაუჯერებელია, ვტოვებ სამყაროს სადაც ვერაფრის მიღწევა მოვასწარი,
ეხლა შეიძლება ავტირდე.
ბოდიშით.

{დადასტურებული. უნიკალური შესაძლებლობა, Predator წარმატებით იქნა
მოპოვებული}

ეჰ.. თითქმის ორმოცი წლის ვარ და ვაჟიშვილი, მაგიურ სამყაროში, ვიღაც ბრძენი რომ
მყავდეს გვერდით კარგი იქნებოდა... ანდა თვით დიდებული ბრძენი შეიძლება ხო?

{დადასტურებულია. დამატებითი შესაძლებლობა, Sage წამტარბით იქნა შესწავლილი}
{ვამატებ, წარმატებით გარდაიქმნა უნიკალურ შესაძლებლობად Great sage}

ეჰ... რა ჯანდაბებს გაიძახი, რა ჯანდაბაა ეს დიდებული ბრძენი, დამცინი?
ისეთი განსაკუთრებულიც არაა
მე არ მეცინება აქ!
უხეშობა
ამაზე ფიქრით ძილი მომერია.

(ანუ ეს არის სიკვდილი... ისეთი მარტოსულობაც არაა როგორსაც მოველოდი)

ეს იყო მიკამი სატორუს ბოლო სიტყვები სანამ ამ სამყაროს დატოვებდა.


კომენტარის დამატება

კოდის განახლება